მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209861.
განძის კუნძული | თავი 1
ამასობაში კაპიტანი ნელ-ნელა შევიდა სიმღერის ეშხში და ბოლოს ხელი მაგიდას დაათხლიშა, რაც კარგად ვიცოდით, იმას ნიშნავდა, ხმა გაკმინდეთო.
In the meantime, the captain gradually brightened up at his own music, and at last flapped his hand upon the table before him in a way we all knew to mean silence.
209862.
განძის კუნძული | თავი 1
ყველამ ჩაიწყვიტა ხმა ექიმ ლივსის გარდა.
The voices stopped at once, all but Dr. Livesey's.
209863.
განძის კუნძული | თავი 1
ის ძველებურად მკაფიოდ და ალერსიანი ტონით განაგრძობდა ლაპარაკს, თან წამდაუწუმ, ყოველი ერთი-ორი სიტყვის შემდეგ, ჩიბუხს ეწეოდა.
He went on as before speaking clear and kind and drawing briskly at his pipe between every word or two.
209864.
განძის კუნძული | თავი 1
კაპიტანმა ერთხანს უბრიალა თვალები და კვლავ დასცხო ხელი მაგიდას, ბოლოს ერთი საზიზღრად, უწმაწურად შეიგინა და იღრიალა: – „ხმა ჩაიკმინდეთ მანდ, გემბანზე“!
The captain glared at him for a while, flapped his hand again, glared still harder, and at last broke out with a villainous, low oath, "Silence, there, between decks"!
209865.
განძის კუნძული | თავი 1
მაგას მე მეუბნებით, ბატონო ჩემო?
Are you addressing me, sir?
209866.
განძის კუნძული | თავი 1
როცა იმ გიჟმა კვლავ გინებით დაუდასტურა, მიუგო: – მე მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით, ბატონო ჩემო, თუ რომის სმას არ მოეშვებით, ქვეყანა მალე გათავისუფლდება ერთი მეტად ბინძური არამზადისაგან!
When the ruffian had told him, with another oath, that this was so, I have only one thing to say to you, sir, that if you keep on drinking rum, the world will soon be quit of a very dirty scoundrel!
209867.
განძის კუნძული | თავი 1
ბერიკაცის განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა.
The old fellow's fury was awful.
209868.
განძის კუნძული | თავი 1
წამოხტა, იძრო მეზღვაურის დასაკეცი დანა, გაშალა, დაიდო ხელისგულზე და ექიმს დაემუქრა, კედელზე მიგლურსმავო.
He sprang to his feet, drew and opened a sailor's clasp-knife, and balancing it open on the palm of his hand, threatened to pin the doctor to the wall.
209869.
განძის კუნძული | თავი 1
ექიმი არც განძრეულა.
The doctor never so much as moved.
209870.
განძის კუნძული | თავი 1
კვლავ ძველებურად ზურგშექცეული ელაპარაკებოდა მას იმავე კილოთი; ოღონდ ხმას ცოტა აუწია, რომ მთელ ოთახს გაეგონა.
He spoke to him as before, over his shoulder and in the same tone of voice, rather high, so that all the room might hear.
209871.
განძის კუნძული | თავი 1
თუ მაგ დანას ახლავე ჯიბეში არ ჩაიდებთ, პატიოსნებას გეფიცებით, სასამართლოს მორიგ სხდომაზე ჩამოხრჩობას ვერ გადარჩებით.
If you do not put that knife this instant in your pocket, I promise, upon my honour, you shall hang at the next assizes.
209872.
განძის კუნძული | თავი 1
შემდეგ მათ ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს და დიდხანს მიშტერებოდნენ ასე, მაგრამ კაპიტანი მალე გატყდა, იარაღი ჯიბეში ჩაიდო და ნაცემი ძაღლივით ღრენით დაჯდა თავის ადგილას.
Then followed a battle of looks between them, but the captain soon knuckled under, put up his weapon, and resumed his seat, grumbling like a beaten dog.
209873.
განძის კუნძული | თავი 1
ახლა, ბატონო ჩემო, – განაგრძო ექიმმა, – რაკი გავიგე, რომ ასეთი ვინმე ცხოვრობს ჩემს კუთხეში, იცოდეთ, თვალს აღარ მოგაშორებთ არც დღე და არც ღამე.
And now, sir, continued the doctor, since I now know there's such a fellow in my district, you may count I'll have an eye upon you day and night.
209874.
განძის კუნძული | თავი 1
მე მარტო ექიმი როდი ვარ, მსაჯულიც გახლავარ და ერთი საჩივარიც რომ გავიგო თქვენზე – თუნდაც ამღამინდელი უზრდელობის მსგავსი, სათანადო ღონეს ვიხმარ, შეგიპყრონ და გაგაძევონ აქედან.
I'm not a doctor only; I'm a magistrate; and if I catch a breath of complaint against you, if it's only for a piece of incivility like tonight's, I'll take effectual means to have you hunted down and routed out of this.
209875.
განძის კუნძული | თავი 1
მალე ცხენი მოაყენეს კარს და ექიმი ლივსი გაემგზავრა.
Soon after, horse came to the door and Dr. Livesey rode away.
209876.
განძის კუნძული | თავი 1
კაპიტანი კი მთელ იმ საღამოს ჩუმად იჯდა და ბევრ მომდევნო საღამოსაც აღარ დაურღვევია მყუდროება.
But the captain held his peace that evening, and for many evenings to come.
209877.
განძის კუნძული | თავი 2
შავი ძაღლი გამოჩნდება და გაქრება.
Black Dog Appears and Disappears.
209878.
განძის კუნძული | თავი 2
ამის შემდეგ დიდხანს აღარ გაუვლია, რომ მოხდა პირველი იმ უცნაურ ამბავთაგანი, რომლებმაც ბოლოს თავიდან მოგვაშორეს კაპიტანი, თუმცა, როგორც დარწმუნდებით, მხოლოდ კაპიტანი და არა მისი საქმეები.
It was not very long after this that there occurred the first of the mysterious events that rid us at last of the captain, though not, as you will see, of his affairs.
209879.
განძის კუნძული | თავი 2
ცივი, სუსხიანი ზამთარი იდგა, ხანგრძლივი, სასტიკი ყინვებითა და მძაფრი ქარებით.
It was a bitter cold winter, with long, hard frosts and heavy gales.
209880.
განძის კუნძული | თავი 2
თავიდანვე ცხადი იყო, რომ საწყალი მამაჩემი გაზაფხულამდე ვეღარ გაატანდა.
It was plain from the first that my poor father was little likely to see the spring.