მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210741.
განძის კუნძული | თავი 11
მაგრამ მე მგონია, მოსმენა შეგიძლია; ყოველ შემთხვევაში, ყურები საკმაოდ დიდრონი გაბია.
But you're able to hear, I reckon; leastways, your ears is big enough.
210742.
განძის კუნძული | თავი 11
ჰოდა, აი რას გეტყვი: შენ კვლავ ძველებურად განაგრძობ შენს საწოლში ძილს; კვლავ ტკბილად ილაპარაკებ და ფხიზლად დაიჭერ თავს, სანამ მე არ გეტყვი, როგორ მოიქცე.
Now, here's what I say: you'll berth forward, and you'll live hard, and you'll speak soft, and you'll keep sober till I give the word; and you may lay to that.
210743.
განძის კუნძული | თავი 11
ნუ გავიწყდება, რომ ჩინებული პირველი რანგის მეზღვაური გვყავს კაპიტნად, რომელსაც ჩვენთვის მოჰყავს ეს დალოცვილი გემი.
Here's a first-rate seaman, Captain Smollett, sails the blessed ship for us.
210744.
განძის კუნძული | თავი 11
აქა გვყავს სკვაირი და ექიმი თავიანთი რუკითა და სხვა რამეებით.
Here's this squire and doctor with a map and such.
210745.
განძის კუნძული | თავი 11
ჰოდა, ამიტომაც მე ვფიქრობ, ჯობია ამ სკვაირმა და ექიმმა იპოვონ ის ხარახურა და ამოგვიტანონ გემზე.
Well then, I mean this squire and doctor shall find the stuff, and help us to get it aboard, by the powers.
210746.
განძის კუნძული | თავი 11
მერე კი ვნახოთ.
Then we'll see.
210747.
განძის კუნძული | თავი 11
მე რომ თქვენი ყველას იმედი მქონდეს, კაპიტან სმოლეტს საბოლოო დარტყმამდე უკან ნახევარ გზაზეც კი ვატარებინებდი ხომალდს.
If I was sure of you all, I'd have Captain Smollett navigate us half-way back again before I struck.
210748.
განძის კუნძული | თავი 11
ამ გემზე ხომ ყველანი მეზღვაურები ვართ.
Why, we're all seamen aboard here.
210749.
განძის კუნძული | თავი 11
ჩვენ ყველანი უბრალო მეზღვაურები ვართ, – მოუჭრა სილვერმა.
We're all forecastle hands, you mean, snapped Silver.
210750.
განძის კუნძული | თავი 11
აი, სწორედ ამაში ჩაფლავდებით, ყმაწვილებო.
That's what all you gentlemen split on.
210751.
განძის კუნძული | თავი 11
მაშინ მიმართულება იქნება აღარ აგვრეოდა.
Then we'd have no blessed miscalculations.
210752.
განძის კუნძული | თავი 11
მაგრამ ვიცი, რა ვაჟბატონებიც ბრძანდებით.
But I know the sort you are.
210753.
განძის კუნძული | თავი 11
ამიტომ მე მათ კუნძულზევე მოვუთავებ საქმეს, როგორც კი განძი გემზე იქნება.
I'll finish with them at the island, as soon as the blunt's on board.
210754.
განძის კუნძული | თავი 11
გეფიცებით, თუ გული არ მეთანაღრებოდეს, თქვენისთანებთან რომ ვცურავ.
Split my sides, I've a sick heart to sail with the likes of you!
210755.
განძის კუნძული | თავი 11
თქვენ რომ გეზს აიღებდეთ და საქარე მხარეს დაიჭერდეთ, მაგას რა აჯობებდა.
If you would only lay your course, and a point to windward, you would ride in carriages, you would.
210756.
განძის კუნძული | თავი 11
ხვალვე გამოტყვრებით რომით და ჩამოახრჩობინებთ თავს.
You'll have your mouthful of rum tomorrow, and go hang.
210757.
განძის კუნძული | თავი 11
ყველამ იცოდა, შენ რომ რაღაც უფროსივით იყავი იქ, ჯონ, მაგრამ სხვებიც ხომ იყვნენ, ვისაც შენსავით შეეძლო წინამძღოლობა და ბელადობა.
Everybody knowed you was a kind of a chapling, John; but there's others as could hand and steer as well as you.
210758.
განძის კუნძული | თავი 11
იმათ ხომ უყვარდათ ცოტაოდენი გულის გადაყოლება.
They liked a bit of fun, they did.
210759.
განძის კუნძული | თავი 11
მერედა ახლა სადღა ბრძანდებიან?
Well, and where are they now?
210760.
განძის კუნძული | თავი 11
პიუ სწორედ მაგ ჯიშის გახლდათ და მათხოვრად ჩაკვდა.
Pew was that sort, and he died a beggar-man.