მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210341.
განძის კუნძული | თავი 6
საუკეთესო გემი და მთელ ინგლისში რჩეული ეკიპაჟი იქნება ჩვენს ხელთ, ჩემო ბატონო.
We'll have the best ship, sir, and the choicest crew in England.
210342.
განძის კუნძული | თავი 6
ჰოკინზი იუნგად წამოვა.
Hawkins shall come as cabin-boy.
210343.
განძის კუნძული | თავი 6
შენ ჩინებული იუნგა იქნები, ჰოკინზ!
You'll make a famous cabin-boy, Hawkins.
210344.
განძის კუნძული | თავი 6
თქვენ, ლივსი, გემის ექიმი გახდებით, მე კი – ადმირალი.
You, Livesey, are ship's doctor; I am admiral.
210345.
განძის კუნძული | თავი 6
ჩვენ წავიყვანთ რედრუთს, ჯოისს და ჰანტერს.
We'll take Redruth, Joyce, and Hunter.
210346.
განძის კუნძული | თავი 6
მარტო ერთი კაცისა მეშინია.
There's only one man I'm afraid of.
210347.
განძის კუნძული | თავი 6
თქვენ არ შეგიძლიათ ენას კბილი დააჭიროთ!
You cannot hold your tongue.
210348.
განძის კუნძული | თავი 6
მარტო ჩვენ როდი ვიცით ამ ქაღალდის ამბავი.
We are not the only men who know of this paper.
210349.
განძის კუნძული | თავი 6
არც ერთი ჩვენგანი არ უნდა დარჩეს მარტო, სანამ ზღვაში არ გავალთ.
We must none of us go alone till we get to sea.
210350.
განძის კუნძული | თავი 6
მანამდე მე და ჯიმი ერთად ვიქნებით.
Jim and I shall stick together in the meanwhile.
210351.
განძის კუნძული | თავი 6
თქვენ რომ ბრისტოლში წახვალთ, ჯოისი და ჰანტერი გაიყოლეთ და, რაც მთავარია, ჩვენი მონაპოვრის შესახებ არც ერთმა კრინტი არ დავძრათ.
You'll take Joyce and Hunter when you ride to Bristol, and from first to last, not one of us must breathe a word of what we've found.
210352.
განძის კუნძული | თავი 6
სამარესავით დავიდუმებ პირს!
I'll be as silent as the grave.
210353.
განძის კუნძული | თავი 7
მე ბრისტოლში მივდივარ.
I Go to Bristol.
210354.
განძის კუნძული | თავი 7
ზღვაში გასვლისათვის სამზადისს გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სკვაირი ვარაუდობდა.
I t was longer than the squire imagined ere we were ready for the sea.
210355.
განძის კუნძული | თავი 7
თავდაპირველად დაწყობილი ჩვენი არც ერთი გეგმა, თვით ექიმ ლივსის გეგმაც – მე გვერდიდან არ მოვეშორებინე – არ გამოგვივიდა.
None of our first plans—not even Dr. Livesey's, of keeping me beside him—could be carried out as we intended.
210356.
განძის კუნძული | თავი 7
ექიმი იძულებული გახდა, ლონდონში გამგზავრებულიყო მკურნალის ჩამოსაყვანად, რომლისთვისაც თავისი საქმე უნდა გადაებარებინა.
The doctor had to go to London for a physician to take charge of his practice.
210357.
განძის კუნძული | თავი 7
სკვაირი გულმოდგინედ ჩალიჩობდა ბრისტოლში.
The squire was hard at work at Bristol.
210358.
განძის კუნძული | თავი 7
საათობით ჩავკირკიტებდი რუკას და მისი ყოველი წვრილმანი კარგად ჩავიბეჭდე მეხსიერებაში.
I brooded by the hour together over the map, all the details of which I well remembered.
210359.
განძის კუნძული | თავი 7
მოურავის ოთახში ცეცხლის პირას მიმჯდარი ოცნებაში ყველა შესაძლო მხრიდან მივდგომივარ იმ კუნძულს.
Sitting by the fire in the housekeeper's room, I approached that island in my fancy from every possible direction.
210360.
განძის კუნძული | თავი 7
მისი ყოველი კუთხე-კუნჭული გამოვიკვლიე.
I explored every acre of its surface.