მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210621.
განძის კუნძული | თავი 10
დროდადრო სამარცხვინოდ უბრძანებდნენ, ძირს ჩადიო.
Time after time he was ordered below in disgrace.
210622.
განძის კუნძული | თავი 10
ერთხელ წაიქცა და დაშავდა კიდეც.
Once he fell and cut himself.
210623.
განძის კუნძული | თავი 10
ვერც მოვახერხეთ გაგვერკვია, სად შოულობდა სასმელს.
We could never make out where he got the drink.
210624.
განძის კუნძული | თავი 10
ეს გემის საიდუმლო გახლდათ.
That was the ship's mystery.
210625.
განძის კუნძული | თავი 10
იგი არა მარტო არ ვარგოდა, როგორც კაპიტნის თანაშემწე, და ცუდ გავლენას ახდენდა ხელქვეითებზე, არამედ, ამისთანა ქცევით აშკარა იყო, თავსაც დაიღუპავდა.
He was not only useless as an officer and a bad influence amongst the men, but it was plain that at this rate he must soon kill himself outright.
210626.
განძის კუნძული | თავი 10
ამიტომ არავის გაკვირვებია და ძალიან არც არავის სწყენია, როცა ერთ ბნელ, ქარიშხლიან ღამეს გაქრა და მას მერე თვალიც აღარ მოგვიკრავს.
So nobody was much surprised, nor very sorry, when one dark night, with a head sea, he disappeared entirely and was seen no more.
210627.
განძის კუნძული | თავი 10
ჰოდა, ბატონებო, ამით მისი ბორკილებში ჩასმის დავიდარაბისაგან მაინც გავთავისუფლდით.
Well, gentlemen, that saves the trouble of putting him in irons.
210628.
განძის კუნძული | თავი 10
მაგრამ, რაკი კაპიტნის თანაშემწე აღარ გვყავდა, აუცილებელი გახდა, სხვა რომელიმე დაეწინაურებინათ.
But there we were, without a mate; and it was necessary, of course, to advance one of the men.
210629.
განძის კუნძული | თავი 10
ამ თანამდებობას გემზე მყოფთაგან ყველაზე მეტად ბოცმანი ჯობ ენდერსონი შეეფერებოდა.
The boatswain, Job Anderson, was the likeliest man aboard.
210630.
განძის კუნძული | თავი 10
ნავის მესაჭე იზრაელ ჰენდზიც ფრთხილი, გამოჯეკილი, ძველი მეზღვაური იყო, რომლისთვისაც გაჭირვების დროს თითქმის ყველაფერი შეიძლებოდა მიგვენდო.
And the coxswain, Israel Hands, was a careful, wily, old, experienced seaman who could be trusted at a pinch with almost anything.
210631.
განძის კუნძული | თავი 10
ის დიდი მესაიდუმლე ჩანდა აყლაყუდა ჯონ სილვერისა.
He was a great confidant of Long John Silver.
210632.
განძის კუნძული | თავი 10
გემზე ყოფნისას ყავარჯენს ზონრით კისერზე ჩამობმულს ატარებდა, რათა ორივე ხელი თავისუფალი ჰქონოდა.
Aboard ship he carried his crutch by a lanyard round his neck, to have both hands as free as possible.
210633.
განძის კუნძული | თავი 10
ერთ რამედ ღირდა მისი დანახვა, როცა ყავარჯნის წვერს ტიხარს მიაბჯენდა, ზედ მიეყუდებოდა და გემის ქანაობას აყოლილი ისე საქმიანობდა სამზარეულოში, როგორც ჯანსაღი ადამიანი – ხმელეთზე.
It was something to see him wedge the foot of the crutch against a bulkhead, and propped against it, yielding to every movement of the ship, get on with his cooking like someone safe ashore.
210634.
განძის კუნძული | თავი 10
კიდევ უფრო უცნაური სანახავი იყო ავდარში გემბანზე სიარულის დროს.
Still more strange was it to see him in the heaviest of weather cross the deck.
210635.
განძის კუნძული | თავი 10
მისთვის ხელჩასაჭიდებლად განიერ ადგილებში ერთი-ორი თოკი გამოებათ.
He had a line or two rigged up to help him across the widest spaces.
210636.
განძის კუნძული | თავი 10
ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადადიოდა, ხან ყავარჯენს ხმარობდა, ხან ყელზე ჩამოკიდებულს მიათრევდა.
He would hand himself from one place to another, now using the crutch, now trailing it alongside.
210637.
განძის კუნძული | თავი 10
მაინც ზოგი მეზღვაური, რომელსაც წინათ მასთან ერთად ემსახურა, წუხდა, ასეთ ყოფაში რომ ხედავდა მას.
Yet some of the men who had sailed with him before expressed their pity to see him in this situation.
210638.
განძის კუნძული | თავი 10
ახალგაზრდობაში კარგი განათლება აქვს მიღებული, და, როცა მოეპრიანება, წიგნივით შეუძლია ლაპარაკი.
He had good schooling in his young days and can speak like a book when so minded.
210639.
განძის კუნძული | თავი 10
მინახავს, უიარაღომ ოთხ კაცს რომ სტაცა ხელი და თავები ერთმანეთზე ახლევინა.
I seen him grapple four and knock their heads together—him unarmed.
210640.
განძის კუნძული | თავი 10
მთელი ეკიპაჟი პატივს სცემდა და ემორჩილებოდა.
All the crew respected and even obeyed him.