მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209761.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 14
ჩვენ ერთად ჩავარჭვეთ ისინი მიწაში, რათა ჭანჭრობის ბილიკი დაგვენიშნა.
We planted them together to mark the pathway through the mire.
209762.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 14
ახ! ნეტავ შემძლებოდა დღეს მათი ამოძრობა!
Oh, if I could only have plucked them out to-day.
209763.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 14
სახლის სრულუფლებიან მბრძანებლად დავტოვეთ ლესტრეიდი, მე და ჰოლმსი კი ბარონეტთან ერთად ბასკერვილჰოლში დავბრუნდით.
Meanwhile we left Lestrade in possession of the house while Holmes and I went back with the baronet to Baskerville Hall.
209764.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 14
მისგან სტეპლტონების ისტორიის დაფარვას აზრი აღარ ჰქონდა.
The story of the Stapletons could no longer be withheld from him.
209765.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 14
როცა საყვარელ ქალზე მთელი სიმართლე შეიტყო, სერ ჰენრიმ ვაჟკაცურად გადაიტანა ყოველივე.
He took the blow bravely when he learned the truth about the woman whom he had loved.
209766.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
ნოემბრის მიწურული იდგა.
It was the end of November.
209767.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
ცივ, ნისლიან საღამოს მე და ჰოლმსი მოგუგუნე ბუხართან ვისხედით ჩვენს კაბინეტში, ბეიკერსტრიტზე.
Holmes and I sat, upon a raw and foggy night, on either side of a blazing fire in our sitting-room in Baker Street.
209768.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
ლონდონში იმყოფებოდნენ სერ ჰენრი და დოქტორი მორტიმერი.
Sir Henry and Dr. Mortimer were in London.
209769.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
ახლა მივედით მისი ცხოვრების იმ მომენტამდე, როცა იგი ჩვენთვის საინტერესო გახდა.
We now come to that portion of his life which has proved to be interesting to us.
209770.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
ბარონეტმა თვითონ უამბო გადმოცემა ძაღლზე და, ამრიგად, საკუთარი ხელით გაითხარა სამარე.
The baronet himself told him about the family hound, and so prepared the way for his own death.
209771.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
გარდა ამისა, იცოდა, რომ სერ ჩარლზი ცრუმორწმუნეა და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ბნელ ლეგენდას.
He had heard also that Sir Charles was superstitious and had taken this grim legend very seriously.
209772.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
სტეპლტონი არაერთხელ დაუდარაჯდა ძაღლის თანხლებით, მაგრამ ამაოდ.
Several times Stapleton lurked about with his hound, but without avail.
209773.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
პატრონის მიერ დაგეშილი ძაღლი ღობეზე გადახტა და უბედურ ბარონეტს დაედევნა.
The dog, incited by its master, sprang over the wicket-gate and pursued the unfortunate baronet.
209774.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
აი, ყველაფერი, რაც შეეხება სერ ჩარლზ ბასკერვილის სიკვდილს.
So much for the death of Sir Charles Baskerville.
209775.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
მისის სტეპლტონმა იცოდა, რომ მისი ქმარი რაღაც ხრიკებს აწყობდა მოხუცის წინააღმდეგ და ძაღლის არსებობაც.
Mrs. Stapleton knew that he had designs upon the old man, and also of the existence of the hound.
209776.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
ამოცანის პირველი ნახევარი წარმატებით შესრულდა, რჩებოდა ბევრად უფრო რთული.
The first half of his task was successfully accomplished but the more difficult still remained.
209777.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
მივიდა ბარონეტამდე და გამოადგა პირველ გაფრთხილებად.
It reached the baronet, and gave him the first warning of his danger.
209778.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
რა იქნა ძაღლი, როცა მისი პატრონი ლონდონში იყო?
What became of the hound when its master was in London?
209779.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
მე თვითონ ვნახე, ის მოხუცი კაცი როგორ მიდიოდა გრიმპენის ჭანჭრობის სიღრმეში, ბილიკზე, რომელიც სტეპლტონს დაენიშნა.
I have myself seen this old man cross the Grimpen Mire by the path which Stapleton had marked out.
209780.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 15
სტეპლტონები დაბრუნდნენ დევონშირში, მალე იქ თქვენ და სერ ჰენრი ჩახვედით.
The Stapletons then went down to Devonshire, whither they were soon followed by Sir Henry and you.