მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210781.
განძის კუნძული | თავი 11
დიკი რომ დაბრუნდა, სამივემ რიგრიგობით მოიყუდა ტოლჩა.
When Dick returned, one after another of the trio took the cannikin and drank.
210782.
განძის კუნძული | თავი 11
ხოლო თვითონ სილვერმა სიმღერის კილოთი თქვა: „ჩვენ გაგვიმარჯოს, ვიყოთ იქ, სადაც ბევრი დავლა და ლხინი არის“!
And Silver himself saying, in a kind of song, "Here's to ourselves, and hold your luff, plenty of prizes and plenty of duff".
210783.
განძის კუნძული | თავი 11
სწორედ მაშინ კასრში ზემოდან რაღაც შუქი დამეცა.
Just then a sort of brightness fell upon me in the barrel.
210784.
განძის კუნძული | თავი 11
ავიხედე და დავინახე, მთვარე ამოსულიყო.
I looked up, I found the moon had risen.
210785.
განძის კუნძული | თავი 11
მოევერცხლა უკანა ანძის წვერი და თეთრად აექათქათებინა პირველი ანძის ქვემო აფრის საქარე მხარე.
Silvering the mizzen-top and shining white on the luff of the fore-sail.
210786.
განძის კუნძული | თავი 11
თითქმის იმავე დროს გუშაგის ხმაც გაისმა.
Almost at the same time the voice of the lookout shouted.
210787.
განძის კუნძული | თავი 12
გემბანზე ატყდა ფეხების ბრაგაბრუგი.
There was a great rush of feet across the deck.
210788.
განძის კუნძული | თავი 12
მესმოდა, როგორ გამორბოდა ხალხი კაბინებიდან.
I could hear people tumbling up from the cabin.
210789.
განძის კუნძული | თავი 12
ნისლის ზოლი მთვარის გამოჩენისთანავე გაიფანტა.
A belt of fog had lifted almost simultaneously with the appearance of the moon.
210790.
განძის კუნძული | თავი 12
ჩვენს სამხრეთ-დასავლეთით დავინახეთ ორიოდე მილით ერთმანეთს დაშორებული ორი დაბალი ბორცვი, ერთ-ერთის უკან კი – მესამეც, უფრო მაღალი, რომლის მწვერვალი კვლავ ნისლში იყო გახვეული.
Away to the south-west of us we saw two low hills, about a couple of miles apart, and rising behind one of them a third and higher hill, whose peak was still buried in the fog.
210791.
განძის კუნძული | თავი 12
სამივე ბორცვი წვეტიანი და კონუსისებური ჩანდა.
All three seemed sharp and conical in figure.
210792.
განძის კუნძული | თავი 12
რაც დავინახე, ყველაფერი სიზმარი მეგონა, ჯერ კიდევ ვერ გამოვრკვეულიყავი ერთი-ორი წუთის წინ გამოვლილი შემაძრწუნებელი შიშისაგან.
So much I saw, almost in a dream, for I had not yet recovered from my horrid fear of a minute or two before.
210793.
განძის კუნძული | თავი 12
ამასობაში კაპიტანი სმოლეტის ხმა გავიგონე – ბრძანებებს გასცემდა.
And then I heard the voice of Captain Smollett issuing orders.
210794.
განძის კუნძული | თავი 12
ისპანიოლა რამდენიმე დანაყოფით მოტრიალდა ქარისაკენ და ახლა ისეთი გეზი ეჭირა, რომ კუნძულს სწორედ აღმოსავლეთის მხარეს ჩაუვლიდა.
The Hispaniola was laid a couple of points nearer the wind and now sailed a course that would just clear the island on the east.
210795.
განძის კუნძული | თავი 12
აბა, ბიჭებო, – თქვა კაპიტანმა, როცა ყველა აფრა თავის რიგზე გააწყვეს, – ადრე ხომ არავის უნახავს ეს კუნძული?
And now, men, said the captain, when all was sheeted home, has any one of you ever seen that land ahead?
210796.
განძის კუნძული | თავი 12
მე მინახავს, ბატონო, – მოახსენა სილვერმა.
I have seen, sir, said Silver.
210797.
განძის კუნძული | თავი 12
წყალი ამიღია მანდ, როცა ერთ-ერთ სავაჭრო გემზე მზარეულად ვმუშაობდი.
I've watered there with a trader I was cook in.
210798.
განძის კუნძული | თავი 12
ნავმისადგომი, მგონი, სამხრეთით პატარა კუნძულის უკან უნდა იყოს, არა? – დაეკითხა კაპიტანი.
The anchorage is on the south, behind an islet, I fancy? asked the captain.
210799.
განძის კუნძული | თავი 12
დიახ, მაგას ჩონჩხის კუნძულს ეძახიან.
Yes, Skeleton Island they calls it.
210800.
განძის კუნძული | თავი 12
ერთ დროს მეკობრეთა მთავარი სადგომი იყო.
It were a main place for pirates once.