მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210021.
განძის კუნძული | თავი 3
არა, ეგ არ შემიძლია.
No, I can't do that.
210022.
განძის კუნძული | თავი 3
ამასობაში შავ ნიშანს გამომიგზავნიან.
They'd have the black spot on me by then.
210023.
განძის კუნძული | თავი 3
ახლა იმ ბედოვლათებმა ჩემი სუნი იკრეს.
The lubbers is going about to get the wind of me.
210024.
განძის კუნძული | თავი 3
ბრიყვებმა თავიანთ მონაგარს ვერ მოუარეს და ნებავთ, სხვისას სტაცონ ხელი.
Lubbers as couldn't keep what they got, and want to nail what is another's.
210025.
განძის კუნძული | თავი 3
არც არასოდეს ვფლანგავდი ჩემს ფულს, არც ვკარგავდი.
I never wasted good money of mine, nor lost it neither.
210026.
განძის კუნძული | თავი 3
მე იმათი არ მეშინია!
I'm not afraid on 'em.
210027.
განძის კუნძული | თავი 3
ახლა სხვა აფრას გავშლი, ძმობილო, და კვლავ პირში ჩალაგამოვლებულს დავყრი ყველას.
I'll shake out another reef, matey, and daddle 'em again.
210028.
განძის კუნძული | თავი 3
ამ ლაპარაკში ძლივძლივობით წამოიმართა ლოგინში, თან ისე მწარედ ჩამეჭიდა მხარზე, კინაღამ ტირილი მოვრთე.
As he was thus speaking, he had risen from bed with great difficulty, holding to my shoulder with a grip that almost made me cry out.
210029.
განძის კუნძული | თავი 3
ფეხებს ისე ამოძრავებდა, თითქოს მოწყვეტილი აქვსო.
He was moving his legs like so much dead weight.
210030.
განძის კუნძული | თავი 3
მისი სიტყვები, მართალია, აზრით მხნე იყო, მაგრამ სულ არ შეესაბამებოდა მის მისუსტებულ ხმას.
His words, spirited as they were in meaning, contrasted sadly with the weakness of the voice in which they were uttered.
210031.
განძის კუნძული | თავი 3
როცა საწოლის კიდეზე მოახერხა ჩამოჯდომა, შეჩერდა.
He paused when he had got into a sitting position on the edge.
210032.
განძის კუნძული | თავი 3
იმ ექიმმა ბოლო მომიღო, – წაიბურტყუნა.
That doctor's done me, he murmured.
210033.
განძის კუნძული | თავი 3
სანამ მივეშველებოდი, უკან გადავარდა და ცოტა ხანს ჩუმად მიწვა.
Before I could do much to help him he had fallen back, where he lay for a while silent.
210034.
განძის კუნძული | თავი 3
ჯიმ, – მითხრა ბოლოს, – დღეს ხომ დაინახე ის მეზღვაური?
Jim, he said at length, you saw that seafaring man today?
210035.
განძის კუნძული | თავი 3
თუ ვერ მოვახერხე აქედან თავის დაძვრენა და შავი ნიშანი მომართვეს, გახსოვდეს, რომ ძველ საზღვაო ზანდუკზე უჭირავთ თვალი.
Now, if I can't get away nohow, and they tip me the black spot, mind you, it's my old sea-chest they're after.
210036.
განძის კუნძული | თავი 3
იმ ოხერ ექიმთან წადი და უთხარი, ყველა ერთად შეყაროს.
go to that eternal doctor swab, and tell him to pipe all hands.
210037.
განძის კუნძული | თავი 3
მე ვიყავი პირველი თანაშემწე, დიახ – ბებერი ფლინტის პირველი თანაშემწე და მხოლოდ და მხოლოდ მე ვიცი ის ადგილი.
I was first mate, I was, old Flint's first mate, and I'm the on'y one as knows the place.
210038.
განძის კუნძული | თავი 3
მან სავანაში ყოფნის დროს გადმომცა ყველაფერი, როცა, აი, ჩემსავით სასიკვდილო სარეცელზე იწვა.
He gave it me at Savannah, when he lay a-dying, like as if I was to now, you see.
210039.
განძის კუნძული | თავი 3
მაგრამ მანამდე არ წახვიდე დასაბეზღებლად, სანამ შავ ნიშანს არ გამომიგზავნიან, ან კვლავ შავ ძაღლს თუ არ მოჰკრავ თვალს, ანდა ცალფეხა მეზღვაურს.
But you won't peach unless they get the black spot on me, or unless you see that Black Dog again or a seafaring man with one leg.
210040.
განძის კუნძული | თავი 3
მერედა რა არის შავი ნიშანი, კაპიტანო? – ვკითხე მე.
But what is the black spot, captain? I asked.