მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210721.
განძის კუნძული | თავი 11
ბრისტოლში, ბანკსა და სხვა ადგილებში – მიუგო თანამოსაუბრემ.
At Bristol, in banks and places, answered his companion.
210722.
განძის კუნძული | თავი 11
მაგრამ ამჟამად ის ჩემი ბებრუხანას ხელშია.
But my old missis has it all by now.
210723.
განძის კუნძული | თავი 11
ჭოგრიტიც გაყიდულია მთელი თავისი საჯარო ხელშეკრულებით, მუშტრებითა და გაწყობილობით და ჩემი ბებერიც გზას ადგას ჩემს შესახვედრად.
And the Spy-glass is sold, lease and goodwill and rigging; and the old girl's off to meet me.
210724.
განძის კუნძული | თავი 11
შენს ქალბატონს კი ენდობი? – ჰკითხა მეორემ.
And can you trust your missis? asked the other.
210725.
განძის კუნძული | თავი 11
ისე, რომ იცოდე, თავგადასავლის მაძიებელი ვაჟკაცები, ერთმანეთს ნაკლებად ენდობიან და, დამიჯერე, მართალნიც არიან.
Gentlemen of fortune, usually trusts little among themselves, and right they are, you may lay to it.
210726.
განძის კუნძული | თავი 11
მაგრამ მე ჩემი წესი და ადათი მაქვს.
But I have a way with me, I have.
210727.
განძის კუნძული | თავი 11
თუ რომელიმე მეგობარმა ფეხი დამიდო, იცოდე, სააქაოს აღარ ედგომება ბებერ ჯონთან.
When a mate brings a slip on his cable it won't be in the same world with old John.
210728.
განძის კუნძული | თავი 11
ზოგს პიუსი ეშინოდა, ზოგს – ფლინტისა.
There was some that was feared of Pew, and some that was feared of Flint.
210729.
განძის კუნძული | თავი 11
თვითონ ფლინტს კი ჩემი ეშინოდა.
But Flint his own self was feared of me.
210730.
განძის კუნძული | თავი 11
ეშინოდა და თან ვეამაყებოდი კიდეც.
Feared he was, and proud.
210731.
განძის კუნძული | თავი 11
ფლინტის ეკიპაჟისთანა თავზეხელაღებულს ზღვაში არასოდეს გაუდგამს ფეხი!
They was the roughest crew afloat, was Flint's.
210732.
განძის კუნძული | თავი 11
ეშმაკიც მოერიდებოდა მათთან ერთად ზღვაში გასვლას.
The devil himself would have been feared to go to sea with them.
210733.
განძის კუნძული | თავი 11
მე ტრაბახი არ მიყვარს და თვითონაც ხედავ, რა იოლია ჩემთან კარგი ურთიერთობის დამყარება.
Well now, I tell you, I'm not a boasting man, and you seen yourself how easy I keep company.
210734.
განძის კუნძული | თავი 11
მერე უნდა ნახო, რა გემი ეყოლება ბებერ ჯონს!
You may be sure of yourself in old John's ship.
210735.
განძის კუნძული | თავი 11
ისე, უნდა გამოგიტყდე და, – წამოიწყო ახალგაზრდამ, – სულაც არ მეპიტნავებოდა ეს საქმე, სანამ შენ არ მოგელაპარაკებოდი, ჯონ.
Well, I tell you now, replied the lad, I didn't half a quarter like the job till I had this talk with you, John.
210736.
განძის კუნძული | თავი 11
გულადი და გონიერი ყმაწვილი ყოფილხარ, – უთხრა სილვერმა და ისე გულიანად ჩამოართვა ხელი, რომ მთელი კასრი შეინძრა, – თავგადასავლის მაძიებელი ვაჟკაცის საქმეში გამოსადეგი შენზე უკეთეს ყმაწვილს ჯერ არც შევხვედრივარ არასოდეს.
And a brave lad you were, and smart too, answered Silver, shaking hands so heartily that all the barrel shook, and a finer figurehead for a gentleman of fortune I never clapped my eyes on.
210737.
განძის კუნძული | თავი 11
ამასობაში ნელ-ნელა ჩავხვდი კიდეც მათი სიტყვების აზრს.
By this time I had begun to understand the meaning of their terms.
210738.
განძის კუნძული | თავი 11
თავგადასავლის მაძიებელ ვაჟკაცს, არც მეტი, არც ნაკლები, ისინი აშკარად ჩვეულებრივ მეკობრეს უწოდებდნენ.
By a gentleman of fortune they plainly meant neither more nor less than a common pirate.
210739.
განძის კუნძული | თავი 11
თავი მომაბეზრა კაპიტანმა სმოლეტმა.
I've had most enough of Captain Smollett.
210740.
განძის კუნძული | თავი 11
მე მსურს მის კაბინაში შევიდე, დიახ მის კაბინაში!
I want to go into that cabin, I do.