მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210581.
განძის კუნძული | თავი 9
გამჭრიახი ადამიანი ბრძანდებით, ექიმო.
Doctor, you are smart.
210582.
განძის კუნძული | თავი 9
როცა აქ შემოვდგი ფეხი, განზრახული მქონდა, სამსახურიდან გათავისუფლება მეთხოვა.
When I came in here I meant to get discharged.
210583.
განძის კუნძული | თავი 9
არ მეგონა, თუ ბატონი ტრელონი ყურს ათხოვებდა ჩემს ნათქვამს.
I had no thought that Mr. Trelawney would hear a word.
210584.
განძის კუნძული | თავი 9
ასეა თუ ისე, მოგისმინეთ.
As it is, I have heard you.
210585.
განძის კუნძული | თავი 9
რასაც ითხოვთ, შეგისრულებთ.
I will do as you desire.
210586.
განძის კუნძული | თავი 9
თუმცა კი იცოდეთ, რომ უარესი აზრი შემექმნა თქვენზე.
but I think the worse of you.
210587.
განძის კუნძული | თავი 9
როგორც გენებოთ, ბატონო, – მოახსენა კაპიტანმა.
That's as you please, sir, said the captain.
210588.
განძის კუნძული | თავი 9
მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ.
I do my duty.
210589.
განძის კუნძული | თავი 9
დავრწმუნდი, რომ თქვენ ორი პატიოსანი კაცი მაინც გიშოვნიათ გემისთვის.
I believed you have managed to get two honest men on board with you.
210590.
განძის კუნძული | თავი 9
მაგრამ ამ აუტანელი ბაქიას ქცევა კი ვაჟკაცისათვის, მეზღვაურისა და ინგლისელისათვის შეუფერებელია.
but as for that intolerable humbug, I declare I think his conduct unmanly, unsailorly, and downright un-English.
210591.
განძის კუნძული | თავი 9
გემბანზე რომ გავედით, მეზღვაურებს უკვე დაეწყოთ საჭურვლისა და თოფისწამლის გადატანა.
When we came on deck, the men had begun already to take out the arms and powder.
210592.
განძის კუნძული | თავი 9
კიჩოზე მთავარი ტრიუმის უკანა ნაწილში, ექვსი კაბინა იყო გამართული.
Six berths had been made astern out of what had been the after-part of the main hold.
210593.
განძის კუნძული | თავი 9
თავდაპირველად ისე იყო ნავარაუდევი, რომ კაპიტანს, ეროუს, ჰანტერს, ჯოისს, ექიმს და სკვაირს უნდა დაეკავებინათ ეს ექვსი კაბინა.
It had been originally meant that the captain, Mr. Arrow, Hunter, Joyce, the doctor, and the squire were to occupy these six berths.
210594.
განძის კუნძული | თავი 9
მაგრამ ორი ჰამაკის დასაკიდებელი ადგილი კი გამოვიდა.
But there was room to swing two hammocks.
210595.
განძის კუნძული | თავი 9
კაპიტნის თანაშემწეც კმაყოფილი ჩანდა ამ განაწილებით.
Even the mate seemed pleased with the arrangement.
210596.
განძის კუნძული | თავი 9
ეტყობოდა, იმასაც აეჭვებდა ეკიპაჟი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რადგან, როგორც შემდეგ გაიგებთ, აღარ დაგვცალდა მისი აზრის შეტყობა.
Even he, perhaps, had been doubtful as to the crew, but that is only guess, for as you shall hear, we had not long the benefit of his opinion.
210597.
განძის კუნძული | თავი 9
გახურებულ მუშაობაში ვიყავით გართულები – ადგილს ვუცვლიდით თოფისწამალს და ვმართავდით კაბინებს, როცა ორიოდე შეგვიანებული მეზღვაური და აყლაყუდა ჯონი ერთად მოადგნენ გემს ნავით.
We were all hard at work, changing the powder and the berths, when the last man or two, and Long John along with them, came off in a shoreboat.
210598.
განძის კუნძული | თავი 9
თოფისწამალს ადგილს ვუცვლით.
We're a-changing of the powder.
210599.
განძის კუნძული | თავი 9
დილის უკუქცევა ხელიდან წაგვივა!
We'll miss the morning tide!
210600.
განძის კუნძული | თავი 9
ჩემი განკარგულებაა! – მოკლედ მოუჭრა კაპიტანმა.
My orders! said the captain shortly.