მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210061.
განძის კუნძული | თავი 3
ასეთი იყო საქმის ვითარება დაკრძალვის მეორე დღემდე.
So things passed until, the day after the funeral.
210062.
განძის კუნძული | თავი 3
ერთ სუსხიან, ნისლიან, ყინვიან ნაშუადღევს, დაახლოებით სამ საათზე, მამაზე სევდიანი ფიქრებით აღვსილი ერთი წუთით კარის ზღურბლზე შევდექი და თვალი მოვკარი გზაზე მძიმედ მომავალ კაცს.
About three o'clock of a bitter, foggy, frosty afternoon, I was standing at the door for a moment, full of sad thoughts about my father, when I saw someone drawing slowly near along the road.
210063.
განძის კუნძული | თავი 3
ეტყობოდა, ბრმა იყო, რადგან ჯოხის ცეცებით მოდიოდა და თვალებსა და ცხვირზე დიდი მწვანე საფარველი ეკეთა.
He was plainly blind, for he tapped before him with a stick and wore a great green shade over his eyes and nose.
210064.
განძის კუნძული | თავი 3
სიბერით თუ უძლურებით წელშიც იყო მოხრილი.
He was hunched, as if with age or weakness.
210065.
განძის კუნძული | თავი 3
ვეება, ძველი, ყაბალახიანი, დაძონძილი საზღვაო წამოსასხამი კიდევ უფრო ამახინჯებდა.
He wore a huge old tattered sea-cloak with a hood that made him appear positively deformed.
210066.
განძის კუნძული | თავი 3
ჩემს დღეში არ მინახავს იმაზე საზარელი შესახედაობის ადამიანი.
I never saw in my life a more dreadful-looking man.
210067.
განძის კუნძული | თავი 3
იგი ფუნდუკიდან ცოტა მოშორებით შედგა და უცნაური, გაბმული, ამღერებული კილოთი თავის წინ სიცარიელეს მიმართა:
He stopped a little from the inn, and raising his voice in an odd sing-song, addressed the air in front of him:
210068.
განძის კუნძული | თავი 3
ვინმე კეთილი ადამიანი ხომ არ ეტყვის საწყალ ბრმას, რომელმაც ძვირფასი თვალის ჩინი თავისი მამულის – ინგლისისა და ღვთივკურთხეული მეფე გეორგის ვაჟკაცურად დაცვას შესწირა, სად, ამ ქვეყნის რომელ კუთხეში იმყოფება ახლა?
Will any kind man inform a poor blind man, who has lost the precious sight of his eyes in the gracious defence of his native country, England—and God bless King George!— where or in what part of this country he may now be?
210069.
განძის კუნძული | თავი 3
მესმის ხმა, ახალგაზრდის ხმა.
I hear a voice, a young voice.
210070.
განძის კუნძული | თავი 3
იქნებ გამომიწოდო ხელი, ჩემო კეთილო მეგობარო, და შინ შემიძღვე?
Will you give me your hand, my kind young friend, and lead me in?
210071.
განძის კუნძული | თავი 3
გავუწოდე ხელი და საზარელმა, ალერსიანად მოღუღუნე, უთვალო არსებამ მყის მარწუხივით ჩაბღუჯა იგი.
I held out my hand, and the horrible, soft-spoken, eyeless creature gripped it in a moment like a vise.
210072.
განძის კუნძული | თავი 3
ისე დავფრთხი, რომ გასაქცევად გავიბრძოლე.
I was so much startled that I struggled to withdraw.
210073.
განძის კუნძული | თავი 3
მაგრამ ბრმამ მკლავის ერთი გაქნევით გვერდით მიმიკრა.
But the blind man pulled me close up to him with a single action of his arm.
210074.
განძის კუნძული | თავი 3
ახლა კი, ბიჭო, კაპიტანთან შემიყვანე.
Now, boy, take me in to the captain.
210075.
განძის კუნძული | თავი 3
შემიყვანე, თორემ მკლავს მოგტეხ!
Take me in straight or I'll break your arm.
210076.
განძის კუნძული | თავი 3
კაპიტანი ის აღარ გახლავთ, რაც იყო.
The captain is not what he used to be.
210077.
განძის კუნძული | თავი 3
ჩემს დღეში არ მსმენია ამაზე ბოროტი, ცივი და საზიზღარი ხმა ვიდრე ამ ბრმა კაცისა.
I never heard a voice so cruel, and cold, and ugly as that blind man's.
210078.
განძის კუნძული | თავი 3
ბრმა ფეხდაფეხ მომდევდა.
The blind man clung close to me.
210079.
განძის კუნძული | თავი 3
პირდაპირ იმასთან მიმიყვანე და, როცა შემომხედავს, შესძახე, „აი, თქვენი მეგობარი, ბილ“!
Lead me straight up to him, and when I'm in view, cry out, "Here's a friend for you, Bill".
210080.
განძის კუნძული | თავი 3
ისე გადამიტრიალა ხელი, რომ კინაღამ გული შემიწუხდა.
He gave me a twitch that I thought would have made me faint.