მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209821.
განძის კუნძული | თავი 1
ჩემთვის არაფერი იყო აქ საიდუმლო, რადგან ერთგვარად მისი მოუსვენრობის მონაწილე ვიყავი.
For me, at least, there was no secret about the matter, for I was, in a way, a sharer in his alarms.
209822.
განძის კუნძული | თავი 1
ერთ დღეს გვერდით გამიხმო და დამპირდა: ყოველი თვის პირველ რიცხვში ვერცხლის ოთხპენიანს მოგცემ, თუ ფხიზლად ადევნებ თვალს ცალფეხა მეზღვაურს და, რა წამს გამოჩნდება, მაშინვე შემატყობინებო.
He had taken me aside one day and promised me a silver fourpenny on the first of every month if I would only keep my "weather-eye open for a seafaring man with one leg" and let him know the moment he appeared.
209823.
განძის კუნძული | თავი 1
საკმაოდ ხშირად, როცა თვის პირველში გასამრჯელოსთვის მივადგებოდი, ის მხოლოდ ცხვირით დამიქშიტინებდა და მომაშტერდებოდა ხოლმე.
Often enough when the first of the month came round and I applied to him for my wage, he would only blow through his nose at me and stare me down.
209824.
განძის კუნძული | თავი 1
თუმცა კვირის ბოლომდე უეჭველად აზრს შეიცვლიდა, ჩემს ოთხპენიანს მომიტანდა და ბრძანებას გამიმეორებდა: ფხიზლად ადევნე თვალი ცალფეხა მეზღვაურსო.
But before the week was out he was sure to think better of it, bring me my four-penny piece, and repeat his orders to look out for "the seafaring man with one leg".
209825.
განძის კუნძული | თავი 1
თქმა არ უნდა, ეს იდუმალი ცალფეხა პიროვნება ძილშიც არ მასვენებდა.
How that personage haunted my dreams, I need scarcely tell you.
209826.
განძის კუნძული | თავი 1
ქარიშხლიან ღამეებში, როცა ქარი მთელ სახლს აზანზარებდა, ხოლო ზვირთები ყურეში ბორგავდა და კლდეებს ეხეთქებოდა, მისი აჩრდილი ათასნაირი ფორმით, ათასნაირი ეშმაკური გამოსახულებით წარმომიდგებოდა თვალწინ.
On stormy nights, when the wind shook the four corners of the house and the surf roared along the cove and up the cliffs, I would see him in a thousand forms, and with a thousand diabolical expressions.
209827.
განძის კუნძული | თავი 1
ხან მუხლში ჰქონდა გადაჭრილი ფეხი, ხან – თეძოში; ხან ურჩხულის მსგავსი არსება იყო, რომელსაც ერთი ფეხის მეტი არც არასოდეს გააჩნდა და ისიც სხეულის შუაგულში ება.
Now the leg would be cut off at the knee, now at the hip; now he was a monstrous kind of a creature who had never had but the one leg, and that in the middle of his body.
209828.
განძის კუნძული | თავი 1
ყველა მაჯლაჯუნაზე უარესი მაშინ იყო, როცა მესიზმრებოდა, თითქოს ღობეებსა და თხრილებზე ხტომა-ხტომით მომდევდა ფეხდაფეხ.
To see him leap and run and pursue me over hedge and ditch was the worst of nightmares.
209829.
განძის კუნძული | თავი 1
ერთი სიტყვით, ამ საზიზღარი მოჩვენებების წყალობით, ძალიან ძვირად მიჯდებოდა ეს ჩემი ყოველთვიური ოთხპენიანი.
And altogether I paid pretty dear for my monthly fourpenny piece, in the shape of these abominable fancies.
209830.
განძის კუნძული | თავი 1
მაგრამ თუ ცალფეხა მეზღვაურის აჩრდილი ასე მაფრთხობდა, თვითონ კაპიტნისა, მის ნაცნობებს შორის, ყველაზე ნაკლებად მეშინოდა.
But though I was so terrified by the idea of the seafaring man with one leg, I was far less afraid of the captain himself than anybody else who knew him.
209831.
განძის კუნძული | თავი 1
ზოგჯერ ღამით ზომაზე მეტ წყალგარეულ რომს მიირთმევდა, გალეშილი აინუნშიც არავის აგდებდა და მოჰყვებოდა თავის პირქუშ, ძველებურ, უხიაკ ზღვაოსნურ სიმღერებს.
There were nights when he took a deal more rum and water than his head would carry; and then he would sometimes sit and sing his wicked, old, wild sea-songs, minding nobody.
209832.
განძის კუნძული | თავი 1
ხანდახან ყველასათვის ჭიქებს მოატანინებდა და მთელ აცახცახებულ კრებულს აიძულებდა მისი ნაამბობი ესმინა, ანდა ხმა შეეწყო სიმღერისათვის.
But sometimes he would call for glasses round and force all the trembling company to listen to his stories or bear a chorus to his singing.
209833.
განძის კუნძული | თავი 1
მეზობლები სიკვდილის შიშით გაჰკიოდნენ და ერთმანეთს ღრიალში ეჯიბრებოდნენ, აქაოდა შენიშვნა არ მივიღოთო.
All the neighbours joining in for dear life, with the fear of death upon them, and each singing louder than the other to avoid remark.
209834.
განძის კუნძული | თავი 1
თუ ვინმე რამეს შეეკითხებოდა, რისხვის ალმური მოედებოდა სახეზე.
He would fly up in a passion of anger at a question.
209835.
განძის კუნძული | თავი 1
არც არავის გაუშვებდა ფუნდუკიდან, სანამ სმისაგან ძილი არ მოერეოდა და დასაწოლად არ წალასლასდებოდა.
Nor would he allow anyone to leave the inn till he had drunk himself sleepy and reeled off to bed.
209836.
განძის კუნძული | თავი 1
ხალხს ყველაზე მეტად მისი ნაამბობი აფრთხობდა.
His stories were what frightened people worst of all.
209837.
განძის კუნძული | თავი 1
ჩამოხრჩობა და ფიცარზე გასვლა.
Hanging, and walking the plank.
209838.
განძის კუნძული | თავი 1
მისივე ნათქვამის თანახმად, მთელი სიცოცხლე უნდა გაეტარებინა ყველაზე ულმობელ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ოდესღაც ღმერთს ზღვაში სამოგზაუროდ განუწესებია.
By his own account he must have lived his life among some of the wickedest men that God ever allowed upon the sea.
209839.
განძის კუნძული | თავი 1
მისი ლაპარაკის კილოც თითქმის ისევე სცემდა თავზარს ჩვენს უბრალო სოფლელ ხალხს, როგორც აღწერილი ბოროტმოქმედებანი.
The language in which he told these stories shocked our plain country people almost as much as the crimes that he described.
209840.
განძის კუნძული | თავი 1
მამაჩემმა დაიჟინა, ფუნდუკი გაგვიკოტრდებაო; ხალხი მალე შეწყვეტს სიარულსო.
My father was always saying the inn would be ruined, for people would soon cease coming there.