მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210841.
განძის კუნძული | თავი 12
ამის შემდეგ სამი ჯენტლმენი ძირს ჩავიდა და დიდ დროს არ გაუვლია, შემოთვალეს, კაბინაში ჯიმ ჰოკინზს ეძახიანო.
On the top of that the three gentlemen went below, and not long after, word was sent forward that Jim Hawkins was wanted in the cabin.
210842.
განძის კუნძული | თავი 12
როცა შევედი, სამივენი უკვე მაგიდას უსხდნენ, წინ ესპანური ღვინის ბოთლი და ქიშმიში ედგათ.
I found them all three seated round the table, a bottle of Spanish wine and some raisins before them.
210843.
განძის კუნძული | თავი 12
ექიმს პარიკი კალთაში ჩაედო და ჩიბუხს აბოლებდა.
The doctor smoking away, with his wig on his lap.
210844.
განძის კუნძული | თავი 12
ეს იმას ნიშნავდა, რომ აღელვებული იყო.
It was a sign that he was agitated.
210845.
განძის კუნძული | თავი 12
რადგან თბილი ღამე იდგა, კიჩოს სარკმელი გაეღოთ და გემის უკან მოქათქათე მთვარე ჩანდა.
The stern window was open, for it was a warm night, and you could see the moon shining behind on the ship's wake.
210846.
განძის კუნძული | თავი 12
რაღაც გქონია სათქმელი!
you have something to say.
210847.
განძის კუნძული | თავი 12
დაწვრილებით ვუამბე სილვერის ნალაპარაკევი.
I told the whole details of Silver's conversation.
210848.
განძის კუნძული | თავი 12
სანამ არ დავასრულე, კრინტი არავის დაუძრავს, არც განძრეულა რომელიმე – თვალი არ მოუცილებიათ ჩემთვის.
Nobody interrupted me till I was done, nor did any one of the three of them make so much as a movement, but they kept their eyes upon my face.
210849.
განძის კუნძული | თავი 12
გვერდით მომისვეს, დამისხეს ღვინო და მუჭები ამივსეს ქიშმიშით.
And they made me sit down at table beside them, poured me out a glass of wine, filled my hands with raisins.
210850.
განძის კუნძული | თავი 12
მერე სამივემ თავის დაკვრით დალია ჩემი სადღეგრძელო: დიდი მადლობა მომახსენეს, მისურვეს ჯანმრთელობა, კარგი ბედი და მიქეს გულადობა.
All three, one after the other, and each with a bow, drank my good health, and their service to me, for my luck and courage.
210851.
განძის კუნძული | თავი 12
როგორც ჩანს, კაპიტანო, – თქვა სკვაირმა, – თქვენ მართალი აღმოჩნდით და მე – მტყუანი.
Now, captain, said the squire, you were right, and I was wrong.
210852.
განძის კუნძული | თავი 12
ვაღიარებ, რომ ჯიუტი ვირი ვარ და ველი თქვენს ბრძანებას.
I own myself an ass, and I await your orders.
210853.
განძის კუნძული | თავი 12
ჩემზე უფრო ვირი მაინც არ იქნებით, ბატონო ჩემო, – მიუგო კაპიტანმა.
No more an ass than I, sir, returned the captain.
210854.
განძის კუნძული | თავი 12
ჯერ არ მსმენია, რომ ეკიპაჟს ამბოხება განეზრახოს და დაკვირვებული თვალის პატრონისათვის უკუღმართობის რაიმე ნიშანი არ გამოემჟღავნებინოს.
I never heard of a crew that meant to mutiny but what showed signs before, for any man that had an eye in his head to see the mischief.
210855.
განძის კუნძული | თავი 12
მაგრამ ამ ეკიპაჟმა, – დასძინა მან, – სწორედ რომ გამაცურა.
But this crew, he added, beat me.
210856.
განძის კუნძული | თავი 12
შესანიშნავი ადამიანი ყოფილა!
A very remarkable man.
210857.
განძის კუნძული | თავი 12
მაგრამ ეს ლაპარაკი არას გვარგებს.
But this is talk; this don't lead to anything.
210858.
განძის კუნძული | თავი 12
რამდენიმე სიტყვა მაქვს სათქმელი და, ბატონი ტრელონის ნებართვით, მოგახსენებთ.
I see three or four points, and with Mr. Trelawney's permission, I'll name them.
210859.
განძის კუნძული | თავი 12
გზა მაინც უნდა განვაგრძოთ, რადგან უკან დაბრუნება არ შეგვიძლია.
We must go on, because we can't turn back.
210860.
განძის კუნძული | თავი 12
უკან დაბრუნების ბრძანება რომ გავცე, მაშინვე აჯანყდებიან.
If I gave the word to go about, they would rise at once.