მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209941.
განძის კუნძული | თავი 2
მაგრამ ბოლოს ხმას აუწიეს და ერთი-ორი სიტყვა გავარჩიე – უმთავრესად კაპიტნის გინება.
But at last the voices began to grow higher, and I could pick up a word or two, mostly oaths, from the captain.
209942.
განძის კუნძული | თავი 2
თუ ჩამოკიდებაზე მიდგა საქმე, მე გეუბნები: ყველა ჩამოკიდონ.
If it comes to swinging, swing all, say I.
209943.
განძის კუნძული | თავი 2
უცბად საშინელი ლანძღვა-გინება ატყდა, რასაც სკამისა და მაგიდის ძირს დახეთქების ხმა მოჰყვა.
Then all of a sudden there was a tremendous explosion of oaths and other noises—the chair and table went over in a lump.
209944.
განძის კუნძული | თავი 2
ამას ფოლადის წკრიალი დაერთო, მერე ტკივილისაგან შეკივლება და იმავე წამს თვალი მოვკარი თავქუდმოგლეჯით გამოქცეულ შავ ძაღლს, რომელსაც ფეხდაფეხ მისდევდა კაპიტანი.
A clash of steel followed, and then a cry of pain, and the next instant I saw Black Dog in full flight, and the captain hotly pursuing.
209945.
განძის კუნძული | თავი 2
ორივეს მახვილები ეშიშვლათ.
Both with drawn cutlasses.
209946.
განძის კუნძული | თავი 2
ამ უკანასკნელს სისხლი დასდიოდა მარცხენა მხრიდან.
The former streaming blood from the left shoulder.
209947.
განძის კუნძული | თავი 2
კარის ზღურბლთან კაპიტანმა კიდევ ერთხელ შემართა იარაღი დასარტყმელად და უეჭველად გააფრთხობინებდა კიდეც სულს იმ საწყალს, მაგრამ ჩვენმა ადმირალ ბენბოუს დიდმა აბრამ შეუშალა ხელი.
Just at the door the captain aimed at the fugitive one last tremendous cut, which would certainly have split him to the chine had it not been intercepted by our big signboard of Admiral Benbow.
209948.
განძის კუნძული | თავი 2
ის ნაჭდევი ახლაც აჩნია ჩარჩოს ქვედა მხარეს.
You may see the notch on the lower side of the frame to this day.
209949.
განძის კუნძული | თავი 2
შეტაკება ამ მოქნევით დასრულდა.
That blow was the last of the battle.
209950.
განძის კუნძული | თავი 2
რაკი შავი ძაღლი გზას დაადგა, მიუხედავად ჭრილობისა, საოცარი სიმარდე გამოიჩინა და თვალის დახამხამებაში მიეფარა სერს.
Once out upon the road, Black Dog, in spite of his wound, showed a wonderful clean pair of heels and disappeared over the edge of the hill in half a minute.
209951.
განძის კუნძული | თავი 2
შემდეგ რამდენჯერმე მოისვა თვალებზე ხელი და შინ შემობრუნდა.
Then he passed his hand over his eyes several times and at last turned back into the house.
209952.
განძის კუნძული | თავი 2
ამას რომ ამბობდა, შეტორტმანდა და ცალი ხელით კედელს მიეყრდნო.
As he spoke, he reeled a little, and caught himself with one hand against the wall.
209953.
განძის კუნძული | თავი 2
დაჭრილი ხომ არა ხართ?
Are you hurt?
209954.
განძის კუნძული | თავი 2
უნდა ავიბარგო აქედან.
I must get away from here.
209955.
განძის კუნძული | თავი 2
ჯერ ჭიქა გამიტყდა, მერე კასრის ონკანი გამიფუჭდა და სანამ იქ ვცოდვილობდი, სასტუმრო ოთახიდან მძიმე ბრაგვანის ხმა მომესმა.
I broke one glass and fouled the tap, and while I was still getting in my own way, I heard a loud fall in the parlour.
209956.
განძის კუნძული | თავი 2
სწორედ ამ დროს ყვირილითა და ჩხუბით დაფეთებულმა დედაჩემმაც ჩამოირბინა.
At the same instant my mother, alarmed by the cries and fighting, came running downstairs.
209957.
განძის კუნძული | თავი 2
ძალიან მძიმედ და ხმამაღლა ქშინავდა.
He was breathing very loud and hard.
209958.
განძის კუნძული | თავი 2
თვალები დახუჭული ჰქონდა.
His eyes were closed.
209959.
განძის კუნძული | თავი 2
სახეზე საზარელი ფერი ედო.
His face a horrible colour.
209960.
განძის კუნძული | თავი 2
რა სირცხვილია ჩვენი სახლისათვის!
What a disgrace upon our house!