მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210921.
განძის კუნძული | თავი 13
როცა აღარაფერი იყო გასაკეთებელი, სიმღერას სიმღერაზე გაჰკიოდა, თითქოს სხვების უკმაყოფილების დაფარვას ცდილობსო.
And when there was nothing else to do, he kept up one song after another, as if to conceal the discontent of the rest.
210922.
განძის კუნძული | თავი 13
ამ პირქუშ ნაშუადღევს, ყველა პირქუშ ნიშანს შორის აყლაყუდა ჯონის ეს აშკარა ღელვა ყველაზე უარესი ჩანდა.
Of all the gloomy features of that gloomy afternoon, this obvious anxiety on the part of Long John appeared the worst.
210923.
განძის კუნძული | თავი 13
კაბინაში თათბირი გავმართეთ.
We held a council in the cabin.
210924.
განძის კუნძული | თავი 13
კიდევ ერთი ბრძანება რომ გავბედო, მთელი გემი თავს დაგვეცემა.
If I risk another order, the whole ship'll come about our ears by the run.
210925.
განძის კუნძული | თავი 13
თქვენც ხედავთ, საქმე როგორ მიდის.
You see, sir, here it is.
210926.
განძის კუნძული | თავი 13
ხომ მიპასუხებენ უხეშად, არა?
I get a rough answer, do I not?
210927.
განძის კუნძული | თავი 13
ჰოდა, სიტყვა რომ შევუბრუნო, ხელჩართული ბრძოლა გაიმართება.
Well, if I speak back, pikes will be going in two shakes.
210928.
განძის კუნძული | თავი 13
სილვერი იეჭვებს, აქ რაღაც ამბავიაო, და ჩვენი საქმე გათავებულია.
Silver will see there's something under that, and the game's up.
210929.
განძის კუნძული | თავი 13
ახლა მხოლოდ ერთადერთი კაცის იმედიღა უნდა გვქონდეს.
Now, we've only one man to rely on.
210930.
განძის კუნძული | თავი 13
იმასაც თქვენსავით და ჩემსავით უნდა საქმის მიფუჩეჩება.
He's as anxious as you and I to smother things up.
210931.
განძის კუნძული | თავი 13
უთანხმოება მოხდა.
This was a tiff.
210932.
განძის კუნძული | თავი 13
მოდი, ნაშუადღევს სანაპიროზე გავუშვათ მეზღვაურები.
Let's allow the men an afternoon ashore.
210933.
განძის კუნძული | თავი 13
თუ არავინ წავა, მაშინ კაბინაში გავმაგრდეთ და მართალს ღმერთი უშველის.
If they none of them go, well then, we hold the cabin, and God defend the right.
210934.
განძის კუნძული | თავი 13
თუ ზოგი წავიდა, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ბატონებო, მათ სილვერი კრავებივით მოთვინიერებულებს დააბრუნებს უკან.
If some go, you mark my words, sir, Silver'll bring them aboard again as mild as lambs.
210935.
განძის კუნძული | თავი 13
ასეც გადაწყდა.
It was so decided.
210936.
განძის კუნძული | თავი 13
ყველა საიმედო კაცს გატენილი დამბაჩები დაურიგდა: ჰანტერს, ჯოისს და რედრუთს გავენდეთ.
Loaded pistols were served out to all the sure men; Hunter, Joyce, and Redruth were taken into our confidence.
210937.
განძის კუნძული | თავი 13
მათ ეს ამბავი უფრო ნაკლებად გაიოცეს.
They received the news with less surprise.
210938.
განძის კუნძული | თავი 13
შემდეგ კაპიტანი გემბანზე გავიდა და ეკიპაჟს მიმართა.
then the captain went on deck and addressed the crew.
210939.
განძის კუნძული | თავი 13
ბიჭებო, დღეს მძიმე დღე გვქონდა; ყველანი მოვიქანცეთ და გუნებაზედაც ვერ ვართ.
My lads, we've had a hot day and are all tired and out of sorts.
210940.
განძის კუნძული | თავი 13
ნაპირზე გავლა-გამოვლა არავის აწყენს – ნავები ჯერ კიდევ წყალშია.
A turn ashore'll hurt nobody—the boats are still in the water.