მოიძებნა 669199 ჩანაწერი
210961.
განძის კუნძული | თავი 13
გავიგონე სილვერის ძახილი.
I heard him shouting.
210962.
განძის კუნძული | თავი 13
მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მე ყურიც არ მითხოვებია მისთვის.
But you may suppose I paid no heed.
210963.
განძის კუნძული | თავი 13
ხტუნვა-ხტუნვით, ჯაგებში ძრომითა და ტოტების ლაწალუწით ვირბინე, რაც ძალი და ღონე მქონდა, სანამ არაქათი არ გამომეცალა.
jumping, ducking, and breaking through, I ran straight before my nose till I could run no longer.
210964.
განძის კუნძული | თავი 14
ისე მეამა აყლაყუდა ჯონის ხელიდან დასხლტომა, რომ გუნებაზე მოვედი და ცნობისმოყვარეობით დავუწყე თვალიერება იქაურობას.
I was so pleased at having given the slip to Long John that I began to enjoy myself and look around me with some interest.
210965.
განძის კუნძული | თავი 14
შორს, მინდვრის ბოლოს, უშნო, კლდოვანი, ორწვერიანი ბორცვი მოჩანდა და მზის სინათლეზე მკაფიოდ კაშკაშებდა.
On the far side of the open stood one of the hills, with two quaint, craggy peaks shining vividly in the sun.
210966.
განძის კუნძული | თავი 14
კუნძული უკაცრიელი იყო.
The isle was uninhabited.
210967.
განძის კუნძული | თავი 14
თანამგზავრები უკან მოვიტოვე და ახლა ჩემ წინ უტყვი ცხოველებისა და ფრინველების გარდა აღარაფერი ბოგინობდა.
My shipmates I had left behind, and nothing lived in front of me but dumb brutes and fowls.
210968.
განძის კუნძული | თავი 14
მივდი-მოვდიოდი ხეებს შორის.
I turned hither and thither among the trees.
210969.
განძის კუნძული | თავი 14
აქა-იქ გველებიც შევნიშნე, ერთმა თავიც გამოყო კლდის ნაპრალიდან და ბზრიალასავით დაისისინა.
here and there I saw snakes, and one raised his head from a ledge of rock and hissed at me with a noise not unlike the spinning of a top.
210970.
განძის კუნძული | თავი 14
რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ადამიანის მომაკვდინებელი მტერი იქნებოდა და ეს ხმა – მისი სახელგანთქმული ჩხრიალი.
Little did I suppose that he was a deadly enemy and that the noise was the famous rattle.
210971.
განძის კუნძული | თავი 14
მერე შევედი მუხის მსგავსი ხეების – როგორც შემდეგ გავიგე, მარადმწვანე მუხების – ტევრში, რომელიც კვრინ ჩხნარივით მოდებულიყო ქვიშაზე, ტოტები უცნაურად ჩაეხლართა და ისე სქლად ესხა ფოთლები, თითქოს ჩალის სახურავიაო.
Then I came to a long thicket of these oaklike trees—live, or evergreen, oaks, I heard afterwards they should be called—which grew low along the sand like brambles, the boughs curiously twisted, the foliage compact, like thatch.
210972.
განძის კუნძული | თავი 14
ტევრი ერთ-ერთი ქვიშის ბორცვის თხემიდან ქვემოთ ეშვებოდა და, რაც უფრო ქვემოთ ჩამოდიოდა, უფრო და უფრო იშლებოდა, მაღლდებოდა და ბოლოს განიერ ლელიან ჭაობს აწყდებოდა, რომელშიც პატარა მდინარე ნავსადგომისაკენ იკაფავდა გზას.
The thicket stretched down from the top of one of the sandy knolls, spreading and growing taller as it went, until it reached the margin of the broad, reedy fen, through which the nearest of the little rivers soaked its way into the anchorage.
210973.
განძის კუნძული | თავი 14
ლაქაშს მხურვალე მზისგან ოხშივარი ასდიოდა და მსუბუქ ბურუსში ჭოგრიტის მწვერვალის თავი ტორტმანებდა.
The marsh was steaming in the strong sun, and the outline of the Spy-glass trembled through the haze.
210974.
განძის კუნძული | თავი 14
უცებ ლელიანში რაღაც ხმაური ატყდა.
All at once there began to go a sort of bustle among the bulrushes.
210975.
განძის კუნძული | თავი 14
გარეული იხვი ყიყინით აფრინდა, მერე მეორე მიჰყვა და მალე ლაქაშის თავზე ფრინველების ვეება გუნდი ჭყივილით დატრიალდა.
a wild duck flew up with a quack, another followed, and soon over the whole surface of the marsh a great cloud of birds hung screaming and circling in the air.
210976.
განძის კუნძული | თავი 14
მივხვდი: ალბათ რომელიღაც ჩემი თანამგზავრი მიახლოვდებოდა, ჭაობის კიდეს მოუყვებოდა.
I judged at once that some of my shipmates must be drawing near along the borders of the fen.
210977.
განძის კუნძული | თავი 14
არც მოვტყუებულვარ, მალე გავიგონე ადამიანის შორეული და დაძაბული ხმა, რომელიც თანდათან მომძლავრდა და მოახლოვდა.
Nor was I deceived, for soon I heard the very distant and low tones of a human voice, which, as I continued to give ear, grew steadily louder and nearer.
210978.
განძის კუნძული | თავი 14
ამან თავზარი დამცა.
This put me in a great fear.
210979.
განძის კუნძული | თავი 14
უახლოესი მარადმწვანე მუხის ქვეშ შევძვერი, მივიყუჟე და თაგვივით გასუსულმა მივუგდე ყური.
I crawled under cover of the nearest live-oak and squatted there, hearkening, as silent as a mouse.
210980.
განძის კუნძული | თავი 14
მხოლოდ ხანდახან თუ შეაწყვეტინებდა მეორე.
Only now and again interrupted by the other.