მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210381.
განძის კუნძული | თავი 7
სიბრალულის გამო ავიყვანე გემის მზარეულად.
Out of pure pity, I engaged him on the spot to be ship's cook.
210382.
განძის კუნძული | თავი 7
აყლაყუდა ჯონ სილვერს ეძახიან.
Long John Silver, he is called.
210383.
განძის კუნძული | თავი 7
მაგრამ ეს რეკომენდაციად ჩავუთვალე, რადგან ფეხი სამშობლოს სამსახურში დაუკარგავს უკვდავი ჰოკის სარდლობით ბრძოლისას.
But that I regarded as a recommendation, since he lost it in his country's service, under the immortal Hawke.
210384.
განძის კუნძული | თავი 7
პენსია არ გააჩნია, ლივსი.
He has no pension, Livesey.
210385.
განძის კუნძული | თავი 7
წარმოიდგინეთ, რა საძაგელ ხანაში ვცხოვრობთ!
Imagine the abominable age we live in!
210386.
განძის კუნძული | თავი 7
დიახ, ბატონო ჩემო, მეგონა, მარტო მზარეული ვიშოვე და თურმე მთელი ეკიპაჟი კი მიპოვია.
Well, sir, I thought I had only found a cook, but it was a crew I had discovered.
210387.
განძის კუნძული | თავი 7
მე და სილვერმა რამდენიმე დღეში მოვუყარეთ თავი მართლაც გამობრძმედილი, ძველი ზღვაოსნების გუნდს.
Between Silver and myself we got together in a few days a company of the toughest old salts imaginable.
210388.
განძის კუნძული | თავი 7
აყლაყუდა ჯონმა ჩემგან უკვე დაქირავებული ექვსი თუ შვიდი მეზღვაურიდან ორი თავიდან მოიშორა.
Long John even got rid of two out of the six or seven I had already engaged.
210389.
განძის კუნძული | თავი 7
პირადად მე არაჩვეულებრივ ჯანსა და გუნებაზე გახლავართ.
I am in the most magnificent health and spirits.
210390.
განძის კუნძული | თავი 7
მოზვერივით ვჭამ, კუნძივით მძინავს, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენებ, სანამ ჩემი ძველი მეზღვაურების ფეხების ბაგაბუგს არ გავიგონებ ღუზის ამოსაღები ოწინარის გარშემო.
I eat like a bull, sleep like a tree, yet I shall not enjoy a moment till I hear my old tarpaulins tramping round the capstan.
210391.
განძის კუნძული | თავი 7
საზღვაო დიდება მახვევს თავბრუს.
It's the glory of the sea that has turned my head.
210392.
განძის კუნძული | თავი 7
მაშ ასე, ლივსი, სასწრაფოდ ჩამოდით.
So now, Livesey, come post.
210393.
განძის კუნძული | თავი 7
ერთი საათიც არ დაკარგოთ, თუ ჩემი ხათრი გაქვთ.
Do not lose an hour, if you respect me.
210394.
განძის კუნძული | თავი 7
ახალგაზრდა ჰოკინზმაც რედრუთთან ერთად, სასწრაფოდ მოინახულოს დედამისი.
Let young Hawkins go at once to see his mother, with Redruth.
210395.
განძის კუნძული | თავი 7
მერე კი ორივემ დაუყოვნებლივ მოაშურონ ბრისტოლს.
And then both come full speed to Bristol.
210396.
განძის კუნძული | თავი 7
აქამდე არ მითქვამს თქვენთვის, რომ ბლენდლიმ, რომელმაც, სხვათა შორის, მაშველი ხომალდი უნდა გამოგვიგზავნოს, თუ ვინიცობაა აგვისტოს ბოლოსთვის არ დავბრუნდით, კაპიტნად საუცხოო ვინმე გვიშოვა.
I did not tell you that Blandly, who, by the way, is to send a consort after us if we don't turn up by the end of August, had found an admirable fellow for sailing master.
210397.
განძის კუნძული | თავი 7
სამწუხაროდ, ცოტა უხიაკი კაცია, მაგრამ სხვა მხრივ ნამდვილი განძია.
A stiff man, which I regret, but in all other respects a treasure.
210398.
განძის კუნძული | თავი 7
აყლაყუდა ჯონ სილვერმა ძალიან გამოცდილი კაცი გამოძებნა კაპიტნის თანაშემწედ, გვარად ეროუ.
Long John Silver unearthed a very competent man for a mate, a man named Arrow.
210399.
განძის კუნძული | თავი 7
მყავს ბოცმანი, რომელიც უსტვენს.
I have a boatswain who pipes.
210400.
განძის კუნძული | თავი 7
დამავიწყდა მეთქვა – სილვერი შეძლებული კაცია.
I forgot to tell you that Silver is a man of substance.