მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210561.
განძის კუნძული | თავი 9
რატომ არ უნდა დავაწვინოთ ისინიც კაბინის გვერდით?
Why not give them the berths here beside the cabin?
210562.
განძის კუნძული | თავი 9
უკვე ძალიან ბევრს ლაყბობენ.
There's been too much blabbing already.
210563.
განძის კუნძული | თავი 9
იმას მოგახსენებთ, რაც ჩემი ყურით გამიგონია, – განაგრძო კაპიტანმა.
I'll tell you what I've heard myself, continued Captain.
210564.
განძის კუნძული | თავი 9
ამბობენ, რომ რაღაც კუნძულის რუკა გაქვთ, რომ იმ რუკაზე დასმული ჯვრები განძის ადგილს აღნიშნავს.
They say that you have a map of an island, that there's crosses on the map to show where treasure is.
210565.
განძის კუნძული | თავი 9
და ზუსტად დაასახელა მისი განედი და გრძედი.
And then he named the latitude and longitude exactly.
210566.
განძის კუნძული | თავი 9
შევნიშნე, რომ არც მას და არც კაპიტანს ბევრი არაფერი სჯეროდათ ბატონი ტრელონის უარისა.
And I could see that neither he nor the captain paid much regard to Mr. Trelawney's protestations.
210567.
განძის კუნძული | თავი 9
იგი ისე ენაჭარტალა ბრძანდებოდა, რომ, რა თქმა უნდა, არც მე მჯეროდა; მაგრამ ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მართალი იყო – კუნძულის მდებარეობა არც ერთ ჩვენგანს არ გაუთქვამს.
Neither did I, to be sure, he was so loose a talker; yet in this case I believe he was really right and that nobody had told the situation of the island.
210568.
განძის კუნძული | თავი 9
ჰოდა ბატონებო, – განაგრძო კაპიტანმა, – არ ვიცი, ეგ რუკა ვისა აქვს, მაგრამ ვისაც უნდა ჰქონდეს, მოვითხოვ, რომ საიდუმლოდ შეინახოს თვით ჩემგან და ეროუსაგანაც კი.
Well, gentlemen, continued the captain, I don't know who has this map; but I make it a point, it shall be kept secret even from me and Mr. Arrow.
210569.
განძის კუნძული | თავი 9
თუ ამის წინააღმდეგები ხართ, გთხოვთ, გამათავისუფლოთ სამსახურიდან.
Otherwise I would ask you to let me resign.
210570.
განძის კუნძული | თავი 9
თქვენ გინდათ ეს საქმე საიდუმლოდ შეინახოთ, გემის კიჩო ჩემი მეგობრის ხალხით გავამაგროთ და საჭურველითა და თოფისწამლითაც მოვამარაგოთ.
You wish us to keep this matter dark and to make a garrison of the stern part of the ship, manned with my friend's own people, and provided with all the arms and powder on board.
210571.
განძის კუნძული | თავი 9
სხვანაირად რომ ვთქვათ, ამბოხების გეშინიათ.
In other words, you fear a mutiny.
210572.
განძის კუნძული | თავი 9
არც ერთი კაპიტანი, არ იქნება მართალი, თუ მაგის თქმის საბაბი ექნება და ზღვაში მაინც გავა.
No captain would be justified in going to sea at all if he had ground enough to say that.
210573.
განძის კუნძული | თავი 9
რაც შეეხება ბატონ ეროუს, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად პატიოსანი კაცია.
As for Mr. Arrow, I believe him thoroughly honest.
210574.
განძის კუნძული | თავი 9
მაგრამ მე პასუხს ვაგებ გემის უსაფრთხოებაზე.
But I am responsible for the ship's safety.
210575.
განძის კუნძული | თავი 9
მგონია, რომ საქმე მთლად კარგად როდი მიდის.
I see things going, as I think, not quite right.
210576.
განძის კუნძული | თავი 9
გთხოვთ ზოგიერთი გასაფრთხილებელი ზომა მივიღოთ, ანდა სამსახურიდან დამითხოვეთ.
And I ask you to take certain precautions or let me resign my berth.
210577.
განძის კუნძული | თავი 9
ეს არის და ეს!
And that's all.
210578.
განძის კუნძული | თავი 9
კაპიტანო სმოლეტ, – წამოიწყო ექიმმა ღიმილით, – ხომ არ გაგიგონიათ მთისა და წრუწუნას არაკი?
Captain Smollett, began the doctor with a smile, did ever you hear the fable of the mountain and the mouse?
210579.
განძის კუნძული | თავი 9
ბოდიშს ვიხდი, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ იმ არაკს მაგონებთ.
You'll excuse me, I dare say, but you remind me of that fable.
210580.
განძის კუნძული | თავი 9
თქვენ რომ შემობრძანდით, ჩემს პარიკს დავდებ სანაძლეოდ, თუ უფრო მეტის თქმას არ აპირებდით.
When you came in here, I'll stake my wig, you meant more than this.