მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210481.
განძის კუნძული | თავი 8
მობრძანდი აქ.
Step up here.
210482.
განძის კუნძული | თავი 8
კაცი, რომელსაც მორგანი უწოდეს, – ხნიერი, ჭაღარა, წითელსახიანი მეზღვაური, – მორჩილად ეახლა ჯონს.
The man whom he called Morgan—an old, grey-haired, mahoganyfaced sailor—came forward pretty sheepishly.
210483.
განძის კუნძული | თავი 8
აბა, მორგან, – უთხრა აყლაყუდა ჯონმა ძალიან მკაცრად, – თვალი მოგიკრავს ოდესმე იმ შავი ძაღლისათვის?
Now, Morgan, said Long John very sternly, you never clapped your eyes on that Black Dog before, did you, now?
210484.
განძის კუნძული | თავი 8
შენ ხომ არ იცოდი მისი სახელი?
You didn't know his name, did you?
210485.
განძის კუნძული | თავი 8
შენ რომ იმისთანა ხალხში გეტრიალა, ჩემს ჭერქვეშ ფეხს ვეღარ შემოდგამდი, ეგ კარგად დაიმახსოვრე!
If you had been mixed up with the like of that, you would never have put another foot in my house, you may lay to that.
210486.
განძის კუნძული | თავი 8
კარგად ვერც გავიგე, ბატონო.
I don't rightly know, sir.
210487.
განძის კუნძული | თავი 8
ეგებ ისიც არ იცი, ახლა ვის ელაპარაკები?
Perhaps you don't happen to rightly know who you was speaking to, perhaps?
210488.
განძის კუნძული | თავი 8
და მერე, როცა მორგანი თავის ადგილისაკენ წაბაჯბაჯდა, სილვერმა ჩურჩულით გამანდო:
And then, as Morgan rolled back to his seat, Silver added to me in a confidential whisper.
210489.
განძის კუნძული | თავი 8
ძალიან პატიოსანი კაცია, ეს ტომ მორგანი, ოღონდ ცოტა შტერია.
He's quite an honest man, Tom Morgan, only stupid.
210490.
განძის კუნძული | თავი 8
მერე კვლავ ხმამაღლა განაგრძო.
And he ran on again, aloud.
210491.
განძის კუნძული | თავი 8
ბრმა მათხოვართან ერთად დაიარებოდა ხოლმე აქ.
He used to come here with a blind beggar.
210492.
განძის კუნძული | თავი 8
ასე იქნებოდა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.
That he did, you may be sure.
210493.
განძის კუნძული | თავი 8
მეც ვიცი ის ბრმა.
I knew that blind man too.
210494.
განძის კუნძული | თავი 8
მას პიუ ერქვა.
His name was Pew.
210495.
განძის კუნძული | თავი 8
ახლა, თუ ეს შავი ძაღლი ვიგდეთ ხელთ, კაპიტან ტრელონისთვის ცხელ-ცხელი ამბები გვექნება!
If we run down this Black Dog, now, there'll be news for Cap'n Trelawney!
210496.
განძის კუნძული | თავი 8
ბენი კარგი მორბენალია – მეზღვაურებში ბევრი ვერავინ აჯობებს.
Ben's a good runner; few seamen run better than Ben.
210497.
განძის კუნძული | თავი 8
ამ სიტყვებს რომ ისროდა, ყავარჯნით წაღმა-უკუღმა დახტოდა დუქანში, ხელს ატყაპუნებდა მაგიდაზე.
All the time he was jerking out these phrases he was stumping up and down the tavern on his crutch, slapping tables with his hand.
210498.
განძის კუნძული | თავი 8
მაგრამ იგი ჩემთან შედარებით გაცილებით გამჭრიახი და ჭკვიანი კაცი გახლდათ: როცა ორივე მდევარი აქოშინებული დაბრუნდა და მოახსენეს, ბრბოში კვალი დავკარგეთო, ისე დატუქსა, თითქოს ქურდები ყოფილიყვნენ.
But he was too deep, and too ready, and too clever for me, and by the time the two men had come back out of breath and confessed that they had lost the track in a crowd, and been scolded like thieves.
210499.
განძის კუნძული | თავი 8
და მე უკვე შემეძლო თავდებადაც დავდგომოდი აყლაყუდა ჯონ სილვერს, რომ იგი უმწიკვლო ბრძანდებოდა.
I would have gone bail for the innocence of Long John Silver.
210500.
განძის კუნძული | თავი 8
ეს წყეული სალახანა ჩემს ჭერქვეშ იჯდა და ჩემს რომს შეექცეოდა.
Here I have this confounded son of a Dutchman sitting in my own house drinking of my own rum!