მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210141.
განძის კუნძული | თავი 4
ამ უეცარმა ხმამ გული გაგვიხეთქა, მაგრამ კეთილი ამბავი კი გვაუწყა, რადგან ჯერ მხოლოდ ექვსი საათი იყო.
This sudden noise startled us shockingly; but the news was good, for it was only six.
210142.
განძის კუნძული | თავი 4
მხოლოდ რამდენიმე ხურდა ფული, სათითე, ცოტაოდენი ძაფი და მახათები, თამბაქოს ბოლომოკვნეტილი წნული, ტარმოკაუჭებული დიდი დანა, ჯიბის კომპასი და ტალ-კვესის კოლოფი აღმოჩნდა შიგ.
A few small coins, a thimble, and some thread and big needles, a piece of pigtail tobacco bitten away at the end, his gully with the crooked handle, a pocket compass, and a tinder box were all that I found.
210143.
განძის კუნძული | თავი 4
სასოწარკვეთილებამ შემიპყრო.
I began to despair.
210144.
განძის კუნძული | თავი 4
ამ გამარჯვებამ იმედით აგვავსო.
At this triumph we were filled with hope.
210145.
განძის კუნძული | თავი 4
დაუყოვნებლივ ავედით ზემოთ, პატარა ოთახში, სადაც კაპიტანი იძინებდა ხოლმე.
We hurried upstairs without delay to the little room where he had slept so long.
210146.
განძის კუნძული | თავი 4
თამბაქოს და კუპრის მძლავრი სუნი ამოვარდა.
A strong smell of tobacco and tar rose from the interior.
210147.
განძის კუნძული | თავი 4
გულმოდგინედ დაუთოებული და დაკეცილი წყვილი კარგი ტანისამოსის გარდა ზემოდან არაფერი ჩანდა.
But nothing was to be seen on the top except a suit of very good clothes, carefully brushed and folded.
210148.
განძის კუნძული | თავი 4
დედაჩემის თქმით, ისინი ჯერ უხმარი იყო.
They had never been worn, my mother said.
210149.
განძის კუნძული | თავი 4
მის ქვეშ ნაირ-ნაირი ნივთები აღმოჩნდა: კვადრანტი, თუნუქის პატარა ტოლჩა, თამბაქოს რამდენიმე ნაჭერი, ორი წყვილი კოხტა დამბაჩა, ვერცხლის ზოდი, ძველი ესპანური საათი და რამდენიმე იაფფასიანი წვრილმანი – უმთავრესად უცხოური ხელობის, თითბრით მოჭედილი წყვილი კომპასი და ხუთი თუ ექვსი უცნაური, ვესტ-ინდური ნიჟარა.
Under that, the miscellany began—a quadrant, a tin canikin, several sticks of tobacco, two brace of very handsome pistols, a piece of bar silver, an old Spanish watch and some other trinkets of little value and mostly of foreign make, a pair of compasses mounted with brass, and five or six curious West Indian shells.
210150.
განძის კუნძული | თავი 4
მას შემდეგ ხშირად მიფიქრია, ნეტავი რატომ ატარებდა ამ ნიჟარებს მთელი თავისი მოხეტიალე, დანაშაულით აღსავსე, დევნილი სიცოცხლის მანძილზე-მეთქი.
I have often wondered since why he should have carried about these shells with him in his wandering, guilty, and hunted life.
210151.
განძის კუნძული | თავი 4
ვერცხლისა და წვრილმანი ნივთების გარდა, ჯერჯერობით სხვა არაფერი ფასეულობა შეგვხვედრია და მათ კი არავითარი ღირებულება არა ჰქონდა ჩვენთვის.
In the meantime, we had found nothing of any value but the silver and the trinkets, and neither of these were in our way.
210152.
განძის კუნძული | თავი 4
მათ ქვეშ ძველი საზღვაოსნო წამოსასხამი იდო, ნავსაყუდლებში გდებისგან ზღვის მარილით გათეთრებული.
Underneath there was an old boat-cloak, whitened with sea-salt on many a harbour-bar.
210153.
განძის კუნძული | თავი 4
დედაჩემმა მოუთმენლად ამოათრია იგი და ჩვენ თვალწინ ზანდუკის ძირში ჩაწყობილი ნივთებიც გადაიშალა: მუშამბაში გამოკრული პაკეტი, რომელშიც ეტყობოდა ქაღალდები უნდა ყოფილიყო გახვეული და სქელი ტილოს აბგა, რომელმაც ოქროს წკრიალის ხმა გამოიღო.
My mother pulled it up with impatience, and there lay before us, the last things in the chest, a bundle tied up in oilcloth, and looking like papers, and a canvas bag that gave forth, at a touch, the jingle of gold.
210154.
განძის კუნძული | თავი 4
მე დავუმტკიცებ იმ არამზადებს, რომ პატიოსანი ქალი ვარ, – თქვა დედაჩემმა.
I'll show these rogues that I'm an honest woman, said my mother.
210155.
განძის კუნძული | თავი 4
კუთვნილი ფულის გარდა ერთ ფართინგსაც არ ავიღებ.
I'll have my dues, and not a farthing over.
210156.
განძის კუნძული | თავი 4
ქალბატონი კროსლის აბგა დამიჭირე!
Hold Mrs. Crossley's bag.
210157.
განძის კუნძული | თავი 4
და მეზღვაურის აბგიდან კაპიტნის ნახარჯი თანხის გადმოთვლას იმ აბგაში შეუდგა, რომელიც მე მეჭირა.
And she began to count over the amount of the captain's score from the sailor's bag into the one that I was holding.
210158.
განძის კუნძული | თავი 4
ეს ხანგრძლივი, მძიმე საქმე გამოდგა, რადგან ფული ყველა ქვეყნისა და ზომისა იყო: დულონები, ლუიდორები, გინეები, რვიანები და ვინ მოთვლის, კიდევ რა.
It was a long, difficult business, for the coins were of all countries and sizes—doubloons, and louis d'ors, and guineas, and pieces of eight, and I know not what besides.
210159.
განძის კუნძული | თავი 4
თან გინეები ყველაზე იშვიათად გამოერეოდა, დედაჩემმა კი მხოლოდ გინეებით იცოდა ანგარიში.
The guineas, too, were about the scarcest, and it was with these only that my mother knew how to make her count.
210160.
განძის კუნძული | თავი 4
დაახლოებით შუა თვლაში რომ ვიყავით, უცბად მკლავში ვტაცე ხელი მას.
When we were about half-way through, I suddenly put my hand upon her arm.