მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210661.
განძის კუნძული | თავი 10
კაპიტანიც, თავის მხრივ, კრინტს არ ძრავდა.
The captain, on his part, never spoke.
210662.
განძის კუნძული | თავი 10
ზოგი მათგანი, უკეთესი რომ არ შეიძლება, ისე მუყაითია, და ყველანი ჩინებულად იქცევიან.
Some of them were as brisk as he wanted to see and all had behaved fairly well.
210663.
განძის კუნძული | თავი 10
ჯერ კიდევ შინ არა ვართ და ეს მგზავრობა მაინც არ მომწონსო, – იტყოდა ხოლმე მაინც.
We're not home again, and I don't like the cruise.
210664.
განძის კუნძული | თავი 10
ამის გაგონებაზე სკვაირი პირს იბრუნებდა და ცხვირაბზეკილი მოჰყვებოდა გემბანზე ბოლთის ცემას.
The squire, at this, would turn away and march up and down the deck, chin in air.
210665.
განძის კუნძული | თავი 10
კიდევ ცოტა და ეს კაცი მოთმინების ფიალას ამივსებს.
A trifle more of that man, and I shall explode.
210666.
განძის კუნძული | თავი 10
ცოტა ავდარი შეგვხვდა, მაგრამ ამან მხოლოდ დაადასტურა „ისპანიოლას“ კარგი თვისებები.
We had some heavy weather, which only proved the qualities of the Hispaniola.
210667.
განძის კუნძული | თავი 10
მაშინ, როცა სკვაირი ყურს მოჰკრავდა, რომელიმეს დაბადების დღეაო – გემის შუაგულში მუდამ ვაშლით სავსე კასრი იდგა და ვისაც ნებავდა, შეეძლო პირი გაესველებინა.
if the squire heard it was any man's birthday, and always a barrel of apples standing broached in the waist for anyone to help himself that had a fancy.
210668.
განძის კუნძული | თავი 10
მაგრამ ვაშლის კასრიდან, როგორც შეიტყობთ, კეთილი საქმეც გამოვიდა, რადგან ის რომ არ დაგვედგა, წინასწარ ვერაფერს გავიგებდით, ვერ გავფრთხილდებოდით და შეიძლება ყველანი ღალატის მსხვერპლი გავმხდარიყავით.
But good did come of the apple barrel, as you shall hear, for if it had not been for that, we should have had no note of warning and might all have perished by the hand of treachery.
210669.
განძის კუნძული | თავი 10
ეს ამბავი აი, როგორ მოხდა.
This was how it came about.
210670.
განძის კუნძული | თავი 10
ჩვენ პასატებში გავედით, რათა ის ქარი გვქონოდა, რომელიც კუნძულისკენ გაგვაქროლებდა.
We had run up the trades to get the wind of the island we were after.
210671.
განძის კუნძული | თავი 10
დღე და ღამე თვალი ფხიზლად გვეჭირა.
We were running down for it with a bright lookout day and night.
210672.
განძის კუნძული | თავი 10
ეს იყო მგზავრობის ბოლო დღე.
It was about the last day of our outward voyage.
210673.
განძის კუნძული | თავი 10
იმ ღამეს, ან მეორე დღის შუადღემდე მაინც, თვალი უნდა მოგვეკრა განძის კუნძულისათვის.
That night, or at latest before noon of the tomorrow, we should sight the Treasure Island.
210674.
განძის კუნძული | თავი 10
ყველანი ჩინებულ გუნებაზე ჩანდნენ.
Everyone was in the bravest spirits.
210675.
განძის კუნძული | თავი 10
უხაროდათ, რომ საცაა ჩვენი თავგადასავლის პირველი ნახევარი დასრულდებოდა.
They were happy because we were now so near an end of the first part of our adventure.
210676.
განძის კუნძული | თავი 10
ჰოდა, სწორედ მზის ჩასვლის შემდეგ, როცა საქმეები მოვათავე და დასაძინებლად ვემზადებოდი, ვაშლი მომინდა.
Now, just after sundown, when all my work was over and I was on my way to my berth, it occurred to me that I should like an apple.
210677.
განძის კუნძული | თავი 10
ავირბინე გემბანზე.
I ran on deck.
210678.
განძის კუნძული | თავი 10
გუშაგი სულ წინ იცქირებოდა კუნძულის დანახვის მოლოდინში.
The watch was all forward looking out for the island.
210679.
განძის კუნძული | თავი 10
საჭესთან მდგარი მეზღვაური აფრის იმ მხარეს აკვირდებოდა, საიდანაც ქარი უბერავდა და თავისთვის უსტვენდა.
The man at the helm was watching the luff of the sail and whistling away gently to himself.
210680.
განძის კუნძული | თავი 10
ეს იყო ერთადერთი ხმაური, ზღვის შხუილის გარდა.
That was the only sound excepting the swish of the sea.