მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210461.
განძის კუნძული | თავი 8
ბატონი სილვერი ბრძანდებით?
Mr. Silver, sir?
210462.
განძის კუნძული | თავი 8
ვკითხე და ბარათი გავუწოდე.
I asked, holding out the note.
210463.
განძის კუნძული | თავი 8
და როგორც კი სკვაირის წერილი დაინახა, თითქოს შეკრთა.
And then as he saw the squire's letter, he seemed to me to give something almost like a start.
210464.
განძის კუნძული | თავი 8
თქვა საკმაოდ ხმამაღლა და ხელი გამომიწოდა.
Said he, quite loud, and offering his hand.
210465.
განძის კუნძული | თავი 8
მივხვდი: ჩვენი ახალი გემის ბიჭი ხარ!
I see. You are our new cabin-boy.
210466.
განძის კუნძული | თავი 8
მოხარული ვარ, რომ გაგიცანი.
Pleased I am to see you.
210467.
განძის კუნძული | თავი 8
და მაგრად ჩაბღუჯა ჩემი ხელი თავის დიდრონ თათში.
And he took my hand in his large grasp.
210468.
განძის კუნძული | თავი 8
მისმა აჩქარებამ ჩემი ყურადღება მიიპყრო და ერთი თვალის შევლებით ვიცანი.
But his hurry had attracted my notice, and I recognized him at glance.
210469.
განძის კუნძული | თავი 8
ეს იყო ორთითმოჭრილი, სახეგაყვითლებული კაცი, რომელიც „ადმირალ ბენბოუში“ მყავდა ნანახი.
It was the tallow-faced man, wanting two fingers, who had come first to the Admiral Benbow.
210470.
განძის კუნძული | თავი 8
ეგ „შავი ძაღლია!
It's Black Dog!
210471.
განძის კუნძული | თავი 8
რაში მენაღვლება, ეგ ვინ არის?
I don't care two coppers who he is.
210472.
განძის კუნძული | თავი 8
თუმცა დანახარჯი არ გადაუხდია...
But he hasn't paid his score.
210473.
განძის კუნძული | თავი 8
ჰარი, გაიქეცი და დაიჭირე!
Harry, run and catch him.
210474.
განძის კუნძული | თავი 8
ადმირალი ჰოკიც რომ ბრძანდებოდეს, დანახარჯი უნდა გაისტუმროს.
If he were Admiral Hawke he shall pay his score.
210475.
განძის კუნძული | თავი 8
რა თქვი, ვინ არისო?
Who did you say he was?
210476.
განძის კუნძული | თავი 8
განა ბატონმა ტრელონიმ არ გიამბოთ მეკობრეების ამბავი?
Has Mr. Trelawney not told you of the buccaneers?
210477.
განძის კუნძული | თავი 8
ეგ ერთი მათგანია.
He was one of them.
210478.
განძის კუნძული | თავი 8
ბენ, გაიქეცი და ჰარის მიეშველე.
Ben, run and help Harry.
210479.
განძის კუნძული | თავი 8
მაშ, ერთი იმ უმაქნისთაგანი იყო, არა?
One of those swabs, was he?
210480.
განძის კუნძული | თავი 8
შენა სვამდი, მორგან, იმასთან ერთად?
Was that you drinking with him, Morgan?