მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210161.
განძის კუნძული | თავი 4
წყნარ, გაყინულ ჰაერში ყური მოვკარი ისეთ ხმას, რომელმაც ენა მუცელში ჩამიგდო – მოყინულ გზაზე ბრმის ჯოხის კაკაკუკი მოისმა.
I had heard in the silent frosty air a sound that brought my heart into my stomach—the tap-tapping of the blind man's stick upon the frozen road.
210162.
განძის კუნძული | თავი 4
მერე ვიღაცამ ფუნდუკის კარს მოუკაკუნა მჭახედ; გავიგონეთ სახელურის გადატრიალების ხმა და ურდულის ჭრიალიც – ის საძაგელი შემოსვლას ცდილობდა.
Then it struck sharp on the inn door, and then we could hear the handle being turned and the bolt rattling as the wretched being tried to enter.
210163.
განძის კუნძული | თავი 4
შემდეგ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.
Then there was a long time of silence.
210164.
განძის კუნძული | თავი 4
ბოლოს კაკაკუკი განახლდა და, ჩვენდა სასიხარულოდ და სასიამოვნოდ, კვლავ ნელ-ნელა მიწყდა შორს.
At last the tapping recommenced, and, to our indescribable joy and gratitude, died slowly away again until it ceased to be heard.
210165.
განძის კუნძული | თავი 4
დედა, სულ წამოიღე და გავიქცეთ! – ვუთხარი დედაჩემს, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ურდულგაყრილი კარი საეჭვოდ მოეჩვენებოდა მას და მალე მთელი კრაზანას ბუდე დაგვეცემოდა თავს.
Mother, said I, take the whole and let's be going, for I was sure the bolted door must have seemed suspicious and would bring the whole hornet's nest about our ears.
210166.
განძის კუნძული | თავი 4
ვისაც არასოდეს უნახავს ის საზარელი ბრმა, ვერ წარმოიდგენს, რა კმაყოფილება ვიგრძენი, მას რომ ურდული ჰქონდა გაყრილი.
How thankful I was that I had bolted it, none could tell who had never seen that terrible blind man.
210167.
განძის კუნძული | თავი 4
მაგრამ დამფრთხალი დედაჩემი არ დამთანხმდა, იმაზე მეტი აეღო, რაც კანონიერად ეკუთვნოდა.
But my mother, frightened as she was, would not consent to take a fraction more than was due to her.
210168.
განძის კუნძული | თავი 4
თანაც ჯიუტობდა და ნაკლების აღებასაც არ ყაბულობდა.
She was obstinately unwilling to be content with less.
210169.
განძის კუნძული | თავი 4
ჯერ შვიდი საათიც არ არის, დრო ბევრი გვაქვს, მე ვიცი ჩემი უფლებები და კიდეც გამოვიყენებ.
It is not yet seven, by a long way; I know my rights and I would have them.
210170.
განძის კუნძული | თავი 4
კვლავ განაგრძობდა ჩემთან კამათს, როცა საკმაოდ შორს, სერზე, მოკლე, წყნარი სტვენა გაისმა.
She was still arguing with me when a little low whistle sounded a good way off upon the hill.
210171.
განძის კუნძული | თავი 4
ეს საკმაო და საკმაოზე მეტიც იყო ჩვენთვის.
That was enough, and more than enough, for both of us.
210172.
განძის კუნძული | თავი 4
რაც ავიღე, იმას წამოვიღებ, – თქვა მან.
I'll take what I have, she said.
210173.
განძის კუნძული | თავი 4
მე კიდევ ამას დავუმატებ ანგარიშის დასამრგვალებლად!
And I'll take this to square the count.
210174.
განძის კუნძული | თავი 4
სანთელი ცარიელ ზანდუკთან მივატოვეთ, ხელების ცეცებით დავყევით კიბეს, კარი გამოვაღეთ და, რაც ძალა და ღონე გვქონდა, მოვუსვით.
Next moment we were both groping downstairs, leaving the candle by the empty chest; and the next we had opened the door and were in full retreat.
210175.
განძის კუნძული | თავი 4
სოფლამდე ნახევარი გზაც არ გვექნებოდა გავლილი, არადა სერის ძირის ახლოს მთვარის შუქში უნდა მოვხვედრილიყავით.
Far less than half-way to the hamlet, very little beyond the bottom of the hill, we must come forth into the moonlight.
210176.
განძის კუნძული | თავი 4
წაიღე ფული და გაიქეცი.
Take the money and run on.
210177.
განძის კუნძული | თავი 4
მე გული მიწუხდება...
I am going to faint.
210178.
განძის კუნძული | თავი 4
ახლა კი უეჭველად დავიღუპეთ-მეთქი, გამიელვა თავში.
This was certainly the end for both of us, I thought.
210179.
განძის კუნძული | თავი 4
როგორ ვწყევლიდი მეზობლების სიმხდალეს!
How I cursed the cowardice of the neighbours.
210180.
განძის კუნძული | თავი 4
როგორ ვადანაშაულებდი საწყალ დედაჩემს მისი პატიოსნებისა და სიხარბისათვის; ადრინდელი გამბედაობისა და ახლანდელი სისუსტისათვის!
How I blamed my poor mother for her honesty and her greed, for her past foolhardiness and present weakness!