მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210361.
განძის კუნძული | თავი 7
ათასჯერ ავსულვარ იმ მაღალ მწვერვალზე, ჭოგრიტი რომ ეწოდებოდა, და მის თხემზე გადმომდგარი ვტკბებოდი განსაცვიფრებელი, ნაირფერი სანახაობით.
I climbed a thousand times to that tall hill they call the Spy-glass, and from the top enjoyed the most wonderful and changing prospects.
210362.
განძის კუნძული | თავი 7
კუნძული ხან ველურებით იყო სავსე, რომელთაც ვებრძოდით, ხან – ნადირით.
Sometimes the isle was thick with savages, with whom we fought, sometimes full of dangerous animals.
210363.
განძის კუნძული | თავი 7
მაგრამ ჩემს ოცნებაში ისე უცნაური და საბედისწერო არაფერი გადაგვხდენია, როგორიც ჩვენი ნამდვილი თავგადასავალი აღმოჩნდა.
But in all my fancies nothing occurred to me so strange and tragic as our actual adventures.
210364.
განძის კუნძული | თავი 7
ასე გაიარა კვირებმა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ექიმ ლივსის სახელზე წერილი არ მოვიდა, რომელსაც ეს სიტყვებიც ჰქონდა დართული: „თუ ის არ იყოს, გახსნას ტომ რედრუთმა, ანდა ახალგაზრდა ჰოკინზმაო“.
So the weeks passed on, till one fine day there came a letter addressed to Dr. Livesey, with this addition, "To be opened, in the case of his absence, by Tom Redruth or young Hawkins".
210365.
განძის კუნძული | თავი 7
ძვირფასო ლივსი, ვინაიდან არ ვიცი, სასახლეში ხართ, თუ კვლავ ლონდონში იმყოფებით, ამ წერილს ორივეგან ვაგზავნი.
Dear Livesey—As I do not know whether you are at the hall or still in London, I send this in double to both places.
210366.
განძის კუნძული | თავი 7
უკეთეს ორანძიან გემს ვერ წარმოიდგენთ – ბავშვიც კი შეძლებს მის მართვას.
You never imagined a sweeter schooner—a child might sail her.
210367.
განძის კუნძული | თავი 7
შევიძინე ჩემი ძველი მეგობრის, ბლენდლის, შემწეობით, რომელიც ყველაფერში საოცრად კარგი ყმაწვილი გამოდგა.
I got her through my old friend, Blandly, who has proved himself throughout the most surprising trump.
210368.
განძის კუნძული | თავი 7
თუმცა, ასევე იქცეოდა ბრისტოლში ყველა, ვინც კი ყურს მოჰკრავდა, რომელი ნავსადგურისაკენ, რა განძისათვის, მივემგზავრებოდით.
So did everyone in Bristol, as soon as they got wind of the port we sailed for—treasure, I mean.
210369.
განძის კუნძული | თავი 7
ექიმ ლივსის არ ეამება ეგ.
Dr. Livesey will not like that.
210370.
განძის კუნძული | თავი 7
ბოლოს და ბოლოს, სკვაირს მაინც წამოსცდენია!
The squire has been talking, after all.
210371.
განძის კუნძული | თავი 7
უფრო მეტიც, ამ პატიოსან კაცს სწამებენ, ფულისათვის რასაც გინდა, იმას იზამსო, და რომ თითქოს „ისპანიოლა“ მისი კუთვნილებაა და საარაკო ფასში მომყიდა.
They go the length of declaring that this honest creature would do anything for money, that the Hispaniola belonged to him, and that he sold it me absurdly high.
210372.
განძის კუნძული | თავი 7
მაგრამ ეს აშკარა ცილისწამებაა.
It's the most transparent calumnies.
210373.
განძის კუნძული | თავი 7
ამ გემის ღირსებას ვერავინ უარყოფს.
None of them dare to deny the merits of the ship.
210374.
განძის კუნძული | თავი 7
აქამდე არაფერს დავუბრკოლებივარ.
Wo far there was not a hitch.
210375.
განძის კუნძული | თავი 7
ოღონდ ეკიპაჟის საქმემ შემაწუხა.
It was the crew that troubled me.
210376.
განძის კუნძული | თავი 7
ნავსადგურში ვიდექი და სულ შემთხვევით გამოველაპარაკე მას.
I was standing on the dock, when, by the merest accident, I fell in talk with him.
210377.
განძის კუნძული | თავი 7
შევიტყვე, რომ ძველი მეზღვაური ყოფილა.
I found he was an old sailor.
210378.
განძის კუნძული | თავი 7
ბრისტოლში ყველა მეზღვაურს იცნობს.
He knows all the seafaring men in Bristol.
210379.
განძის კუნძული | თავი 7
ხმელეთზე ყოფნით დაავადმყოფებულა და სურდა, გემის მზარეულის ადგილი ეშოვა, რათა კვლავ ზღვაში გასულიყო.
He had lost his health ashore, and wanted a good berth as cook to get to sea again.
210380.
განძის კუნძული | თავი 7
ძალიან შემეცოდა, ალბათ თქვენც ასევე შეგეცოდებოდათ.
I was monstrously touched—so would you have been.