მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210201.
განძის კუნძული | თავი 5
მალე კაპიტნის ოთახის ფანჯარა ჯახუნით გაიხსნა, ჩამსხვრეული მინა წკრიალით დაეცა მიწას.
The window of the captain's room was thrown open with a slam and a jingle of broken glass.
210202.
განძის კუნძული | თავი 5
ვიღაცას სულ გადაუქექია ზანდუკი!
Someone's turned the chest out alow and aloft.
210203.
განძის კუნძული | თავი 5
ის მანდ არის? – იღრიალა პიუმ.
Is it there? roared Pew.
210204.
განძის კუნძული | თავი 5
ბრმამ წყევლა-კრულვით მოიხსენია ფული.
The blind man cursed the money.
210205.
განძის კუნძული | თავი 5
ეი, თქვენ, მანდ, ქვემოთ, ბილს ხომ არა აქვს ზედ?
Here, you below there, is it on Bill?
210206.
განძის კუნძული | თავი 5
სხვა კაცი, ალბათ ის, რომელიც კაპიტნის გვამის გასაჩხრეკად დარჩა, ფუნდუკის ზღურბლზე გამოჩნდა.
At that another fellow, probably him who had remained below to search the captain's body, came to the door of the inn.
210207.
განძის კუნძული | თავი 5
ბილი ადრევე გაუჩხრეკიათ და აღარაფერი შეურჩენიათ.
Bill's been overhauled already, nothing is left.
210208.
განძის კუნძული | თავი 5
ნეტავი თვალები დამეთხარა მისთვის! – შესძახა ბრმა პიუმ.
I wish I had put his eyes out! cried the blind man, Pew.
210209.
განძის კუნძული | თავი 5
ბიჭებო, აბა, გაიფანტეთ და მონახეთ.
Scatter, lads, and find them.
210210.
განძის კუნძული | თავი 5
გადაატრიალეთ მთელი სახლი!
Rout the house out!
210211.
განძის კუნძული | თავი 5
გაიმეორა პიუმ და თან მიწაზე ჯოხი დააბრაგუნა.
Reiterated Pew, striking with his stick upon the road.
210212.
განძის კუნძული | თავი 5
ჩვენს ძველ ფუნდუკში ერთი ვაი-უშველებელი და ალიაქოთი ატყდა.
Then there followed a great to-do through all our old inn.
210213.
განძის კუნძული | თავი 5
ერთმანეთის მიყოლებით გამოლაგდნენ გარეთ და განაცხადეს, ვერ ვიპოვეთო.
The men came out again, one after another, on the road and declared that we were nowhere to be found.
210214.
განძის კუნძული | თავი 5
სწორედ ამ დროს ღამეში ისეთივე მკვეთრი სტვენა გაისმა, როგორიც მანამდე, როცა მე და დედაჩემი მკვდარი კაპიტნის ფულს ვითვლიდით.
And just the same whistle that had alarmed my mother and myself over the dead captain's money was once more clearly audible through the night.
210215.
განძის კუნძული | თავი 5
პირველად რომ გავიგონე, ბრმის სასტვენის ხმა მეგონა, რომლითაც თავის ბრბოს იერიშისათვის მოუწოდებდა.
At first, I had thought it to be the blind man's trumpet, so to speak, summoning his crew to the assault.
210216.
განძის კუნძული | თავი 5
ახლა კი მივხვდი, რომ ეს სოფლის სერიდან მოცემული ნიშანი იყო და მეკობრეებზე მისი გავლენის მიხედვით ჩანდა, რომ საფრთხის მოახლოებას ამცნობდა.
But I now found that it was a signal from the hillside towards the hamlet, and from its effect upon the buccaneers, a signal to warn them of approaching danger.
210217.
განძის კუნძული | თავი 5
ისევ დერკია, – თქვა ერთმა.
There's Dirk again, said one.
210218.
განძის კუნძული | თავი 5
უნდა დავიძრათ, ამხანაგებო!
We'll have to budge, mates.
210219.
განძის კუნძული | თავი 5
დერკი ყოველთვის ტუტუცი და ლაჩარი იყო.
Dirk was a fool and a coward from the first.
210220.
განძის კუნძული | თავი 5
ისინი სადმე ახლოს იქნებიან, შორს ვერ წავიდოდნენ!
They must be close by; they can't be far.