მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210541.
განძის კუნძული | თავი 9
შემდეგ შევიტყვე, რომ განძის საძებნელად მივდივართ.
Next, I learn we are going after treasure.
210542.
განძის კუნძული | თავი 9
განძის საქმე კი ძალიან სადავიდარაბო საქმეა.
Now, treasure is ticklish work.
210543.
განძის კუნძული | თავი 9
მე საერთოდ არ მომწონს განძის საძებნელად სიარული, მით უმეტეს, როცა იგი საიდუმლოდ ხდება და როცა (ბოდიშს ვიხდი თქვენთან, ბატონო ტრელონი).
I don't like treasure voyages on any account, and I don't like them, above all, when they are secret and when (begging your pardon, Mr. Trelawney).
210544.
განძის კუნძული | თავი 9
ეს უბრალოდ ასეთი გამოთქმა გახლავთ.
It's a way of speaking.
210545.
განძის კუნძული | თავი 9
დარწმუნებული ვარ, ბატონებო, არც ერთმა თქვენგანმა არ იცის, რა საქმეს მოჰკიდა ხელი.
It's my belief neither of you gentlemen know what you are about.
210546.
განძის კუნძული | თავი 9
მერე კიდევ, თქვენ ბრძანეთ, ეკიპაჟი არ მომწონსო.
Next, you say you don't like the crew.
210547.
განძის კუნძული | თავი 9
განა კარგი მეზღვაურები არ არიან?
Are they not good seamen?
210548.
განძის კუნძული | თავი 9
არ მომწონან, ბატონო.
I don't like them, sir.
210549.
განძის კუნძული | თავი 9
მე მგონი, თვითონვე უნდა მქონოდა საკუთარი ეკიპაჟის არჩევის საშუალება.
And I think I should have had the choosing of my own hands.
210550.
განძის კუნძული | თავი 9
ეგებ ჩემს მეგობარს თქვენც მხარში უნდა დგომოდით ამ დროს.
My friend should, perhaps, have taken you along with him.
210551.
განძის კუნძული | თავი 9
დარწმუნებული ვარ, კარგი მეზღვაურია, მაგრამ ისე უყადრებს თავს ეკიპაჟს, რომ კარგ თანაშემწედ არ ივარგებს.
I believe he's a good seaman, but he's too free with the crew to be a good officer.
210552.
განძის კუნძული | თავი 9
კაპიტნის თანაშემწემ თავი უნდა დაიჭიროს – მეზღვაურებთან სმა არ ეკადრება!
A mate should keep himself to himself— shouldn't drink with the men before the mast!
210553.
განძის კუნძული | თავი 9
თქვენ გინდათ თქვათ, რომ სვამს?
Do you mean he drinks?
210554.
განძის კუნძული | თავი 9
არა, ბატონო, – მიუგო კაპიტანმა, – მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ძალიან შინაურულია.
No, sir, replied the captain, only that he's too familiar.
210555.
განძის კუნძული | თავი 9
აბა, ახლა, მოკლედ რომ მოვჭრათ, კაპიტანო.
Well, now, and the short and long of it, captain.
210556.
განძის კუნძული | თავი 9
გვითხარით, რა გნებავთ.
Tell us what you want.
210557.
განძის კუნძული | თავი 9
ისინი თოფისწამალსა და იარაღს გემის წინა ნაწილში ინახავენ.
They are putting the powder and the arms in the fore hold.
210558.
განძის კუნძული | თავი 9
თქვენ კი ჩინებული ადგილი მოგეპოვებათ კაბინის ქვეშ.
Now, you have a good place under the cabin.
210559.
განძის კუნძული | თავი 9
რა იქნება, იქ რომ დავაწყოთ?
why not put them there?
210560.
განძის კუნძული | თავი 9
მეორე, თქვენ მოგყავთ თქვენი ოთხი კაცი, რომელთაგან ზოგი, როგორც მითხრეს, წინა ნაწილში უნდა მოთავსდეს.
Then, you are bringing four of your own people with you, and they tell me some of them are to be berthed forward.