მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210281.
განძის კუნძული | თავი 6
დოგერის უზანგის თასმაზე ხელმოკიდებულმა მივირბინე ალაყაფამდე და შემდეგ გრძელი, ფოთლებგაძარცული, მთვარით გაშუქებული ხეივანიც გავიარე, საიდანაც დიდი, ძველებური ბაღის ორივე მხარეს სასახლის შენობების თეთრი რიგი მოჩანდა.
I ran with Dogger's stirrup-leather to the lodge gates and up the long, leafless, moonlit avenue to where the white line of the hall buildings looked on either hand on great old gardens.
210282.
განძის კუნძული | თავი 6
ბატონი დანსი ცხენიდან ჩამოხტა, შესასვლელი კარისაკენ წავიდა და მეც წამიყოლა.
Here Mr. Dance dismounted, and taking me along with him.
210283.
განძის კუნძული | თავი 6
მსახურმა გაგვატარა ნოხით დაფენილი ტალანი და დიდ ბიბლიოთეკაში შეგვიძღვა.
The servant led us down a matted passage and showed us at the end into a great library.
210284.
განძის კუნძული | თავი 6
დარბაზი შემოსალტული იყო წიგნის კარადებით, რომელთა თავზე ქანდაკებები იდგა.
All lined with bookcases and busts upon the top of them.
210285.
განძის კუნძული | თავი 6
სკვაირი და ექიმი ლივსი აგიზგიზებულ ცეცხლს უსხდნენ და ჩიბუხებს აბოლებდნენ.
The squire and Dr. Livesey sat, pipe in hand, on either side of a bright fire.
210286.
განძის კუნძული | თავი 6
სკვაირი ასე ახლოს წინათ არასოდეს მენახა.
I had never seen the squire so near at hand.
210287.
განძის კუნძული | თავი 6
მობრძანდით, ბატონო დანს.
Come in, Mr. Dance.
210288.
განძის კუნძული | თავი 6
საღამო მშვიდობისა, დანს, – თავის დაკვრით მიესალმა ექიმიც.
Good evening, Dance, says the doctor with a nod.
210289.
განძის კუნძული | თავი 6
რომელმა კეთილმა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ?
What good wind brings you here?
210290.
განძის კუნძული | თავი 6
საბაჟოს უფროსი წესისამებრ გაიჭიმა და დაზეპირებული გაკვეთილივით მოჰყვა ყველაფერს.
The supervisor stood up straight and stiff and told his story like a lesson.
210291.
განძის კუნძული | თავი 6
განცვიფრებისა და ცნობისმოყვარეობისაგან თამბაქოს მოწევაც კი დაავიწყდათ.
They forgot to smoke in their surprise and interest.
210292.
განძის კუნძული | თავი 6
როცა მოისმინეს, როგორ დაბრუნდა ფუნდუკში დედაჩემი, ექიმმა ლივსიმ აღტაცებისგან ტაში შემოკრა, ხოლო სკვაირმა „ვაშაო!“ შესძახა და თავისი გრძელი ჩიბუხი ბუხრის მოაჯირზე გადაამსხვრია.
When they heard how my mother went back to the inn, Dr. Livesey fairly slapped his thigh, and the squire cried "Bravo!" and broke his long pipe against the grate.
210293.
განძის კუნძული | თავი 6
მანამდე ბატონი ტრელონი (თუ გახსოვთ, ასე ერქვა სკვაირს) სავარძლიდან წამოდგა და აქეთ-იქით დააბოტებდა ოთახში; ექიმმა კი, თითქოს უკეთ გავიგონებო, გაპუდრული პარიკი მოიძრო.
Long before it was done, Mr. Trelawney (that, you will remember, was the squire's name) had got up from his seat and was striding about the room, and the doctor, as if to hear the better, had taken off his powdered wig.
210294.
განძის კუნძული | თავი 6
ბატონმა დანსმა, როგორც იქნა, ჩაათავა სათქმელი.
At last Mr. Dance finished the story.
210295.
განძის კუნძული | თავი 6
ბატონო დანს, თქვენ კეთილშობილი ვაჟკაცი ბრძანდებით.
Mr. Dance, you are a very noble fellow.
210296.
განძის კუნძული | თავი 6
რაც შეეხება იმ შავი, საზიზღარი არამზადის გადათელვას, მე ამას საამაყო საქმედ მივიჩნევ.
And as for riding down that black, atrocious miscreant, I regard it as an act of virtue.
210297.
განძის კუნძული | თავი 6
ეს ჰოკინზიც, ვხედავ, სწორედ კარგი ყმაწვილია.
This lad Hawkins is a trump, I perceive.
210298.
განძის კუნძული | თავი 6
ჰოკინზ, ერთი ეგ ზარი დარეკე.
Hawkins, will you ring that bell?
210299.
განძის კუნძული | თავი 6
ესე იგი, ჯიმ, – მითხრა ექიმმა, – რასაც ისინი ეძებდნენ, შენ გაქვს, არა?
And so, Jim, said the doctor, you have the thing that they were after, have you?
210300.
განძის კუნძული | თავი 6
ექიმმა გულმოდგინედ დაათვალიერა.
The doctor looked it all over.