მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209981.
განძის კუნძული | თავი 2
ჩემთვის სულერთია, – მიუგო ექიმმა.
Much I care, returned the doctor.
209982.
განძის კუნძული | თავი 2
ეგ ერთი ჩემი ნაცნობი მეკობრის გვარია და სიმოკლისათვის გეძახით.
It's the name of a buccaneer of my acquaintance; and I call you by it for the sake of shortness.
209983.
განძის კუნძული | თავი 2
ჰოდა, იმას მოგახსენებდით: ერთი ჭიქა რომი არ მოგკლავთ, მაგრამ ერთს რომ მიირთმევთ, მეორესა და მესამესაც მიაყოლებთ და, ჩემს პარიკს დავდებ სანაძლეოდ, თუ მალე სული არ გააფრთხოთ.
And what I have to say to you is this; one glass of rum won't kill you, but if you take one you'll take another and another, and I stake my wig if you don't break off short, you'll die.
209984.
განძის კუნძული | თავი 2
აბა, ახლა წამოდგომა სცადეთ.
Come, now, make an effort.
209985.
განძის კუნძული | თავი 2
ამ ერთხელ გიშველით და მიგიყვანთ საწოლამდე.
I'll help you to your bed for once.
209986.
განძის კუნძული | თავი 2
დიდი ვაივაგლახით ავიყვანეთ ზემოთ და ლოგინზე დავაწვინეთ.
Between us, with much trouble, we managed to hoist him upstairs, and laid him on his bed.
209987.
განძის კუნძული | თავი 2
ისე გადაუვარდა თავი ბალიშზე, თითქოს გული შეუღონდაო.
His head fell back on the pillow as if he were almost fainting.
209988.
განძის კუნძული | თავი 2
ამის მერე მე ხელი დამიბანია, – უთხრა ექიმმა, – თუმცა, გაფრთხილებთ, რომის ხსენებაც კი სიკვდილია თქვენთვის.
Now, mind you, said the doctor, I clear my conscience—the name of rum for you is death.
209989.
განძის კუნძული | თავი 2
ეს თქვა თუ არა, ექიმი მამაჩემის სანახავად გამობრუნდა და მეც ხელმოკიდებული გამომიყოლია.
And with that he went off to see my father, taking me with him by the arm.
209990.
განძის კუნძული | თავი 2
არაფერია, – თქვა მან, როგორც კი კარი მოიხურა.
This is nothing, he said as soon as he had closed the door.
209991.
განძის კუნძული | თავი 2
იმდენი სისხლი გამოვუღე, რომ ცოტა ხანს წყნარად იქნება.
I have drawn blood enough to keep him quiet awhile.
209992.
განძის კუნძული | თავი 2
ეგ მაგისთვისაც კარგია და თქვენთვისაც.
That is the good thing for him and you.
209993.
განძის კუნძული | თავი 2
ოღონდ მეორედ თუ დაეცა დამბლა, ის კი ბოლოს მოუღებს.
But another stroke would settle him.
209994.
განძის კუნძული | თავი 3
შუადღისას კაპიტნის კართან შევჩერდი, გამაგრილებელი სასმელი და წამლები შევუტანე.
About noon I stopped at the captain's door with some cooling drinks and medicines.
209995.
განძის კუნძული | თავი 3
თითქმის ისევ ისე იწვა, როგორც დავტოვეთ, ოღონდ თავი ცოტა მაღლა ედო.
He was lying very much as we had left him, only a little higher.
209996.
განძის კუნძული | თავი 3
ხომ იცი, რა კარგად გეპყრობოდი ყოველთვის.
You know I've been always good to you.
209997.
განძის კუნძული | თავი 3
თვე ისე არ გაივლიდა, ვერცხლის ოთხპენიანი არ მომეცა შენთვის.
Never a month but I've given you a silver fourpenny for yourself.
209998.
განძის კუნძული | თავი 3
ახლა ხომ ხედავ, მეგობარო, ძალიან ავად ვარ და თან ყველამ მიმატოვა.
And now you see, mate, I'm pretty low, and deserted by all.
209999.
განძის კუნძული | თავი 3
ჰოდა, ჯიმ, ახლა ერთი ჭიქა რომი მომიტანე!
And Jim, you'll bring me one noggin of rum, now.
210000.
განძის კუნძული | თავი 3
კაპიტანმა მისუსტებული, მაგრამ ძალიან გაგულისებული ხმით ლანძღვა დაუწყო ექიმს:
But he broke in cursing the doctor, in a feeble voice but heartily.