მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210181.
განძის კუნძული | თავი 4
საბედნიეროდ, პატარა ხიდთან ვიყავით და მართალია ქალი ტორტმანებდა, მაგრამ როგორღაც ნაპირის კიდემდე მივიყვანე.
We were just at the little bridge, by good fortune; and I helped her, tottering as she was, to the edge of the bank.
210182.
განძის კუნძული | თავი 4
ერთი ამოიხვნეშა და მხარზე ჩამომეკიდა.
She gave a sigh and fell on my shoulder.
210183.
განძის კუნძული | თავი 4
არ ვიცი, სად ვიპოვე იმდენი ძალ-ღონე, მაგრამ როგორღაც მოვახერხე, ქალი ქვემოთ ნაპირზე ჩამეყვანა და თაღქვეშ შემეთრია.
I do not know how I found the strength to do it at all, but I managed to drag her down the bank and a little way under the arch.
210184.
განძის კუნძული | თავი 4
უფრო შიგნით შეყვანა კი ვეღარ შევძელი, რადგან ხიდი ძალიან დაბალი იყო და მხოლოდ ხოხვით თუ შევიდოდი შიგ.
Farther I could not move her, for the bridge was too low to let me do more than crawl below it.
210185.
განძის კუნძული | თავი 4
ასე იყო თუ ისე, აქ უნდა დავრჩენილიყავით, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი თითქმის მთლიანად ჩანდა გარედან, ორივენი კი ხმის მისაწვდენ მანძილზე ვიქნებოდით ფუნდუკიდან.
So there we had to stay—my mother almost entirely exposed and both of us within earshot of the inn.
210186.
განძის კუნძული | თავი 5
შიშზე მეტად ცნობისმოყვარეობამ მძლია.
My curiosity, in a sense, was stronger than my fear.
210187.
განძის კუნძული | თავი 5
ვეღარ მოვისვენე, კვლავ ამოვიპარე ხევის პირას და ტირიფის ბუჩქს ამოვეფარე, საიდანაც მკაფიოდ მოჩანდა ჩვენი სახლის კარწინ გამავალი გზა.
I could not remain where I was, but crept back to the bank again, whence, sheltering my head behind a bush of broom, I might command the road before our door.
210188.
განძის კუნძული | თავი 5
ის-ის იყო სათვალთვალო ადგილას დავჯექი, რომ ჩემი მტრებიც გამოჩნდნენ.
I was scarcely in position ere my enemies began to arrive.
210189.
განძის კუნძული | თავი 5
შვიდი თუ რვა კაცი გაცხარებული მორბოდა, არეულად გაისმოდა ფეხის ხმა.
Seven or eight of them, were running hard, their feet beating out of time along the road.
210190.
განძის კუნძული | თავი 5
სამი ერთად მორბოდა ხელიხელჩაკიდებული და ნისლის მიუხედავად გავარჩიე, რომ ამ სამეულში შუალა ბრმა მათხოვარი ბრძანდებოდა.
Three men ran together, hand in hand; and I made out, even through the mist, that the middle man of this trio was the blind beggar.
210191.
განძის კუნძული | თავი 5
მალე მისმა ხმამაც დამიდასტურა, რომ მართალი ვიყავი.
The next moment his voice showed me that I was right.
210192.
განძის კუნძული | თავი 5
მაგრამ უცბად შედგნენ და ხმადაბლა გადაულაპარაკეს ერთმანეთს – თითქოს სახტად დარჩნენ, კარი ღია რომ დახვდათ.
But then they paused, and I hear speeches passed in a lower key, as if they were surprised to find the door open.
210193.
განძის კუნძული | თავი 5
დიდხანს არ შეყოვნებულან, რადგანაც ბრმა კვლავ გასცემდა ბრძანებებს.
But the pause was brief, for the blind man again issued his commands.
210194.
განძის კუნძული | თავი 5
თანდათან იმაღლებდა ხმას, თითქოს რისხვით ცეცხლი ეკიდებაო.
His voice sounded louder and higher, as if he were afire with rage.
210195.
განძის კუნძული | თავი 5
ოთხი თუ ხუთი მხლებელი მაშინვე დაემორჩილა, ორი კი მასთან დარჩა.
Four or five of them obeyed at once, two remaining on the road with him.
210196.
განძის კუნძული | თავი 5
ერთხანს დუმილი ჩამოვარდა, შემდეგ განცვიფრების შეძახილი გაისმა, რასაც სახლიდან ყვირილი მოჰყვა: „ბილი მკვდარია“!
There was a pause, then a cry of surprise, and then a voice shouting from the house, "Bill's dead".
210197.
განძის კუნძული | თავი 5
ბრმა კი მაინც ლანძღავდა მათ შეყოვნებისთვის.
But the blind man swore at them again for their delay.
210198.
განძის კუნძული | თავი 5
ზოგმა ეგ გაჩხრიკეთ, თქვე დოყლაპიებო!
Search him, some of you shirking lubbers.
210199.
განძის კუნძული | თავი 5
დანარჩენები კი ზევით ადით და ზანდუკი მონახეთ!
The rest of you aloft and get the chest.
210200.
განძის კუნძული | თავი 5
ისეთი ბრაგაბრუგი აუყენეს ჩვენს ძველ კიბეს, რომ ალბათ მთელი სახლი ზანზარებდა.
I could hear their feet rattling up our old stairs, so that the house must have shook with it.