მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210441.
განძის კუნძული | თავი 7
ვაშა! გემის ეკიპაჟი მთლიანად შეკრებილია!
Bravo! The ship's company complete!
210442.
განძის კუნძული | თავი 7
როდის მივემგზავრებით?
When do we sail?
210443.
განძის კუნძული | თავი 8
ნასაუზმევს სკვაირმა ბარათი მომცა სამიკიტნო „ჭოგრიტში“ ჯონ სილვერისათვის გადასაცემად და მითხრა, იმ ადგილს ადვილად იპოვი, თუ დოკების რიგს გაჰყვები და ფხიზლად დაიჭერ თვალს პატარა სამიკიტნოზე, რომელსაც აბრის ნაცვლად თითბრის დიდი ჭოგრიტი უკეთიაო.
When I had done breakfasting the squire gave me a note addressed to John Silver, at the sign of the Spy-glass, and told me I should easily find the place by following the line of the docks and keeping a bright lookout for a little tavern with a large brass telescope for sign.
210444.
განძის კუნძული | თავი 8
გახარებული გავუდექი გზას – გემებსა და მეზღვაურებს კიდევ შევავლებ-მეთქი თვალს.
I set off, overjoyed at this opportunity to see some more of the ships and seamen.
210445.
განძის კუნძული | თავი 8
ახლა ნავსადგურში გახურებული მუშაობის დრო იყო და გზას ხალხის დიდ ბრბოში, ურმებსა და ბარდანებში მივიკვლევდი.
I picked my way among a great crowd of people and carts and bales.
210446.
განძის კუნძული | თავი 8
აბრა ახლად შეეღებათ.
The sign was newly painted.
210447.
განძის კუნძული | თავი 8
სარკმლებზე წითელი ფარდები ჩამოეფარებინათ, იატაკზე სუფთა სილა მოებნიათ.
The windows had neat red curtains; the floor was cleanly sanded.
210448.
განძის კუნძული | თავი 8
ორივე მხარეს ქუჩა ჩაუდიოდა, კარი ორივე მხარეს ღია ჰქონდა, რის გამოც ფართო, დაბალჭერიან დარბაზში, მიუხედავად თამბაქოს ბოლისა, მშვენივრად ჩანდა ყველაფერი.
There was a street on each side and an open door on both, which made the large, low room pretty clear to see in, in spite of clouds of tobacco smoke.
210449.
განძის კუნძული | თავი 8
მუშტრების უმრავლესობა მეზღვაური იყო და ისე ყაყანებდნენ, რომ ზღურბლზე რამდენიმე წამით შევდექი, შესვლისა შემეშინდა.
The customers were mostly seafaring men, and they talked so loudly that I hung at the door, almost afraid to enter.
210450.
განძის კუნძული | თავი 8
ამ ლოდინში გვერდითა ოთახიდან კაცი გამოვიდა.
As I was waiting, a man came out of a side room.
210451.
განძის კუნძული | თავი 8
მაშინვე მივხვდი, ეს უნდა ყოფილიყო აყლაყუდა ჯონი.
At a glance I was sure he must be Long John.
210452.
განძის კუნძული | თავი 8
მარცხენა ფეხი თეძოსთან ჰქონდა მოკვეთილი, მარცხენა იღლიაში კი ყავარჯენი ამოეჩარა, რომელსაც საოცარი სიმარჯვით ხმარობდა და ჩიტივით დახტოდა.
His left leg was cut off close by the hip, and under the left shoulder he carried a crutch, which he managed with wonderful dexterity, hopping about upon it like a bird.
210453.
განძის კუნძული | თავი 8
ძალიან მაღალი და ზორბა კაცი იყო.
He was very tall and strong.
210454.
განძის კუნძული | თავი 8
ღორის ბარკალივით ფართო სახე ჰქონდა, ბრტყელი და ფერმკრთალი, ოღონდ ჭკვიანი და მოღიმარი.
She had a face as big as a ham—plain and pale, but intelligent and smiling.
210455.
განძის კუნძული | თავი 8
ჩინებულ გუნებაზე ბრძანდებოდა – მაგიდებს შორის სტვენით მიმოდიოდა და ყველაზე საყვარელ სტუმრებს თითო-ოროლა მხიარულ სიტყვას გადაულაპარაკებდა, ანდა ბეჭზე ხელს დაუტყაპუნებდა ხოლმე.
Indeed, he seemed in the most cheerful spirits, whistling as he moved about among the tables, with a merry word or a slap on the shoulder for the more favoured of his guests.
210456.
განძის კუნძული | თავი 8
მართალი მოგახსენოთ, ბატონმა ტრელონიმ წერილში აყლაყუდა ჯონი რომ ახსენა, თავიდანვე გონებაში შიში შემეპარა.
Now, to tell you the truth, from the very first mention of Long John in Squire Trelawney's letter I had taken a fear in my mind.
210457.
განძის კუნძული | თავი 8
ის ცალფეხა მეზღვაური არ გამოდგეს, რომელსაც „ადმირალ ბენბოუში“ იმდენ ხანს ველოდი-მეთქი.
The might prove to be the very one-legged sailor whom I had watched for so long at the old Benbow.
210458.
განძის კუნძული | თავი 8
მაგრამ ამ კაცისთვის თვალის ერთი შევლება საკმარისი აღმოჩნდა.
But one look at the man before me was enough.
210459.
განძის კუნძული | თავი 8
ნანახი მყავდა კაპიტანი, შავი ძაღლი, ბრმა პიუ და დარწმუნებული ვიყავი, ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო მეკობრე.
I had seen the captain, and Black Dog, and the blind man, Pew, and I thought I knew what a buccaneer was like.
210460.
განძის კუნძული | თავი 8
გული მომეცა, ზღურბლს გადავაბიჯე და გულდაგულ იქით გავემართე, სადაც ყავარჯენს დაყრდნობილი აყლაყუდა ჯონი ვიღაც მუშტარს ემუსაიფებოდა.
I plucked up courage at once, crossed the threshold, and walked right up to the man where he stood, propped on his crutch, talking to a customer.