მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210861.
განძის კუნძული | თავი 12
მეორე – ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო მანამდე მაინც, სანამ ამ განძს ვიპოვით.
Second point, we have time before us—at least until this treasure's found.
210862.
განძის კუნძული | თავი 12
მესამე – არიან ერთგული მეზღვაურებიც.
Third point, there are faithful hands.
210863.
განძის კუნძული | თავი 12
ახლა, ბატონო, ადრე თუ გვიან, ხელის განძრევა მოგვიხდება.
Now, sir, it's got to come to blows sooner or later.
210864.
განძის კუნძული | თავი 12
ამიტომ, ჩემი აზრით, როგორც იტყვიან, დრო უნდა ვიხელთოთ და მაშინ დავცხოთ, როცა ყველაზე ნაკლებ ელიან.
What I propose is to take time by the forelock, as the saying is, and come to blows some fine day when they least expect it.
210865.
განძის კუნძული | თავი 12
მე მგონი, თქვენს შინამოსამსახურეებს შეიძლება ვენდოთ, არა, ბატონო ტრელონი?
We can count, I take it, on your own home servants, Mr. Trelawney?
210866.
განძის კუნძული | თავი 12
როგორც მე, – განაცხადა სკვიარმა.
As upon myself, declared the squire.
210867.
განძის კუნძული | თავი 12
ჩვენიანად, თუ ბიჭ ჰოკინზსაც ჩავთვლით, შვიდნი ვიქნებით.
Ourselves make seven, counting Hawkins here.
210868.
განძის კუნძული | თავი 12
ჰენდზიც ერთ-ერთი ჩემი კაცია.
Hands is one of mine.
210869.
განძის კუნძული | თავი 12
მეც მეგონა, ჰენდზის ნდობა შეიძლება-მეთქი, – დასძინა კაპიტანმა.
I did think I could have trusted Hands, added the captain.
210870.
განძის კუნძული | თავი 12
გული მეუბნება, ავაფეთქო ეს ხომალდი!
I could find it in my heart to blow the ship up.
210871.
განძის კუნძული | თავი 12
აბა, ბატონებო, – თქვა კაპიტანმა, – ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი.
Well, gentlemen, said the captain, the best that I can say is not much.
210872.
განძის კუნძული | თავი 12
უნდა ველოდოთ და ფხიზლად გვეჭიროს თვალი.
We must lay to, if you please, and keep a bright lookout.
210873.
განძის კუნძული | თავი 12
ვიცი, ეს დიდი გამოცდაა კაცისათვის.
It's trying on a man, I know.
210874.
განძის კუნძული | თავი 12
მაგრამ სხვა საშველი არ არის, სანამ ჩვენი მომხრეები არ შეგვიცვნია.
But there's no help for it till we know our men.
210875.
განძის კუნძული | თავი 12
წყნარად ვიყოთ და ხელსაყრელ ქარს ველოდოთ, აი, ჩემი აზრი!
Lay to, and whistle for a wind, that's my view.
210876.
განძის კუნძული | თავი 12
სხვა ვინმეზე უფრო ჯიმს შეუძლია ჩვენი შველა.
Jim here, can help us more than anyone.
210877.
განძის კუნძული | თავი 12
მეზღვაურები ამას არ ერიდებიან.
The men are not shy with him.
210878.
განძის კუნძული | თავი 12
ჯიმი კი გამჭრიახი ყმაწვილია...
Jim is a noticing lad.
210879.
განძის კუნძული | თავი 12
ჰოკინზ, შენი დიდი იმედი მაქვს.
Hawkins, I put prodigious faith in you.
210880.
განძის კუნძული | თავი 12
სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, სრულიად უმწეოდ ვგრძნობდი თავს, მაგრამ უცნაურ გარემოებათა წყალობით, მართლაც მოვახერხე მათთვის ხიფათის არიდება.
I began to feel pretty desperate at this, for I felt altogether helpless; and yet, by an odd train of circumstances, it was indeed through me that safety came.