მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210001.
განძის კუნძული | თავი 3
ყველა ექიმი ყეყეჩია!
Doctors is all swabs.
210002.
განძის კუნძული | თავი 3
მაგ ექიმმა აბა რა იცის მეზღვაური კაცებისა?
That doctor there, what do he know about seafaring men?
210003.
განძის კუნძული | თავი 3
აბა, ექიმმა რა იცის ამისთანა ამბებისა?
what to the doctor know of stories like that?
210004.
განძის კუნძული | თავი 3
ეგ იყო ჩემი საჭმელიცა და სასმელიც, მეგობარიცა და მეუღლეც!
It's been meat and drink, and man and wife, to me.
210005.
განძის კუნძული | თავი 3
ჰოდა, ახლა რომი რომ არ დავლიო, სადღაც მიგდებულ საცოდავ, ძველ, უვარგის გემს დავემსგავსები და ჩემი სისხლიც, ჯიმ, შენსა და იმ ყეყეჩი ექიმის კისერზე იქნება.
If I'm not to have my rum now I'm a poor old hulk on a lee shore, my blood'll be on you, Jim, and that doctor swab.
210006.
განძის კუნძული | თავი 3
მიყურე, ჯიმ, როგორ მიკანკალებს თითები, ვერა და ვერ გამიჩერებია.
Look, Jim, how my fingers fidges, I can't keep 'em still, not I.
210007.
განძის კუნძული | თავი 3
მთელი ამ კურთხეული დღის განმავლობაში ერთი ყლუპიც არ დამილევია.
I haven't had a drop this blessed day.
210008.
განძის კუნძული | თავი 3
გეუბნები, ეგ ექიმი ტუტუცია-მეთქი.
That doctor's a fool, I tell you.
210009.
განძის კუნძული | თავი 3
თუ რომი არ მოვწრუპე, საშინელებები მომეჩვენება.
If I don't have a drain o' rum I'll have the horrors.
210010.
განძის კუნძული | თავი 3
აი, მაგ კუთხეში, შენ უკან, ბებერი ფლინტი მომეჩვენა.
I seen old Flint in the corner there, behind you.
210011.
განძის კუნძული | თავი 3
ისე ცხადად დავინახე, თითქოს დაბეჭდილიაო.
As plain as print, I seen him.
210012.
განძის კუნძული | თავი 3
აკი შენმა ექიმმაც თქვა, ერთი ჭიქა რას უზამსო.
Your doctor hisself said one glass wouldn't hurt me.
210013.
განძის კუნძული | თავი 3
ერთ ფინჯანში ოქროს გინეას მოგცემ, ჯიმ!
I'll give you a golden guinea for a noggin, Jim.
210014.
განძის კუნძული | თავი 3
უფრო და უფრო ბრაზდებოდა, ამიტომ შემეშინდა, არ შეეწუხებინა მამაჩემი, რომელიც იმ დღეს ძალიან სუსტად გრძნობდა თავს და სიწყნარე სჭირდებოდა.
He was growing more and more excited, and this alarmed me for my father, who was very low that day and needed quiet.
210015.
განძის კუნძული | თავი 3
ცოტა არ იყოს, შეურაცხმყო კიდეც ქრთამის შემოთავაზებამ!
I was rather offended by the offer of a bribe.
210016.
განძის კუნძული | თავი 3
მე თქვენი ფული არ მინდა.
I want none of your money.
210017.
განძის კუნძული | თავი 3
მხოლოდ ერთ ჭიქას მოგიტანთ და მეტს არა.
I'll get you one glass, and no more.
210018.
განძის კუნძული | თავი 3
რომ მივუტანე, ხარბად სტაცა ხელი და გადაყლურწა.
When I brought it to him, he seized it greedily and drank it out.
210019.
განძის კუნძული | თავი 3
აბა, ძმობილო, მითხარი ერთი, რა თქვა იმ ჩვენმა ძვირფასმა ექიმმა, როდემდე უნდა ვიწვე ამ საწოლში?
And now, matey, did that doctor say how long I was to lie here in this bed?
210020.
განძის კუნძული | თავი 3
ერთი კვირა მაინც-მეთქი, მივუგე.
A week at least, said I.