მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210121.
განძის კუნძული | თავი 4
თუ თქვენგან ვერავინ ბედავს, – თქვა მან, – მე და ჯიმი გავბედავთ.
If none of the rest of you dare, Jim and I dare.
210122.
განძის კუნძული | თავი 4
რა გზითაც მოვედით, იმავე გზით გავბრუნდებით და თქვენგან არაფერი გვექნება დასამადლებელი, ზორბა, ახმახო, მაგრამ მხდალო ვაჟკაცებო.
Back we will go, the way we came, and small thanks to you big, hulking, chicken-hearted men.
210123.
განძის კუნძული | თავი 4
თუნდაც სიკვდილი გველოდეს, მაინც გავხსნით იმ ზანდუკს!
We'll have that chest open, if we die for it.
210124.
განძის კუნძული | თავი 4
ამ აბგისთვის კი მადლობას მოგახსენებთ, ქალბატონო კროსლი, ამით კანონით კუთვნილ ფულს წამოვიღებთ.
And I'll thank you for that bag, Mrs. Crossley, to bring back our lawful money in.
210125.
განძის კუნძული | თავი 4
მხოლოდ და მხოლოდ გატენილი დამბაჩა მომცეს თავდამსხმელის მოსაგერიებლად, და დაგვპირდნენ, ცხენები შეკაზმული გვეყოლება, დაბრუნებისას მდევარი თუ დაგედევნათო.
All they would do was to give me a loaded pistol lest we were attacked, and to promise to have horses ready saddled in case we were pursued on our return.
210126.
განძის კუნძული | თავი 4
ერთ ყმაწვილს კი ექიმთან გაგზავნიდნენ შეიარაღებული მშველელების მოსაყვანად.
One lad was to ride forward to the doctor's in search of armed assistance.
210127.
განძის კუნძული | თავი 4
გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, როცა ცივ ღამეში ისევ ორნი დავადექით სახიფათო გზას.
My heart was beating finely when we two set forth in the cold night upon this dangerous venture.
210128.
განძის კუნძული | თავი 4
სავსე მთვარე აპირებდა ამოსვლას, წითლად იჭყიტებოდა ნისლის ზემოდან.
A full moon was beginning to rise and peered redly through the upper edges of the fog.
210129.
განძის კუნძული | თავი 4
ამან უფრო აგვაჩქარა, რადგან აშკარა იყო, სანამ უკან გამოვბრუნდებოდით, არემარე დღესავით გაკაშკაშდებოდა და მოთვალთვალე ადვილად შეგვამჩნევდა.
This increased our haste, for it was plain, before we came forth again, that all would be as bright as day, and our departure exposed to the eyes of any watchers.
210130.
განძის კუნძული | თავი 4
უხმაუროდ და სწრაფად მივიპარებოდით ღობე-ღობე.
We slipped along the hedges, noiseless and swift.
210131.
განძის კუნძული | თავი 4
არაფერი გვინახავს, არც აღარავის შევუშინებივართ და მშვიდობით მივაღწიეთ „ადმირალ ბენბოუს“.
Nor did we see or hear anything to increase our terrors, till, to our relief, the door of the Admiral Benbow had closed behind us.
210132.
განძის კუნძული | თავი 4
ერთხანს სიბნელეში ვიდექით და სულს ძლივს ვითქვამდით – მთელ სახლში მარტონი ვიყავით კაპიტნის გვამთან ერთად.
We stood and panted for a moment in the dark, alone in the house with the dead captain's body.
210133.
განძის კუნძული | თავი 4
შემდეგ დედაჩემმა სანთელი მონახა და ხელიხელჩაკიდებულებმა სასტუმრო ოთახისაკენ გავწიეთ.
Then my mother got a candle in the bar, and holding each other's hands, we advanced into the parlour.
210134.
განძის კუნძული | თავი 4
კაპიტანი როგორც დავტოვეთ, ისე იწვა – გულაღმა, თვალები ღია დარჩენოდა და ერთი მკლავი გაშლილი ჰქონდა.
Captain lay as we had left him, on his back, with his eyes open and one arm stretched out.
210135.
განძის კუნძული | თავი 4
ფარდა ჩამოუშვი, ჯიმ, – წაიჩურჩულა დედაჩემმა, – შეიძლება მოგვეპარონ და გვითვალთვალონ.
Draw down the blind, Jim, whispered my mother; they might come and watch outside.
210136.
განძის კუნძული | თავი 4
და ამ სიტყვებზე ცოტა წაისლუკუნა კიდეც.
And she gave a kind of sob as she said the words.
210137.
განძის კუნძული | თავი 4
იატაკზე კაპიტნის ხელთან ახლოს პატარა მრგვალი ქაღალდი ეგდო, ცალ მხარეს გაშავებული.
On the floor close to his hand there was a little round of paper, blackened on the one side.
210138.
განძის კუნძული | თავი 4
უეჭველია, ეს იყო შავი ნიშანი.
I could not doubt that this was the Black Spot.
210139.
განძის კუნძული | თავი 4
საღამოს ათ საათამდე გეძლევა ვადა.
You have till ten tonight.
210140.
განძის კუნძული | თავი 4
დედა, ათ საათამდე აქვს ვადა, – ვთქვი მე და, სწორედ ამ დროს ჩვენმა ძველმა საათმაც დაიწყო რეკვა.
He had till ten, Mother, said I; and just as I said it, our old clock began striking.