მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210801.
განძის კუნძული | თავი 12
აი, იმას, ყველაზე დიდი რომაა, – ჭოგრიტსაც ეძახიან, რადგან იქ გუშაგი ჰყავდათ ხოლმე დაყენებული, როცა ღუზაზე იდგნენ გემის გასაწმენდად.
But the main—that's the big un, they usually calls the Spyglass, by reason of a lookout they kept when they was in the anchorage cleaning.
210802.
განძის კუნძული | თავი 12
სწორედ აქ წმენდდნენ ხოლმე ისინი თავიანთ ხომალდებს.
It's there they cleaned their ships.
210803.
განძის კუნძული | თავი 12
მე რუკა მაქვს, – უთხრა კაპიტანმა სმოლეტმა.
I have a chart here, says Captain Smollett.
210804.
განძის კუნძული | თავი 12
ერთი დახედეთ, ეგ ადგილი არის თუ არა.
See if that's the place.
210805.
განძის კუნძული | თავი 12
რუკა რომ ხელში აიღო, აყლაყუდა ჯონს თვალები ნაკვერჩხლებივით აუელვარდა, მაგრამ იმედი მალევე გაუცრუვდა.
Long John's eyes burned in his head as he took the chart, but soon he was doomed to disappointment.
210806.
განძის კუნძული | თავი 12
ეს ის რუკა არ იყო, რომელიც ბილი ბოუნზის ზანდუკში ვიპოვეთ – მისი ასლი იყო, ყოველმხრივ სრული, – სახელებით, სიმაღლეებითა და სიღრმეებით, ოღონდ წითელი ჯვრები და წარწერილი შენიშვნები აკლდა.
This was not the map we found in Billy Bones's chest, but an accurate copy, complete in all things—names and heights and soundings—with the single exception of the red crosses and the written notes.
210807.
განძის კუნძული | თავი 12
როგორც არ უნდა სწყენოდა, სილვერმა იმდენი სიმტკიცე გამოიჩინა, რომ თავი შეიკავა და არაფერი შეუმჩნევია.
Sharp as must have been his annoyance, Silver had the strength of mind to hide it.
210808.
განძის კუნძული | თავი 12
დიახ, ბატონო, – მიუგო მან, – ეს მართლაც ეგ ადგილია და ჩინებულადაც არის დახატული.
Yes, sir, said he, this is the spot, to be sure, and very prettily drawed out.
210809.
განძის კუნძული | თავი 12
ნეტავი ვინ გააკეთა?
Who might have done that, I wonder?
210810.
განძის კუნძული | თავი 12
მე მგონი, მეკობრეები ზედმეტად გაუნათლებლები იყვნენ.
The pirates were too ignorant, I reckon.
210811.
განძის კუნძული | თავი 12
აქ მძლავრი დინებაა სამხრეთით, შემდეგ ჩრდილოეთისაკენ უხვევს დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ.
There's a strong current runs along the south, and then away nor'ard up the west coast.
210812.
განძის კუნძული | თავი 12
თქვენ სწორად მოიქეცით, უფრო ალმაცერად რომ დაიჭირეთ გეზი ქარის მიმართ და საქარე მხარეს რომ მოექეცით კუნძულს.
Right you was, sir, to haul your wind and keep the weather of the island.
210813.
განძის კუნძული | თავი 12
ყოველ შემთხვევაში, თუ დადგომა და გემის დათვალიერება გნებავთ, ამ წყლებში უკეთეს ადგილს ვერ იპოვით.
Leastways, if such was your intention as to enter and careen, and there ain't no better place for that in these waters.
210814.
განძის კუნძული | თავი 12
მერე კიდევ დაგიძახებთ, თუ შველა დაგვჭირდა.
I'll ask you later on to give us a help.
210815.
განძის კუნძული | თავი 12
შეგიძლიათ წახვიდეთ.
You may go.
210816.
განძის კუნძული | თავი 12
მე სახტად დავრჩი, რა არხეინად აღიარა ჯონმა, ეს კუნძული ვიციო, და გამოვტყდები, ცოტა შემეშინდა, როცა მომიახლოვდა.
I was surprised at the coolness with which John avowed his knowledge of the island, and I own I was half-frightened when I saw him drawing nearer to myself.
210817.
განძის კუნძული | თავი 12
მან, რასაკვირველია, არ იცოდა, ვაშლის კასრში გატრუნულმა რომ მოვისმინე მისი ბჭობა, მაგრამ მაინც ისე შეძრწუნებული ვიყავი მისი სიბოროტით, ფლიდობითა და ცბიერებით, რომ კინაღამ ცახცახმა ამიტანა, როცა მკლავში მომკიდა ხელი.
He did not know, to be sure, that I had overheard his council from the apple barrel, and yet I had by this time taken such a horror of his cruelty, duplicity, and power that I could scarce conceal a shudder when he laid his hand upon my arm.
210818.
განძის კუნძული | თავი 12
იბანავებ, ხეებზე აცოცდები, თხებზე ინადირებ და თვითონაც თხასავით მოევლები წვერზე ამ მთებს.
You'll bathe, and you'll climb trees, and you'll hunt goats, you will; and you'll get aloft on them hills like a goat yourself.
210819.
განძის კუნძული | თავი 12
მე ეს მაახალგაზრდავებს.
It makes me young again.
210820.
განძის კუნძული | თავი 12
კინაღამ ჩემი ხის ფეხი გადამავიწყდა.
I was going to forget my timber leg, I was.