მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209841.
განძის კუნძული | თავი 1
თუმცა მე უფრო მგონია, მისი ყოფნა სასიკეთო გახლდათ ჩვენთვის.
But I really believe his presence did us good.
209842.
განძის კუნძული | თავი 1
ხალხი მაშინ კი ფრთხებოდა, მაგრამ როცა მოგონებაზე მიდგებოდა საქმე, მოსწონდათ კიდეც – ჩინებული გართობა იყო წყნარ სოფლურ ცხოვრებაში.
People were frightened at the time, but on looking back they rather liked it; it was a fine excitement in a quiet country life.
209843.
განძის კუნძული | თავი 1
ერთი ისეთი ჯგუფიც კი გამოირჩა უფრო ახალგაზრდებისა, რომლებიც თითქოს თაყვანს სცემდნენ მას; „ნამდვილ ზღვის მგელს“, „ჭეშმარიტ ძველ მეზღვაურს“ და სხვა ამგვარ სახელებს ეძახდნენ.
And there was even a party of the younger men who pretended to admire him, calling him a "true sea-dog" and a "real old salt" and such like names.
209844.
განძის კუნძული | თავი 1
ერთი მხრივ, თითქოს მართლა გვიპირებდა გაკოტრებას.
In one way, indeed, he bade fair to ruin us.
209845.
განძის კუნძული | თავი 1
თუ ოდესმე შეახსენებდა, კაპიტანი ერთს დაიქშიტინებდა ცხვირით, თვალებს გადმოუბრიალებდა და საბრალო მამაჩემი გამოვარდებოდა გარეთ.
If ever he mentioned it, the captain blew through his nose and stared my poor father out of the room.
209846.
განძის კუნძული | თავი 1
მინახავს, ასე უკმეხი უარის შემდეგ როგორ იმტვრევდა ხელებს და დარწმუნებული ვარ, ამ დარდმა და შიშმა შეუწყო ხელი მის ნაადრევად გარდაცვალებას.
I have seen him wringing his hands after such a rebuff, and I am sure the annoyance and the terror he lived in must have greatly hastened his early death.
209847.
განძის კუნძული | თავი 1
მთელ ამ ხანს, რაც ჩვენთან ცხოვრობდა, კაპიტანს სამოსიდან თითქმის არაფერი გამოუცვლია.
All the time he lived with us the captain made no change whatever in his dress.
209848.
განძის კუნძული | თავი 1
მხოლოდ რამდენიმე წყვილი წინდა იყიდა მეწვრილმანისგან.
He bought only some stockings from a hawker.
209849.
განძის კუნძული | თავი 1
ქუდის ერთი კუთხე ჩამოეშალა, მაგრამ ხელიც არ უხლია მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქარიან ამინდში ძალიან აწუხებდა.
One of the cocks of his hat having fallen down, he let it hang from that day forth, though it was a great annoyance when it blew.
209850.
განძის კუნძული | თავი 1
მახსოვს მისი ხიფთანი, რომელსაც თვითონვე იკერებდა თავის ოთახში და ბოლოს მარტო დაბებკილი კონკებიღა დარჩა.
I remember the appearance of his coat, which he patched himself upstairs in his room, and which, before the end, was nothing but patches.
209851.
განძის კუნძული | თავი 1
წერილი არასოდეს დაუწერია, არც მიუღია, არც არავის დალაპარაკებია, გარდა მეზობლებისა, და მათაც უმეტესად მაშინ თუ გასცემდა ხმას, როცა რომით იყო გალეშილი.
He never wrote or received a letter, and he never spoke with any but the neighbours, and with these, for the most part, only when drunk on rum.
209852.
განძის კუნძული | თავი 1
მისი დიდი სკივრიც არავის გვინახავს გახსნილი.
His great chest none of us had ever seen open.
209853.
განძის კუნძული | თავი 1
მხოლოდ ერთხელ შეეწინააღმდეგნენ და ისიც ბოლოს, როცა საბრალო მამაჩემს ძალიან დარია ხელი სენმა, რომელმაც გადაიყოლა კიდეც.
He was only once crossed, and that was towards the end, when my poor father was far gone in a decline that took him off.
209854.
განძის კუნძული | თავი 1
ექიმმა ლივსიმ გვიან ნაშუადღევს შემოიარა ავადმყოფის სანახავად, დედაჩემის მირთმეულ სადილს გემო გაუსინჯა და სასტუმრო ოთახში შევიდა ჩიბუხის მოსაწევად, სანამ სოფლიდან ცხენს მოუყვანდნენ, რადგან ჩვენს ძველ ფუნდუკს საჯინიბო არ გააჩნდა.
Dr. Livesey came late one afternoon to see the patient, took a bit of dinner from my mother, and went into the parlour to smoke a pipe until his horse should come down from the hamlet, for we had no stabling at the old inn.
209855.
განძის კუნძული | თავი 1
მეც შევედი და მახსოვს, თვალში მეცა განსხვავება, თოვლივით თეთრ პუდრმოყრილ პარიკიან, შავ, მკვირცხლთვალებიან, თავაზიან, ფაქიზ, გაკრიალებულ ექიმსა და ხეპრე სოფლელებს შორის; ყველაზე მეტად კი იმ საზიზღარ ზორბა, გამოშტერებულ, საფრთხობელა მეზღვაურს შორის, რომელიც საძაგლად გამომთვრალიყო რომით.
I followed him in, and I remember observing the contrast the neat, bright doctor, with his powder as white as snow and his bright, black eyes and pleasant manners, made with the coltish country folk, and above all, with that filthy, heavy, bleared scarecrow of a pirate of ours, sitting, far gone in rum.
209856.
განძის კუნძული | თავი 1
უცებ მან, ესე იგი, კაპიტანმა, თავისი საყვარელი სიმღერა შემოსძახა:
Suddenly he—the captain, that is—began to pipe up his favourite song:
209857.
განძის კუნძული | თავი 1
თავდაპირველად „მკვდრის სკივრი“ ის დიდი ყუთი მეგონა, ზემოთ, წინა ოთახში რომ იდგა და ეს აზრი გადაეხლართა იმ ჩემს ცალფეხა მეზღვაურთან დაკავშირებულ ზმანებებს.
At first I had supposed "the dead man's chest" to be that identical big box of his upstairs in the front room, and the thought had been mingled in my nightmares with that of the one-legged seafaring man.
209858.
განძის კუნძული | თავი 1
მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარავითარ ყურადღებას აღარ ვაქცევდით ამ სიმღერას.
But by this time we had all long ceased to pay any particular notice to the song.
209859.
განძის კუნძული | თავი 1
სიმღერა იმ ღამეს მარტო ექიმ ლივსისთვის იყო ახალი ხილი და შევნიშნე, რომ მასზე ვერაფერი საამო შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
It was new, that night, to nobody but Dr. Livesey, and on him I observed it did not produce an agreeable effect.
209860.
განძის კუნძული | თავი 1
მან წამიერად ძალიან გაჯავრებით გადმოხედა, ხოლო მერე კვლავ განაგრძო ბაასი მოხუც მებაღე ტეილორთან ქარების ახლებურად წამლობის თაობაზე.
He looked up for a moment quite angrily before he went on with his talk to old Taylor, the gardener, on a new cure for the rheumatics.