მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210681.
განძის კუნძული | თავი 10
კასრში ჩავძვერი და ვნახე, რომ ერთი ვაშლიც აღარ დარჩენილიყო.
In I got bodily into the barrel, and found there was scarce an apple left.
210682.
განძის კუნძული | თავი 10
სანამ გულდაწყვეტილი იქ სიბნელეში ვიჯექი, წყლის შხუილსა და გემის რწევაში ჩამთვლიმა, თუ ის-ის იყო ჩაძინებას ვაპირებდი, რომ ვიღაცა კაცმა ზღართანი მოადინა იქვე ახლოს.
But sitting down there in the dark, what with the sound of the waters and the rocking movement of the ship, I had either fallen asleep or was on the point of doing so when a heavy man sat down with rather a clash close by.
210683.
განძის კუნძული | თავი 10
კასრი შეტოკდა, როცა ზურგით მოეყრდნო.
The barrel shook as he leaned his shoulders against it.
210684.
განძის კუნძული | თავი 10
ამოხტომას ვაპირებდი, რომ კაცმა ლაპარაკი დაიწყო.
I was just about to jump up when the man began to speak.
210685.
განძის კუნძული | თავი 10
ეს სილვერის ხმა იყო, ათიოდე სიტყვაც არ მქონდა მოსმენილი, რომ უკვე აღარაფრის გულისთვის აღარ ამოვყოფდი თავს, პირიქით – უკიდურესი შიშის ზარითა და ცნობისმოყვარეობით აცახცახებული მივწექი და ყური მივუგდე.
It was Silver's voice, and before I had heard a dozen words, I would not have shown myself for all the world, but lay there, trembling and listening, in the extreme of fear and curiosity.
210686.
განძის კუნძული | თავი 10
იმ ათიოდე სიტყვიდანაც მივხვდი, რომ გემბანზე მყოფი ყველა პატიოსანი კაცის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული.
From these dozen words I understood that the lives of all the honest men aboard depended upon me alone.
210687.
განძის კუნძული | თავი 11
რა გავიგონე ვაშლის კასრში.
What I Heard in the Apple Barrel.
210688.
განძის კუნძული | თავი 11
ფლინტი იყო კაპიტანი.
Flint was captain.
210689.
განძის კუნძული | თავი 11
მე ჩემი ხის ფეხის გამო კვარტირმაისტერი ვიყავი.
I was quartermaster, along of my timber leg.
210690.
განძის კუნძული | თავი 11
რომელმა ზარბაზნების ბათქმაც მე ცალი ფეხი დამაკარგვინა, იმავე ბათქმა დასთხარა თვალები პიუსაც.
The same broadside I lost my leg, old Pew lost his deadlights.
210691.
განძის კუნძული | თავი 11
როგორცაა მონათლული ხომალდი, ეგრეც უნდა დარჩეს.
What a ship was christened, so let her stay.
210692.
განძის კუნძული | თავი 11
აი, მაგალითად, ასე იყო კასანდრა – მისთვის სახელი არავის გადაურქმევია და ყველა საღ-სალამათადაც ჩამოგვიყვანა მალაბარიდან, როცა ინგლენდმა ინდოეთის მეფისნაცვალი იგდო ხელთ.
So it was with the Cassandra, as brought us all safe home from Malabar, after England took the viceroy of the Indies.
210693.
განძის კუნძული | თავი 11
ასე იყო ლომვეშაპის, ფლინტის ძველი გემის ამბავიც, რომელიც სისხლით იყო გაჟღენთილი და ოქროს სიმძიმით ლამის იძირებოდა.
So it was with the old Walrus, Flint's old ship, as I've seen amuck with the red blood and fit to sink with gold.
210694.
განძის კუნძული | თავი 11
მე კი არ მიცურია მასთან ერთად.
I never sailed along of him.
210695.
განძის კუნძული | თავი 11
ინგლენდთან ყოფნისას ცხრაასი გირვანქა სტერლინგი ნაღდი გადავდე, ფლინტთან – ორი ათასი.
I laid by nine hundred safe, from England, and two thousand after Flint.
210696.
განძის კუნძული | თავი 11
ეს ცუდი არ არის უბრალო მეზღვაურისათვის, და თანაც საიმედო ბანკშია შენახული.
That ain't bad for a man before the mast—all safe in bank.
210697.
განძის კუნძული | თავი 11
ახლა სად არის ინგლენდის ხალხი?
Where's all England's men now?
210698.
განძის კუნძული | თავი 11
ფლინტისა სადღა არიან?
Where's Flint's?
210699.
განძის კუნძული | თავი 11
მათი უმეტესობა ამ გემზეა და უხარიათ, ღვეზელი რომ ერგებათ ხოლმე (ზოგი მათგანი აქამდე მათხოვრობდა კიდეც).
Why, most of them aboard here, and glad to get the duff—been begging before that, some of them.
210700.
განძის კუნძული | თავი 11
ბებერმა პიუმ რომ თვალის სინათლე დაკარგა, კი არ დაირცხვინა – წელიწადში ათას ორასი გირვანქის ხარჯვა დაიწყო პარლამენტის წევრი ლორდივით.
Old Pew, as had lost his sight, and might have thought shame, spends twelve hundred pound in a year, like a lord in Parliament.