მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210301.
განძის კუნძული | თავი 6
თითქოს თითები ექავებოდა მის გასახსნელად, მაგრამ არ გაუხსნია – დინჯად ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში.
It was as if his fingers were itching to open it; but instead of doing that, he put it quietly in the pocket of his coat.
210302.
განძის კუნძული | თავი 6
თქვენი ნებართვით, ცივი ღვეზელი მოვატანინოთ და ვავახშმოთ.
With your permission, I propose we should have up the cold pie and let him sup.
210303.
განძის კუნძული | თავი 6
როგორც გენებოთ, ლივსი, – მიუგო სკვაირმა, – ჰოკინზი ცივ ღვეზელზე უფრო მეტსაც იმსახურებს!
As you will, Livesey, said the squire; Hawkins has earned better than cold pie.
210304.
განძის კუნძული | თავი 6
შემოიტანეს მტრედის ხორციანი ვეებერთელა ღვეზელი, გვერდით პატარა მაგიდაზე დადეს და მეც მადიანად ვივახშმე, რადგან ქორივით ვიყავი დამშეული.
So a big pigeon pie was brought in and put on a sidetable, and I made a hearty supper, for I was as hungry as a hawk.
210305.
განძის კუნძული | თავი 6
ბატონ დანსს ბევრი ქათინაური უთხრეს და გაისტუმრეს.
Mr. Dance was further complimented and at last dismissed.
210306.
განძის კუნძული | თავი 6
ალბათ გაგიგონიათ ამ ფლინტის ამბავი?
You have heard of this Flint, I suppose?
210307.
განძის კუნძული | თავი 6
ფლინტთან შედარებით „შავწვერა“ ღლაპი იყო.
Blackbeard was a child to Flint.
210308.
განძის კუნძული | თავი 6
ესპანელებს ისეთ თავზარს სცემდა, რომ გამოგიტყდებით, ხანდახან მეამაყებოდა კიდეც, ინგლისელი რომ იყო.
The Spaniards were so prodigiously afraid of him that, I tell you, sir, I was sometimes proud he was an Englishman.
210309.
განძის კუნძული | თავი 6
საკუთარი თვალით დამინახავს მისი იალქნების წვეროები ტრინიდადის გასწვრივ და იმ წუპაკმა ლაჩარმა, რომლის გემზედაც მე ვიმყოფებოდი, შეაბრუნა.
I've seen his top-sails with these eyes, off Trinidad, and the cowardly son of a rum-puncheon that I sailed with put back.
210310.
განძის კუნძული | თავი 6
ფულის გარდა აბა რისთვის ჩაიგდებდნენ საფრთხეში თავიანთ მყრალ მძორებს?
For what would they risk their rascal carcasses but money?
210311.
განძის კუნძული | თავი 6
მაგას მალე შევიტყობთ, – მიუგო ექიმმა.
That we shall soon know, replied the doctor.
210312.
განძის კუნძული | თავი 6
ვთქვათ, ჯიბეში მართლაც რაიმე მნიშვნელოვანი ცნობები მიდევს, რომლითაც გავიგებთ, სად ჩაუმარხავს ფლინტს თავისი განძი.
Supposing that I have here in my pocket some clue to where Flint buried his treasure.
210313.
განძის კუნძული | თავი 6
მერედა ის განძი ვითომ ბევრი იქნება?
Will that treasure amount to much?
210314.
განძის კუნძული | თავი 6
თუ ასეთი ცნობები მართლა აღმოგვაჩნდა, მე გავაწყობ გემს ბრისტოლის ნავსადგურში, ჩაგსვამთ თქვენ და ჰოკინზს შიგ და მთელ წელიწადს რომ მოვუნდე, მაინც ვიპოვი იმ განძს!
If we have the clue you talk about, I fit out a ship in Bristol dock, and take you and Hawkins here along, and I'll have that treasure if I search a year.
210315.
განძის კუნძული | თავი 6
მაშ, თუ ჯიმი თანახმაა, გავხსნათ პაკეტი, – და წინ მაგიდაზე დაიდო.
Now, then, if Jim is agreeable, we'll open the packet; and he laid it before him on the table.
210316.
განძის კუნძული | თავი 6
პაკეტი გაკერილი იყო.
The bundle was sewn together.
210317.
განძის კუნძული | თავი 6
ჯერ წიგნაკი დავათვალიეროთ.
First of all we'll try the book.
210318.
განძის კუნძული | თავი 6
პირველ გვერდზე აქა-იქ ისეთი წანაჯღაბნები იყო, როგორსაც უბრალოდ უსაქმური თუ წააწერდა.
On the first page there were only some scraps of writing, such as a man with a pen in his hand might make for idleness.
210319.
განძის კუნძული | თავი 6
აქედან ბევრს ვერაფერს გაიგებს კაცი.
Not much instruction there.
210320.
განძის კუნძული | თავი 6
მომდევნო ათი თუ თორმეტი გვერდი უცნაური ჩანაწერებით იყო სავსე.
The next ten or twelve pages were filled with a curious series of entries.