მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209801.
განძის კუნძული | თავი 1
ნელა სვამდა, საქმის მცოდნის იერით ნება-ნება უსინჯავდა გემოს, თან გარშემო კლდეებს ათვალიერებდა და ჩვენს აბრასაც ახედავდა ხოლმე.
He drank slowly, like a connoisseur, lingering on the taste and still looking about him at the cliffs and up at our signboard.
209802.
განძის კუნძული | თავი 1
ძმობილო, ბევრი მუშტარი გყავს?
Much company, mate?
209803.
განძის კუნძული | თავი 1
აქეთ მოაყენე და სკივრი ზემოთ ამომიტანე.
Bring up alongside and help up my chest.
209804.
განძის კუნძული | თავი 1
აქ უნდა დავრჩე ცოტა ხანს.
I'll stay here a bit.
209805.
განძის კუნძული | თავი 1
მე უბრალო კაცი გახლავარ, მარტო რომი, ლორი და კვერცხი მინდა და აგე, ის მწვერვალი, რომ იქიდან გემებს ვუთვალთვალო.
I'm a plain man; rum and bacon and eggs is what I want, and that head up there for to watch ships off.
209806.
განძის კუნძული | თავი 1
როგორ უნდა მომმართო?
What you mought call me?
209807.
განძის კუნძული | თავი 1
შეგიძლია კაპიტანი დამიძახო.
You mought call me captain.
209808.
განძის კუნძული | თავი 1
ოჰ, ვიცი, რაც გადარდებს.
Oh, I see what you're at.
209809.
განძის კუნძული | თავი 1
სამი თუ ოთხი ოქრო გადმოყარა ზღურბლზე.
He threw down three or four gold pieces on the threshold.
209810.
განძის კუნძული | თავი 1
ისეთი რისხვით გადმოგვხედა, თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი ის ყოფილიყოს.
He was looking as fierce as a commander.
209811.
განძის კუნძული | თავი 1
გამოიკითხა, სანაპიროს გაყოლებაზე რა ფუნდუკებიაო და ალბათ როცა ჩვენი ფუნდუკი დაუხასიათეს, ეს აირჩია.
He had inquired what inns there were along the coast, and hearing ours well spoken of, I suppose, had chosen it from the others.
209812.
განძის კუნძული | თავი 1
ეს იყო და ეს, რაც ჩვენი სტუმრის შესახებ შევიტყვეთ.
And that was all we could learn of our guest.
209813.
განძის კუნძული | თავი 1
ბუნებით ძალიან ჩუმი კაცი გახლდათ.
He was a very silent man by custom.
209814.
განძის კუნძული | თავი 1
მთელ დღეს თითბრის ჭოგრიტმომარჯვებული ყურეს გარშემო დაეხეტებოდა ან კლდეებზე დაფოფხავდა.
All day he hung round the cove or upon the cliffs with a brass telescope.
209815.
განძის კუნძული | თავი 1
საღამოობით სასტუმროს დარბაზის კუთხეში იჯდა ცეცხლის პირას და წყალშერეულ მაგარ რომს წრუპავდა.
All evening he sat in a corner of the parlour next the fire and drank rum and water very strong.
209816.
განძის კუნძული | თავი 1
თუ ვინმე გამოელაპარაკებოდა, მეტწილად პასუხს არ აღირსებდა, უცბად მრისხანედ გადმოუბრიალებდა თვალებს და ისე დაიქშიტინებდა ცხვირით, თითქოს გემის საყვირიაო.
Mostly he would not speak when spoken to, only look up sudden and fierce and blow through his nose like a fog-horn.
209817.
განძის კუნძული | თავი 1
ჩვენც და ჩვენს სახლში მოსიარულე ხალხმაც მალე ავუღეთ ალღო.
And we and the people who came about our house soon learned to let him be.
209818.
განძის კუნძული | თავი 1
ყოველდღე, როგორც კი სეირნობიდან დაბრუნდებოდა, იკითხავდა, გზაზე მეზღვაურს ხომ არ გაუვლიაო.
Every day when he came back from his stroll he would ask if any seafaring men had gone by along the road.
209819.
განძის კუნძული | თავი 1
თავდაპირველად გვეგონა, თავისი ჯურის ადამიანებს ისაკლისებს და იმიტომ კითხულობსო, მაგრამ ბოლოს შევამჩნიეთ, რომ პირიქით – სურდა მათთვის თავი აერიდებინა.
At first we thought it was the want of company of his own kind that made him ask this question, but at last we began to see he was desirous to avoid them.
209820.
განძის კუნძული | თავი 1
როცა „ადმირალ ბენბოუში“ ვინმე მეზღვაური შემოვიდოდა, სასტუმრო ოთახში გამოსვლამდე კარს უკან ფარდას ამოფარებული შეათვალიერებდა მას და თან თაგვივით გაისუსებოდა.
When a seaman did put up at the Admiral Benbow he would look in at him through the curtained door before he entered the parlour; and he was always as silent as a mouse.