მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210521.
განძის კუნძული | თავი 8
დაიხურე ქუდი, ჰოკინზ, გემი დავათვალიეროთ.
Take your hat, Hawkins, and we'll see the ship.
210522.
განძის კუნძული | თავი 9
„ისპანიოლა“ ნაპირიდან ცოტა მოშორებით იდგა, ამიტომ ბევრი ხომალდის ცხვირზე გაკეთებული გამოსახულების ქვეშ გავლა ანდა კიჩოს შემოვლა მოგვიხდა.
The Hispaniola lay some way out, and we went under the figureheads and round the sterns of many other ships.
210523.
განძის კუნძული | თავი 9
მათი ბაგირებიც ხან ჩვენი ნავის ქვეშ ჭრიალებდნენ, ხან ჩვენ ზემოთ ეკიდნენ.
Their cables sometimes grated underneath our keel, and sometimes swung above us.
210524.
განძის კუნძული | თავი 9
გემბანზე ფეხის დადგმისთანავე სალმით შემოგვეგება თანაშემწე ბატონი ეროუ, საყურეებიანი, მზით გარუჯული, ელამი მეზღვაური.
Were met and saluted as we stepped aboard by the mate, Mr. Arrow, a brown sailor with earrings in his ears and a squint.
210525.
განძის კუნძული | თავი 9
კაპიტან სმოლეტს თქვენთან ლაპარაკი სურს.
Captain Smollett, sir, axing to speak with you.
210526.
განძის კუნძული | თავი 9
ყოველთვის მზად ვარ, კაპიტანს ვემსახურო.
I am always at the captain's orders.
210527.
განძის კუნძული | თავი 9
სთხოვე, მობრძანდეს, – უთხრა სკვაირმა.
Show him in, said the squire.
210528.
განძის კუნძული | თავი 9
კაპიტანი, რომელიც ფეხდაფეხ მოსდევდა შიკრიკს, მაშინვე შემოვიდა და კარი მიკეტა.
The captain, who was close behind his messenger, entered at once and shut the door behind him.
210529.
განძის კუნძული | თავი 9
აბა, კაპიტანო, რას გვეტყვით?
Well, Captain, what have you to say?
210530.
განძის კუნძული | თავი 9
იმედი მაქვს, ყველაფერი რიგზეა, გემი სრულ წესრიგშია და ზღვაში გასასვლელად მზად არის!
All well, I hope; all shipshape and seaworthy?
210531.
განძის კუნძული | თავი 9
საწყენიც რომ იყოს, ჯობს გულახდილად მოგახსენოთ.
better speak plain, I believe, even at the risk of offence.
210532.
განძის კუნძული | თავი 9
მე არ მომწონს ეს მგზავრობა, არ მომწონს მეზღვაურები და არ მომწონს ჩემი თანაშემწეც!
I don't like this cruise; I don't like the seamen; and I don't like my officer.
210533.
განძის კუნძული | თავი 9
იქნებ არც გემი მოგწონთ? – დაეკითხა, როგორც შევატყვე, ძალიან გაჯავრებული სკვაირი.
Perhaps, sir, you don't like the ship? inquired the squire, very angry, as I could see.
210534.
განძის კუნძული | თავი 9
მაგის თქმა არ შემიძლია, სანამ საქმეში არ გამოვცდი! – მიუგო კაპიტანმა.
I can't speak as to that, sir, not having seen her tried, said the captain.
210535.
განძის კუნძული | თავი 9
კარგი ხომალდი ჩანს, მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით.
She seems a clever craft; more I can't say.
210536.
განძის კუნძული | თავი 9
იქნებ თქვენი დამქირავებელიც არ მოგწონთ?
Possibly, you may not like your employer, either?
210537.
განძის კუნძული | თავი 9
მაგრამ ექიმმა ჩამოართვა სიტყვა.
But here Doctor cut in.
210538.
განძის კუნძული | თავი 9
მაგისთანა კითხვები უსიამოვნების გარდა საქმეს არაფერს არგებს.
No use of such questions as that but to produce ill feeling.
210539.
განძის კუნძული | თავი 9
მე დამიქირავეს, როგორც იტყვიან, ბრმად, რათა ეს გემი იქ წამეყვანა, სადაც ეს ჯენტლმენი მიბრძანებდა.
I was engaged on what we call sealed orders, to sail this ship for that gentleman where he should bid me.
210540.
განძის კუნძული | თავი 9
ეს არ მიმაჩნია სწორად.
I don't call that fair.