მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210901.
განძის კუნძული | თავი 13
მთელი ამ ხნის განმავლობაში აყლაყუდა ჯონი გვერდით ედგა მესაჭეს და გემს მიმართულებას აძლევდა.
All the way in, Long John stood by the steersman and conned the ship.
210902.
განძის კუნძული | თავი 13
სრუტე ხუთი თითივით იცოდა და, თუმცა მზომელმა ყველგან უფრო მეტი სიღრმე აღმოაჩინა, ვიდრე რუკაზე იყო აღნიშნული, ჯონი ერთხელაც არ შეყოყმანებულა.
He knew the passage like the palm of his hand, and though the man in the chains got everywhere more water than was down in the chart, John never hesitated once.
210903.
განძის კუნძული | თავი 13
იმ ადგილს მივაღწიეთ, სადაც რუკაზე ღუზა ეხატა – მთავარი ხმელეთიდან და ჩონჩხის კუნძულიდანაც თანაბრად ერთი მესამედი მილის სიშორეზე.
We brought up just where the anchor was in the chart, about a third of a mile from each shore, the mainland on one side and Skeleton Island on the other.
210904.
განძის კუნძული | თავი 13
ფსკერი წმინდა სილას დაეფარა.
The bottom was clean sand.
210905.
განძის კუნძული | თავი 13
ჩვენი ღუზის ტყაპანმა ფრინველების გუნდები დააფრთხო, რომლებმაც ჭყივილით დაიწყეს ტყის თავზე ტრიალი, მაგრამ ერთ წუთში ისევ ტოტებზე ჩამოსხდნენ და არემარე კვლავ მიყუჩდა.
The plunge of our anchor sent up clouds of birds wheeling and crying over the woods, but in less than a minute they were down again and all was once more silent.
210906.
განძის კუნძული | თავი 13
იქაურობა ყოველმხრივ ხმელეთით იყო შემოზღუდული და ტყეებში ჩაფლული.
The place was entirely land-locked, buried in woods.
210907.
განძის კუნძული | თავი 13
სანაპიროს ამ ნაწილის მცენარეულობას რაღაც შხამიანი სიკაშკაშის იერი დაჰკრავდა.
The foliage round that part of the shore had a kind of poisonous brightness.
210908.
განძის კუნძული | თავი 13
ხომალდიდან არც სახლი ჩანდა, არც მესერი.
From the ship we could see nothing of the house or stockade.
210909.
განძის კუნძული | თავი 13
ყველაფერს ხეები ფარავდა და, რუკა რომ არა, გვეგონებოდა, კუნძულის გაჩენის შემდეგ პირველად ჩვენ შემოვდგით აქ ფეხიო.
For they were quite buried among trees; and if it had not been for the chart on the companion, we might have been the first that had ever anchored there since the island arose out of the seas.
210910.
განძის კუნძული | თავი 13
თავისებური სუნი ტრიალებდა ღუზის ჩასაშვებ ადგილას – ჩანოტივებული ფოთლებისა და ჩამპალი ხეების სუნი.
A peculiar stagnant smell hung over the anchorage—a smell of sodden leaves and rotting tree trunks.
210911.
განძის კუნძული | თავი 13
შევნიშნე, ექიმი ისე იყნოსავდა ჰაერს, თითქოს ლაყე კვერცხს სუნავსო.
I observed the doctor sniffing and sniffing, like someone tasting a bad egg.
210912.
განძის კუნძული | თავი 13
განძისა არ ვიცი, მაგრამ ჩემს პარიკს კი დავდებ, თუ აქ ციებ-ცხელება არ იყოს.
I don't know about treasure, but I'll stake my wig there's fever here.
210913.
განძის კუნძული | თავი 13
თუ მეზღვაურების მოქმედება ნავში მხოლოდ შემაშფოთებელი გახლდათ, გემზე ნამდვილ მუქარად იქცა.
If the conduct of the men had been alarming in the boat, it became truly threatening when they had come aboard.
210914.
განძის კუნძული | თავი 13
უქმად დაყიალებდნენ გემბანზე და გაუთავებლად ბუზღუნებდნენ.
They lay about the deck growling together in talk.
210915.
განძის კუნძული | თავი 13
სულ უბრალო განკარგულებასაც მტრულად ხვდებოდნენ და უხალისოდ, აგდებით ასრულებდნენ.
The slightest order was received with a black look and grudgingly and carelessly obeyed.
210916.
განძის კუნძული | თავი 13
აშკარა იყო, ღრუბელივით გვაწვა თავზე ამბოხების საფრთხე.
Mutiny, it was plain, hung over us like a thunder-cloud.
210917.
განძის კუნძული | თავი 13
და არა მარტო ჩვენ ვგრძნობდით ამ საფრთხეს.
And it was not only we who perceived the danger.
210918.
განძის კუნძული | თავი 13
აყლაყუდა ჯონიც გაცხარებით ფართიფურთობდა – გადადიოდა ჯგუფიდან ჯგუფში, ჩურჩულებდა, არიგებდა, ურჩევდა.
Long John was hard at work going from group to group, spending himself in good advice.
210919.
განძის კუნძული | თავი 13
პირდაპირ საკუთარ თავს გადააჭარბა ხალისსა და თავაზიანობაში.
He fairly outstripped himself in willingness and civility.
210920.
განძის კუნძული | თავი 13
თუ რაიმე ბრძანებას გაიგონებდა, თვალის დახამხამებაში მზად იყო თავისი ყავარჯნით და ყველაზე მხიარულად შესძახებდა მაშინვე:
If an order were given, he would be on his crutch in an instant, with the cheeriest: