მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210821.
განძის კუნძული | თავი 12
კარგია, ახალგაზრდა რომ ხარ და ფეხზე ათივე თითი გაბია.
It's a pleasant thing to be young and have ten toes.
210822.
განძის კუნძული | თავი 12
ცოტა გავლა-გამოვლა რომ მოგინდება, უთხარი ბებერ ჯონს და მაშინვე სასუსნავს გაგიმზადებს საგზლად.
When you want to go a bit of exploring, you just ask old John, and he'll put up a snack for you to take along.
210823.
განძის კუნძული | თავი 12
კაპიტანი სმოლეტი, სკვაირი და ექიმი ლივსი გემბანზე ერთად იდგნენ და ლაპარაკობდნენ.
Captain Smollett, the squire, and Dr. Livesey were talking together on the quarter-deck.
210824.
განძის კუნძული | თავი 12
მართალია, ძალიან მინდოდა, მალე მეთქვა მათთვის ჩემი სათქმელი, მაგრამ ვერ გავბედე საჯაროდ ჩავრეულიყავი მათ ლაპარაკში.
Anxious as I was to tell them my story, I dare not interrupt them openly.
210825.
განძის კუნძული | თავი 12
სანამ თავს ვიმტვრევდი, რა მეღონა, ექიმმა ლივსმა მიხმო.
While I was still casting about in my thoughts to find some probable excuse, Dr. Livesey called me to his side.
210826.
განძის კუნძული | თავი 12
ჩიბუხი დარჩენოდა ქვევით და, რაკი თამბაქოს მონა იყო, უნდოდა მის მოსატანად გავეგზავნე, როგორც კი ისე ახლო მივუდექი, რომ ჩუმად დალაპარაკება შემეძლო, მივახალე:
He had left his pipe below, and being a slave to tobacco, had meant that I should fetch it; but as soon as I was near enough to speak and not to be overheard, I broke immediately.
210827.
განძის კუნძული | თავი 12
ექიმო, გთხოვთ, ჩაიყვანეთ კაპიტანი და სკვაირი ქვემოთ, კაბინაში და მერე რაიმე საბაბით მეც დამიძახეთ.
Doctor, Get the captain and squire down to the cabin, and then make some pretence to send for me.
210828.
განძის კუნძული | თავი 12
საშინელი ამბავი გავიგე!
I have terrible news.
210829.
განძის კუნძული | თავი 12
ექიმს ცოტა ეცვალა სახე, მაგრამ იმწამსვე შეიკავა თავი.
The doctor changed countenance a little, but next moment he was master of himself.
210830.
განძის კუნძული | თავი 12
გმადლობთ, ჯიმ, – მითხრა კარგა ხმამაღლა, – სწორედ მაგის შეტყობა მინდოდა.
Thank you, Jim, said he quite loudly, that was all I wanted to know.
210831.
განძის კუნძული | თავი 12
შემდეგ მიტრიალდა და კვლავ იმ ორს შეუერთდა.
And with that he turned on his heel and rejoined the other two.
210832.
განძის კუნძული | თავი 12
ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკეს და თუმცა არც ერთი არ შემკრთალა და არც ხმა აუმაღლებია, მივხვდი, რომ ექიმმა ლივსიმ მათაც გადასცა ჩემი თხოვნა.
They spoke together for a little, and though none of them started, or raised his voice, it was plain enough that Dr. Livesey had communicated my request.
210833.
განძის კუნძული | თავი 12
შემდეგ კაპიტნის ბრძანებით ჯობ ენდერსონმა სასტვენს ჩაჰბერა და მთელი ეკიპაჟი გემბანზე შეჰყარა.
The next thing that I heard was the captain giving an order to Job Anderson, and all hands were piped on deck.
210834.
განძის კუნძული | თავი 12
რაღაც მინდა გითხრათ.
I've a word to say to you.
210835.
განძის კუნძული | თავი 12
ეს კუნძული, რომელსაც ხედავთ, სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა ჩამოვსულიყავით.
This land that we have sighted is the place we have been sailing for.
210836.
განძის კუნძული | თავი 12
ბატონმა ტრელონიმ, რომელიც, ყველამ ვიცით, ძალიან ხელგაშლილი ბრძანდება, ეს-ესაა, რამდენიმე შეკითხვა დამისვა.
Mr. Trelawney, being a very open-handed gentleman, as we all know, has just asked me a word or two.
210837.
განძის კუნძული | თავი 12
მეც ამაყად მოვახსენე, რომ გემზე მყოფმა თითოეულმა თქვენგანმა, უფროსმაც და უმცროსმაც, ჩინებულად შეასრულა თავისი მოვალეობა.
As I was able to tell him that every man on board had done his duty, alow and aloft.
210838.
განძის კუნძული | თავი 12
თუ თქვენც ასევე ფიქრობთ, აბა ერთი კარგი „ვაშა“ შესძახეთ ამ საქმის მოთავე ჯენტლმენის პატივსაცემად.
And if you think as I do, you'll give a good sea-cheer for the gentleman that does it.
210839.
განძის კუნძული | თავი 12
რასაკვირველია, „ვაშა“ გაისმა, თანაც ისე ომახიანი და გულიანი, რომ, უნდა ვაღიარო, არც მჯეროდა, იგივე ხალხი ჩვენი სისხლის დაღვრას რომ აპირებდა.
The cheer followed—that was a matter of course; but it rang out so full and hearty that I confess I could hardly believe these same men were plotting for our blood.
210840.
განძის კუნძული | თავი 12
ესეც ხალისით აასრულეს.
And this also was given with a will.