მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210261.
განძის კუნძული | თავი 5
შენ ამბობ, ფული იპოვესო!
They got the money, you say?
210262.
განძის კუნძული | თავი 5
აბა, მაშ, რაღა ჯანდაბას ეძებდნენ, ჰოკინზ?
Well, then, Hawkins, what in fortune were they after?
210263.
განძის კუნძული | თავი 5
ალბათ უფრო მეტ ფულს?
More money, I suppose?
210264.
განძის კუნძული | თავი 5
არა, ბატონო, მგონი, ფულს არა, – მივუგე მე.
No, sir; not money, I think, replied I.
210265.
განძის კუნძული | თავი 5
სრული ჭეშმარიტებაა! – გამაწყვეტინა გახარებულმა, – სრული ჭეშმარიტებაა!
Perfectly right, he interrupted very cheerily, perfectly right.
210266.
განძის კუნძული | თავი 5
ახლა მეც აზრად მომივიდა, თვითონ შევიარო მასთან ან სკვაირთან და ყველაფერი მოვახსენო.
And, now I come to think of it, I might as well ride round there myself and report to him or squire.
210267.
განძის კუნძული | თავი 5
მე ამაზე გული არ მწყდება, მაგრამ ხომ ხედავ, მკვდარია და ამას ზოგი, თუ მოახერხებს, მისი უდიდებულესობის საბაჟოს მოხელის წინააღმდეგ გამოიყენებს.
Not that I regret it, but he's dead, you see, and people will make it out against an officer of his Majesty's revenue, if make it out they can.
210268.
განძის კუნძული | თავი 5
ჰოდა, ჰოკინზ, თუ გინდა, შენც თან წაგიყვან.
Now, I'll tell you, Hawkins, if you like, I'll take you along.
210269.
განძის კუნძული | თავი 5
მე დიდი მადლობა მოვახსენე და გამოვბრუნდით სოფელში, სადაც ცხენები იდგა.
I thanked him heartily and we walked back to the hamlet where the horses were.
210270.
განძის კუნძული | თავი 5
სანამ დედაჩემს გავანდობდი ჩემს განზრახვას, უკვე ყველანი შემსხდარიყვნენ ცხენებზე.
By the time I had told mother of my purpose they were all in the saddle.
210271.
განძის კუნძული | თავი 5
დოგერ, – უთხრა ბატონმა დანსმა, – შენ კარგი ცხენი გყავს და ამიტომ ეს ბიჭი შემოისვი.
Dogger, said Mr. Dance, you have a good horse; take up this lad behind you.
210272.
განძის კუნძული | თავი 5
როგორც კი დოგერს უკან შემოვუჯექი და სარტყელში ხელი ჩავავლე, საბაჟოს უფროსის ბრძანებით რაზმი ჩორთით გაუდგა გზას ექიმ ლივს ის სახლისაკენ.
As soon as I was mounted, holding on to Dogger's belt, the supervisor gave the word, and the party struck out at a bouncing trot on the road to Dr. Livesey's house.
210273.
განძის კუნძული | თავი 6
მთელი გზა შეუჩერებლად მივქროდით, სანამ ექიმ ლივსის კარს არ მივადექით.
We rode hard all the way till we drew up before Dr. Livesey's door.
210274.
განძის კუნძული | თავი 6
წინიდან სახლი მთლად ჩაბნელებული იყო.
The house was all dark to the front.
210275.
განძის კუნძული | თავი 6
ბატონმა დანსმა მითხრა, ჩახტი და დაუკაკუნეო.
Mr. Dance told me to jump down and knock.
210276.
განძის კუნძული | თავი 6
დოგერმა უზანგი მომაშველა ჩამოსახტომად.
Dogger gave me a stirrup to descend by.
210277.
განძის კუნძული | თავი 6
თითქმის დაკაკუნებისთანავე გააღო კარი მოახლემ.
The door was opened almost at once by the maid.
210278.
განძის კუნძული | თავი 6
ექიმი ლივსი შინ ბრძანდება? – ვკითხე მე.
Is Dr. Livesey in? I asked.
210279.
განძის კუნძული | თავი 6
ნაშუადღევს დაბრუნებულიყო შინ, მაგრამ მერე სასახლეში წასულიყო სადილად და სკვაირთან საღამოს გასატარებლად.
He had come home in the afternoon but had gone up to the hall to dine and pass the evening with the squire.
210280.
განძის კუნძული | თავი 6
მაშინ იქ წავიდეთ, ბიჭებო! – თქვა ბატონმა დანსმა.
So there we go, boys, said Mr. Dance.