მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210641.
განძის კუნძული | თავი 10
ყველასთან გამონახული ჰქონდა საერთო ენა და ყველას რაიმე სამსახურს უწევდა.
He had a way of talking to each and doing everybody some particular service.
210642.
განძის კუნძული | თავი 10
ჩემდამიც კეთილად იყო განწყობილი და ყოველთვის უხაროდა, როცა სამზარეულოში შესულს დამინახავდა.
To me he was unweariedly kind, and always glad to see me in the galley.
210643.
განძის კუნძული | თავი 10
სამზარეულო ახალი ქინძისთავივით ჰქონდა გაკრიალებული.
The galley he kept as clean as a new pin.
210644.
განძის კუნძული | თავი 10
ერთ კუთხეში თავისი თუთიყუში მოეთავსებინა გალიით.
He has his parrot in a cage in one corner.
210645.
განძის კუნძული | თავი 10
მობრძანდი, ჰოკინზ, – მეტყოდა ხოლმე, – მობრძანდი და ერთი წაეჭორავე ჯონს.
Come away, Hawkins, he would say; come and have a yarn with John.
210646.
განძის კუნძული | თავი 10
შენზე მეტად არავის ნახვა მეამება, ჩემო შვილო.
Nobody more welcome than yourself, my son.
210647.
განძის კუნძული | თავი 10
ჩამოჯექი და მიგდე ყური.
Sit you down and hear the news.
210648.
განძის კუნძული | თავი 10
აი, კაპიტანი ფლინტი – ჩემს თუთიყუშს ეს სახელი სახელგანთქმული მეკობრის პატივსაცემად დავარქვი.
Here's Captain Flint—I calls my parrot this name, after the famous buccaneer.
210649.
განძის კუნძული | თავი 10
ეს ჩიტი იქნებ ორასი წლისაც არის, ჰოკინზ, ესენი უკვდავები არიან და ამაზე მეტი ბოროტება ალბათ მარტო ეშმაკს თუ უნახავს.
Now, that bird is, maybe, two hundred years old, Hawkins—they live forever mostly; and if anybody's seen more wickedness, it must be the devil himself.
210650.
განძის კუნძული | თავი 10
ეს ინგლენდთან, დიდ კაპიტან ინგლენდთან, მეკობრესთან ერთად ცურავდა.
She's sailed with England, the great Cap'n England, the pirate.
210651.
განძის კუნძული | თავი 10
ყოფილა მადაგასკარზე და მალაბარში, სურინამსა და პროვიდენსზე, პორტობელოშიც კი.
She's been at Madagascar, and at Malabar, and Surinam, and Providence, and Portobello.
210652.
განძის კუნძული | თავი 10
ჩაძირული გემებიდან განძის ამოღებასაც შესწრებია.
She was at the fishing up of the wrecked plate ships.
210653.
განძის კუნძული | თავი 10
იგი ესწრებოდა ინდოეთის მეფისნაცვალზე თავდასხმას გოას გასწვრივ.
She was at the boarding of the viceroy of the Indies out of Goa.
210654.
განძის კუნძული | თავი 10
რომ შეხედავ კი, ბარტყი გგონია.
To look at her you would think she was a baby.
210655.
განძის კუნძული | თავი 10
მერე ფრინველი მოჰყვებოდა გალიის ჯოხების კორტნას და გულდაგულ გინებას.
Then the bird would peck at the bars and swear straight on.
210656.
განძის კუნძული | თავი 10
კუპრს ისე ვერ შეეხები, არ გაგსვაროს, ყმაწვილო.
You can't touch pitch and not be mucked, lad.
210657.
განძის კუნძული | თავი 10
ეს ჩემი საბრალო, უმანკო ჩიტი გინების კორიანტელს აყენებს.
Here's this poor old innocent bird of mine swearing blue fire.
210658.
განძის კუნძული | თავი 10
თვით ხუცესის წინაშეც ასევე მოჰყვება გინებას, ვითომდა ლაპარაკობსო.
She would swear the same, in a manner of speaking, before chaplain.
210659.
განძის კუნძული | თავი 10
და ჯონი ისე დიდებულად გადაისვამდა ქოჩორზე ხელს, მაფიქრებინებდა, ამისთანა კაცი ქვეყანაზე არ დაიარება-მეთქი.
And John would touch his forelock with a solemn way he had that made me think he was the best of men.
210660.
განძის კუნძული | თავი 10
სკვაირსა და კაპიტან სმოლეტს კვლავ საკმაოდ ცივი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან.
In the meantime, the squire and Captain Smollett were still on pretty distant terms with one another.