მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210401.
განძის კუნძული | თავი 7
მას ბანკში ანგარიში აქვს.
He has a banker's account.
210402.
განძის კუნძული | თავი 7
სამიკიტნოს ცოლის გამგებლობაში ტოვებს.
He leaves his wife to manage the inn.
210403.
განძის კუნძული | თავი 7
მისი ცოლი ფერადკანიანი დედაკაცია.
As she is a woman of colour.
210404.
განძის კუნძული | თავი 7
ჰოკინზს შეუძლია ერთი ღამე დედამისთან გაატაროს.
Hawkins may stay one night with his mother.
210405.
განძის კუნძული | თავი 7
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ამაფორიაქა ამ წერილმა.
You can fancy the excitement into which that letter put me.
210406.
განძის კუნძული | თავი 7
სიხარულით ფეხზე აღარ ვიდექი.
I was half beside myself with glee.
210407.
განძის კუნძული | თავი 7
თუ ქვეყნიერებაზე ვინმე მძულდა, ეს იყო მოხუცი ტომ რედრუთი, რომელიც გამუდმებით ბუზღუნებდა და წუწუნებდა.
If ever I despised a man, it was old Tom Redruth, who could do nothing but grumble and lament.
210408.
განძის კუნძული | თავი 7
მისი ხელქვეითი ტყისმცველებიდან ყველა სიამოვნებით გაუცვლიდა ადგილს, მაგრამ სკვაირს არ უნდოდა ეს და სკვაირის სურვილი კი კანონი იყო ყველასათვის.
Any of the under-gamekeepers would gladly have changed places with him; but such was not the squire's pleasure, and the squire's pleasure was like law among them all.
210409.
განძის კუნძული | თავი 7
მოხუცი რედრუთის გარდა ხომ ბუზღუნსაც ვერავინ გაბედავდა.
Nobody but old Redruth would have dared so much as even to grumble.
210410.
განძის კუნძული | თავი 7
დილით მე და ის ფეხით გავუდექით გზას „ადმირალ ბენბოუსაკენ“.
The next morning he and I set out on foot for the Admiral Benbow.
210411.
განძის კუნძული | თავი 7
დედაჩემი კარგ გუნებაზე დამხვდა.
There I found my mother in good spirits.
210412.
განძის კუნძული | თავი 7
სკვაირს ყველაფერი შეეკეთებინებინა; სასტუმრო ოთახები და აბრა ხელმეორედ მოეხატვინებინა.
The squire had had everything repaired, and the public rooms and the sign repainted.
210413.
განძის კუნძული | თავი 7
ცოტაოდენი ავეჯიც შემოემატებინა – სხვათა შორის, ბარში მშვენიერი სავარძელი დაედგა დედაჩემისთვის.
He had added some furniture—above all a beautiful armchair for mother in the bar.
210414.
განძის კუნძული | თავი 7
თანაშემწედ ბიჭიც ეშოვნა მისთვის.
He had found her a boy as an apprentice also.
210415.
განძის კუნძული | თავი 7
ასე რომ, ჩემი შინ არყოფნის დროს მას არაფერი გაუჭირდებოდა.
So that she should not want help while I was gone.
210416.
განძის კუნძული | თავი 7
სწორედ იმ ბიჭის დანახვაზე მივხვდი პირველად, რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდი.
It was on seeing that boy that I understood, for the first time, my situation.
210417.
განძის კუნძული | თავი 7
მანამდე მხოლოდ ჩემს მომავალ თავგადასავალზე ვფიქრობდი და სახლი ერთხელაც არ გამხსენებია.
I had thought up to that moment of the adventures before me, not at all of the home.
210418.
განძის კუნძული | თავი 7
ახლა კი ამ უცნობი ბიჭის დანახვისას, რომელსაც დედაჩემის გვერდით ჩემი ადგილი უნდა დაეჭირა, პირველად მომადგა თვალზე ცრემლი.
And now, at sight of this clumsy stranger, who was to stay here in my place beside my mother, I had my first attack of tears.
210419.
განძის კუნძული | თავი 7
გაბოროტებული ალბათ ძაღლივით ვექცეოდი იმ ყმაწვილ ბიჭს: მუშაობაში ახალბედა იყო და, როგორც კი შემთხვევა მომეცემოდა, შენიშვნას ვაძლევდი და ხმას ვაკმენდინებდი.
I am afraid I led that boy a dog's life, for as he was new to the work, I had a hundred opportunities of setting him right and putting him down.
210420.
განძის კუნძული | თავი 7
მეორე დღეს, ნასადილევს მე და რედრუთი კვლავ გზას დავადექით.
The next day, after dinner, Redruth and I were afoot again and on the road.