მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209881.
განძის კუნძული | თავი 2
მთელი ფუნდუკი დედაჩემისა და ჩემს ანაბარა დარჩა და იმდენად ვიყავით საქმით დატვირთულები, რომ ჩვენს უსიამოვნო სტუმარს დიდ ვეღარაფერ ყურადღებას ვაქცევდით.
My mother and I had all the inn upon our hands, and were kept busy enough without paying much regard to our unpleasant guest.
209882.
განძის კუნძული | თავი 2
იანვრის დილა იყო – სუსხიანი, სისხამი დილა.
It was one January morning, very early— frosty morning.
209883.
განძის კუნძული | თავი 2
მთელ ყურეს ნაცრისფრად დასდებოდა ჭირხლი.
The cove all grey with hoar-frost.
209884.
განძის კუნძული | თავი 2
მზე კარგად არც იყო ამოსული – მხოლოდ მთის წვერებს სწვდებოდა და შორს ზღვაში კიაფობდა.
The sun still low and only touching the hilltops and shining far to seaward.
209885.
განძის კუნძული | თავი 2
კაპიტანი ჩვეულებრივზე ადრე ადგა და გზას ზღვის ნაპირისაკენ დაუყვა.
The captain had risen earlier than usual and set out down the beach.
209886.
განძის კუნძული | თავი 2
მისი ზღვაოსნის დაშნა ძველი ლურჯი ხიფთანის განიერ კალთებში მიქანაობდა.
His cutlass swinging under the broad skirts of the old blue coat.
209887.
განძის კუნძული | თავი 2
იღლიაში თითბრის ჭოგრიტი ამოედო, ქუდი კინკრიხოზე მოექცია.
His brass telescope under his arm, his hat tilted back upon his head.
209888.
განძის კუნძული | თავი 2
მახსოვს, რომ მიაბიჯებდა, ზურგს უკან ბოლივით მიჰყვებოდა თავისივე ამონასუნთქი.
I remember his breath hanging like smoke in his wake as he strode off.
209889.
განძის კუნძული | თავი 2
უკანასკნელი ხმა, რომელსაც ყური მოვკარი, როცა დიდ კლდესთან მოუხვია, გაგულისებული, ხმამაღალი ქშიტინი იყო.
The last sound I heard of him as he turned the big rock was a loud snort of indignation.
209890.
განძის კუნძული | თავი 2
დედაჩემი ზემოთ იყო მამასთან, მე კი საუზმეს ვუშლიდი კაპიტანს, როცა სასტუმრო ოთახის კარი გაიღო და ვიღაცა კაცი შემოვიდა, რომელიც მანამდე არ მენახა.
Mother was upstairs with father and I was laying the breakfast table against the captain's return when the parlour door opened and a man stepped in on whom I had never set my eyes before.
209891.
განძის კუნძული | თავი 2
ფერმკრთალი იყო, სახეგაყვითლებული, მარცხენა ხელზე ორი თითი აკლდა და, მართალია მახვილი ეკიდა, მოჩხუბარს მაინცდამაინც არ ჰგავდა.
He was a pale, tallowy creature, wanting two fingers of the left hand, and though he wore a cutlass, he did not look much like a fighter.
209892.
განძის კუნძული | თავი 2
მე ყოველთვის თვალი მეჭირა ცალფეხა ან ორფეხა მეზღვაურებზე და მახსოვს, მისმა დანახვამ დამაბნია.
I had always my eye open for seafaring men, with one leg or two, and I remember this one puzzled me.
209893.
განძის კუნძული | თავი 2
თითქოს მეზღვაურსაც არა ჰგავდა, არადა მაინც რაღაც ზღვის სუნი დაჰკრავდა.
He was not sailorly, and yet he had a smack of the sea about him too.
209894.
განძის კუნძული | თავი 2
ვკითხე, რას მიირთმევთ-მეთქი.
I asked him what was for his service.
209895.
განძის კუნძული | თავი 2
მაგრამ, მოსატანად ოთახიდან გასვლა რომ დავაპირე, მაგიდას მიუჯდა და მანიშნა, ახლოს მოდიო.
But as I was going out of the room to fetch it, he sat down upon a table and motioned me to draw near.
209896.
განძის კუნძული | თავი 2
ადგილზე გავქვავდი.
I paused where I was.
209897.
განძის კუნძული | თავი 2
აქ მოდი, პატარა ბიჭო.
Come here, sonny.
209898.
განძის კუნძული | თავი 2
ცოტა ახლოს მოდი.
Come nearer here.
209899.
განძის კუნძული | თავი 2
ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი.
I took a step nearer.
209900.
განძის კუნძული | თავი 2
ეს სუფრა ჩემი ამხანაგი ბილისთვისაა გაშლილი? – მკითხა და რაღაც ალმაცერად გადმომხედა.
Is this here table for my mate Bill? he asked with a kind of leer.