მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210421.
განძის კუნძული | თავი 7
დავემშვიდობე დედაჩემს და ყურეს, სადაც დაბადებიდან ვცხოვრობდი; გამოვესალმე ძვირფას „ადმირალ ბენბოუს“, რომელიც, რაკი ახლად იყო მოხატული, ისე ძვირფასად აღარ მეჩვენებოდა.
I said good-bye to Mother and the cove where I had lived since I was born, and the dear old Admiral Benbow—since he was repainted, no longer quite so dear.
210422.
განძის კუნძული | თავი 7
გამახსენდა კაპიტანი, რომელიც ხშირად დასეირნობდა სანაპიროზე თავისი სამკუთხა ქუდით, ნახმლევი ლოყითა და ძველი თითბრის ჭოგრიტით.
One of my last thoughts was of the captain, who had so often strode along the beach with his cocked hat, his sabre-cut cheek, and his old brass telescope.
210423.
განძის კუნძული | თავი 7
მალე ჩემი სახლიც თვალს მიეფარა.
Soon my home was out of sight.
210424.
განძის კუნძული | თავი 7
მე რედრუთსა და ერთ ჩასუქებულ მოხუც დარბაისელ კაცს შორის ჩამაკვეხეს.
I was wedged in between Redruth and a stout old gentleman.
210425.
განძის კუნძული | თავი 7
ბოლოს, გვერდში ქიმუნჯის კვრამ გამომაღვიძა.
I was awakened at last it was by a punch in the ribs.
210426.
განძის კუნძული | თავი 7
თვალი გავახილე, უკვე დიდი შენობის წინ ვიდექით ქუჩაში.
I opened my eyes to find that we were standing still before a large building in the street.
210427.
განძის კუნძული | თავი 7
კარგა ხნის გათენებულიც იყო.
That the day had already broken a long time.
210428.
განძის კუნძული | თავი 7
სადა ვართ? – ვიკითხე.
Where are we? I asked.
210429.
განძის კუნძული | თავი 7
ბატონ ტრელონის ნავსადგურის ახლოს მდებარე სასტუმროში დაედო ბინა, რათა თვალი სჭეროდა ხომალდის გაწყობაზე.
Mr. Trelawney had taken up his residence at an inn far down the docks to superintend the work upon the schooner.
210430.
განძის კუნძული | თავი 7
ჩვენც იქ უნდა ჩავსულიყავით.
Thither we had now to walk.
210431.
განძის კუნძული | თავი 7
ჩემდა სასიხარულოდ, ჩვენი გზა გემების მისაბმელი სანაპიროს გასწვრივ, ყველა ზომის, აღკაზმულობისა და ეროვნების უამრავი ხომალდის გვერდით გადიოდა.
To my great delight, lay along the quays and beside the great multitude of ships of all sizes and rigs and nations.
210432.
განძის კუნძული | თავი 7
ერთზე მეზღვაურები მუშაობდნენ და მღეროდნენ, მეორეზე ანძაზე ასულიყვნენ და ზევით ეკიდნენ თოკებზე.
In one, sailors were singing at their work, in another there were men aloft, high over my head, hanging to threads.
210433.
განძის კუნძული | თავი 7
მთელი ჩემი სიცოცხლე ზღვის პირას მქონდა გატარებული, მაგრამ ახლა მეჩვენებოდა, თითქოს მანამდე ახლოსაც არ გავკარებოდი ზღვას.
Though I had lived by the shore all my life, I seemed never to have been near the sea till then.
210434.
განძის კუნძული | თავი 7
კუპრისა და მარილის სუნი ახალი ხილი იყო ჩემთვის.
The smell of tar and salt was something new.
210435.
განძის კუნძული | თავი 7
ვნახე აგრეთვე საყურეებიანი, დაკულულებულ ქილვაშებიანი და ნაწნავებიანი ბევრი ძველი მეზღვაური, მათი უგერგილო, მეზღვაურისთვის ჩვეული, ტორტმანით სიარული.
I saw sailors with rings in their ears, and whiskers curled in ringlets, and tarry pigtails, and their swaggering, clumsy sea- walk..
210436.
განძის კუნძული | თავი 7
იმდენივე მეფე და არქიეპისკოპოსი რომ მენახა, ასე არ გამიხარდებოდა.
If I had seen as many kings or archbishops I could not have been more delighted.
210437.
განძის კუნძული | თავი 7
მე თვითონაც ზღვაში გავდიოდი!
And I was going to sea myself, to sea.
210438.
განძის კუნძული | თავი 7
ამ საამურ ოცნებებში რომ ვიყავი გართული, უცბად ერთი დიდი სასტუმროს წინ აღმოვჩნდით და თავიდან ფეხებამდე საზღვაო ოფიცრის მსგავსად სქელ, ლურჯ ტანსაცმელში გამოწყობილ სკვაირ ტრელონის შევეჩეხეთ.
While I was still in this delightful dream, we came suddenly in front of a large inn and met Squire Trelawney, all dressed out like a sea-officer, in stout blue cloth.
210439.
განძის კუნძული | თავი 7
იგი ღიმილით გამოდიოდა კარში და ბაძავდა მეზღვაურების სიარულს.
He was coming out of the door with a smile on his face and a capital imitation of a sailor's walk.
210440.
განძის კუნძული | თავი 7
აი, თქვენც აქა ხართ! ექიმიც გუშინ საღამოს ჩამოვიდა ლონდონიდან.
Here you are, and the doctor came last night from London.