მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209961.
განძის კუნძული | თავი 2
ამ დავიდარაბაში ვერაფერი მოვიფიქრეთ, რით გვეშველა კაპიტნისათვის.
In the meantime, we had no idea what to do to help the captain.
209962.
განძის კუნძული | თავი 2
რომი, რასაკვირველია, მოვიტანე და ვცადეთ, პირში ჩაგვესხა, მაგრამ კბილი კბილზე მაგრად დაეჭირა და ყბები რკინასავით გამაგრებული ჰქონდა.
I got the rum, to be sure, and tried to put it down his throat, but his teeth were tightly shut and his jaws as strong as iron.
209963.
განძის კუნძული | თავი 2
ამ დროს, ბედზე, კარი გაიღო და მამაჩემის სანახავად მოსული ექიმი ლივსი შემოვიდა.
It was a happy relief for us when the door opened and Doctor Livesey came in, on his visit to my father.
209964.
განძის კუნძული | თავი 2
ქალბატონო ჰოკინზ, აბრძანდით ზევით თქვენს მეუღლესთან და, თუ შეიძლება, ნუ გააგებინებთ ამ ამბავს.
Now, Mrs. Hawkins, just you run upstairs to your husband and tell him, if possible, nothing about it.
209965.
განძის კუნძული | თავი 2
მე კი უნდა ვცადო, ამ კაცის სამგზის უმაქნისი სიცოცხლე გადავარჩინო.
For my part, I must do my best to save this fellow's trebly worthless life.
209966.
განძის კუნძული | თავი 2
ჯიმი ტაშტს მომიტანს.
Jim, you get me a basin.
209967.
განძის კუნძული | თავი 2
ტაშტიანად რომ დავბრუნდი, ექიმს უკვე აეხია კაპიტნის სახელო და მისი ზორბა, ძარღვიანი მკლავი გამოეჩინა.
When I got back with the basin, the doctor had already ripped up the captain's sleeve and exposed his great sinewy arm.
209968.
განძის კუნძული | თავი 2
ბევრგან ჰქონდა გაკეთებული ტატუ.
It was tattooed in several places.
209969.
განძის კუნძული | თავი 2
ზემოთ ბეჭის ახლოს სახრჩობელა ეხატა ზედ ჩამოკიდებული კაციანად.
Up near the shoulder there was a sketch of a gallows and a man hanging from it.
209970.
განძის კუნძული | თავი 2
წინასწარმეტყველებაა! – თქვა ექიმმა და თითი დაადო ნახატს.
Prophetic, said the doctor, touching this picture with his finger.
209971.
განძის კუნძული | თავი 2
აბა, ახლა, ბატონო ბილი ბოუნზ, თუ ეგ არის თქვენი სახელი, ვნახოთ, რა ფერისაა თქვენი სისხლი.
And now, Master Billy Bones, if that be your name, we'll have a look at the colour of your blood.
209972.
განძის კუნძული | თავი 2
ჯიმ, სისხლის ხომ არ გეშინია?
Jim, are you afraid of blood?
209973.
განძის კუნძული | თავი 2
ძალიან ბევრი სისხლი გადმოვიდა, სანამ კაპიტანი თვალს გაახელდა და მიბნედილი მიმოიხედავდა ირგვლივ.
A great deal of blood was taken before the captain opened his eyes and looked mistily about him.
209974.
განძის კუნძული | თავი 2
შუბლის შეჭმუხვნაზე დაეტყო, რომ პირველად ექიმი იცნო, მერე მე მომკრა თვალი და ცოტა შვება დაემჩნა.
First he recognized the doctor with an unmistakable frown; then his glance fell upon me, and he looked relieved.
209975.
განძის კუნძული | თავი 2
მაგრამ უცბად ფერი ეცვალა, წამოდგომა სცადა და იყვირა:
But suddenly his colour changed, and he tried to raise himself, crying.
209976.
განძის კუნძული | თავი 2
სად არის შავი ძაღლი?
Where's Black Dog?
209977.
განძის კუნძული | თავი 2
აქ არავითარი შავი ძაღლი არ არის იმის გარდა, რაც ზურგზე გყავთ.
There is no Black Dog here, except what you have on your own back.
209978.
განძის კუნძული | თავი 2
როგორც ვამბობდი, დამბლა დაგეცათ.
You have had a stroke, precisely as I told you.
209979.
განძის კუნძული | თავი 2
მე მაინც ჩემდა უნებურად ამოგათრიეთ სამარიდან, რომელშიაც უკვე კისრით ბრძანდებოდით ჩაკიდებული.
I have just, very much against my own will, dragged you headforemost out of the grave.
209980.
განძის კუნძული | თავი 2
ეგ ჩემი გვარი არ არის.
That's not my name.