მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210221.
განძის კუნძული | თავი 5
თვალები მაინც მქონდეს!
If I had eyes!
210222.
განძის კუნძული | თავი 5
ამ მიმართვამ თითქოს ნაყოფი გამოიღო, რადგან ორი კაცი სახლის გარშემო ხარახურის მოსინჯვას შეუდგა, ოღონდ მგონი, უგულოდ.
This appeal seemed to produce some effect, for two of the fellows began to look here and there among the lumber, but half-heartedly.
210223.
განძის კუნძული | თავი 5
დანარჩენები კი დაბნეულები იდგნენ შარაგზაზე.
The rest stood irresolute on the road.
210224.
განძის კუნძული | თავი 5
ხელი ათასებზე გიდევთ, თქვე ჩერჩეტებო, და ფეხს ითრევთ.
You have your hands on thousands, you fools, and you hang a leg!
210225.
განძის კუნძული | თავი 5
თუ იპოვეთ, მეფეებივით გამდიდრდებით.
You'd be as rich as kings if you could find it.
210226.
განძის კუნძული | თავი 5
იცით, რომ სადღაც აქ არის, თქვენ კი იმალებით.
You know it's here, and you stand there skulking.
210227.
განძის კუნძული | თავი 5
ვერც ერთმა ვერ გაბედეთ ბილთან პირისპირ მისვლა, მე კი მივედი, ბრმა კაცი!
There wasn't one of you dared face Bill, and I did it—a blind man!
210228.
განძის კუნძული | თავი 5
ახლა კი თქვენი გულისთვის უნდა დავკარგო იღბალი!
And I'm to lose my chance for you!
210229.
განძის კუნძული | თავი 5
საბრალო, მაწანწალა გლახა უნდა ვიყო.
I'm to be a poor, crawling beggar.
210230.
განძის კუნძული | თავი 5
თქვენ რომ ქინქლასოდენა გული მაინც გქონდეთ, იმათ ახლავე ჩაიგდებდით ხელში!
If you had the pluck of a weevil in a biscuit you would catch them still.
210231.
განძის კუნძული | თავი 5
იქნებ გადამალეს ის ოხერი, – დასძინა მეორემ.
They might have hid the blessed thing, said another.
210232.
განძის კუნძული | თავი 5
ესენიც თავის მხრივ ლანძღავდნენ ბრმას, ემუქრებოდნენ და ამაოდ ცდილობდნენ, ხელიდან გამოეგლიჯათ ყავარჯენი.
These, in their turn, cursed back at the blind miscreant, threatened him in horrid terms, and tried in vain to catch the stick and wrest it from his grasp.
210233.
განძის კუნძული | თავი 5
ჩხუბმა გვიხსნა.
This quarrel was the saving of us.
210234.
განძის კუნძული | თავი 5
ამ ალიაქოთში სოფლის მხარეს, სერზე სხვა ხმა გაისმა – ცხენების თქარათქური.
For while it was still raging, another sound came from the top of the hill on the side of the hamlet—the tramp of horses galloping.
210235.
განძის კუნძული | თავი 5
ეს აშკარად საფრთხის მოახლოების უტყუარი ნიშანი იყო, რადგან მეკობრეებმა ერთბაშად იბრუნეს პირი და გაიქცნენ.
And that was plainly the last signal of danger, for the buccaneers turned at once and ran.
210236.
განძის კუნძული | თავი 5
ასე რომ, ნახევარ წუთში მათი ნიშანწყალიც აღარ ჩანდა.
So that in half a minute not a sign of them remained.
210237.
განძის კუნძული | თავი 5
ბრმა მარტო დააგდეს, ოღონდ არ ვიცი, შიშით თავზარდაცემულებს დაავიწყდათ, თუ ლანძღვა-გინებისა და ცემისათვის იძიეს შური.
The blind they had deserted, whether in sheer panic or out of revenge for his ill words and blows I know not.
210238.
განძის კუნძული | თავი 5
ისიც გავეშებული აღმა-დაღმა დააბაკუნებდა ჯოხს, ხელებს წინ იშვერდა და ამხანაგებს ეძახოდა.
There he remained behind, tapping up and down the road in a frenzy, and groping and calling for his comrades.
210239.
განძის კუნძული | თავი 5
მართლა ხომ არ მიატოვებთ მოხუც პიუს, ძმობილებო... მოხუც პიუს!
You won't leave old Pew, mates—not old Pew!
210240.
განძის კუნძული | თავი 5
ამ დროს ცხენების თქარათქური ზედ ქედზე გაისმა და ოთხი თუ ხუთი მხედარი ჭენებით დაეშვა ფერდობზე.
Just then the noise of horses topped the rise, and four or five riders came in sight and swept at full gallop down the slope.