მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211021.
განძის კუნძული | თავი 14
მის წინ ბალახზე ტომი იწვა უძრავად.
Just before him Tom lay motionless upon the sward.
211022.
განძის კუნძული | თავი 14
მაგრამ მკვლელი ყურადღებასაც არ აქცევდა – ბალახის ბღუჯით სისხლით გასვრილ დანას წმენდდა.
but the murderer minded him not a whit, cleansing his blood-stained knife the while upon a wisp of grass.
211023.
განძის კუნძული | თავი 14
სხვა ყველაფერი ისევ უცვლელი იყო.
Everything else was unchanged.
211024.
განძის კუნძული | თავი 14
მზე კვლავ უმოწყალოდ აცხუნებდა ოხშივარავარდნილ ლაქაშსა და მთის მაღალ მწვერვალს და მე ძლივს დავარწმუნე თავი, რომ მკვლელობა მართლაც მოხდა და რომ ჩემს თვალწინ ერთი წუთის წინ ადამიანი სასტიკად გამოასალმეს სიცოცხლეს.
The sun still shining mercilessly on the steaming marsh and the tall pinnacle of the mountain, and I could scarce persuade myself that murder had been actually done and a human life cruelly cut short a moment since before my eyes.
211025.
განძის კუნძული | თავი 14
ჯონმა ხელი ჩაიყო ჯიბეში, სასტვენი ამოიღო და რამდენჯერმე სხვადასხვა კილოზე ჩაჰბერა.
John put his hand into his pocket, brought out a whistle, and blew upon it several modulated blasts.
211026.
განძის კუნძული | თავი 14
რასაკვირველია, არ ვიცოდი მიცემული ნიშნის აზრი, მაგრამ შიში განმიახლდა.
I could not tell, of course, the meaning of the signal, but it instantly awoke my fears.
211027.
განძის კუნძული | თავი 14
უფრო მეტი ხალხი მოცვივდებოდა.
More men would be coming.
211028.
განძის კუნძული | თავი 14
ორი პატიოსანი კაცი უკვე მოკლეს, ტომისა და ალანის შემდეგ იქნებ ჩემი რიგი დადგა?
They had already slain two of the honest people; after Tom and Alan, might not I come next?
211029.
განძის კუნძული | თავი 14
მაშინვე, რაც შემეძლო, სწრაფად და ჩუმად გამოვძვერი უკან და კვლავ გავცოცდი ტყის უფრო გაშლილი მხარისაკენ.
Instantly I began to extricate myself and crawl back again, with what speed and silence I could manage, to the more open portion of the wood.
211030.
განძის კუნძული | თავი 14
ამასობაში მესმოდა გადაძახილ-გადმოძახილები ბებერ მეკობრესა და მის ამხანაგებს შორის და საფრთხემაც უფრო შემასხა ფრთები.
As I did so, I could hear hails coming and going between the old buccaneer and his comrades, and this sound of danger lent me wings.
211031.
განძის კუნძული | თავი 14
როგორც კი ჯაგნარს გავცდი, ისე მოვკურცხლე, რომ ასე ჩემს სიცოცხლეში არ მირბენია – მიმართულებას აღარც ვაქცევდი ყურადღებას, ოღონდ მკვლელებისაგან შორს გადავხვეწილიყავი.
As soon as I was clear of the thicket, I ran as I never ran before, scarce minding the direction of my flight, so long as it led me from the murderers.
211032.
განძის კუნძული | თავი 14
სირბილში შიში უფრო და უფრო მემატებოდა, ცოტაც და გავგიჟდებოდი.
As I ran, fear grew and grew upon me until it turned into a kind of frenzy.
211033.
განძის კუნძული | თავი 14
მართლაც, განა ჩემსავით სულ-ხორციანად დაღუპული კიდევ ვინმე მოიპოვებოდა?
Indeed, could anyone be more entirely lost than I?
211034.
განძის კუნძული | თავი 14
როცა ზარბაზანს დაცლიდნენ, როგორ უნდა გამებედა ნავებთან მისვლა იმ სისხლისმსმელებში?
When the gun fired, how should I dare to go down to the boats among those fiends, still smoking from their crime?
211035.
განძის კუნძული | თავი 14
განა პირველივე მათგანი ჩიტივით არ მომიგრეხდა კისერს?
Would not the first of them who saw me wring my neck like a snipe's?
211036.
განძის კუნძული | თავი 14
განა თუნდაც მხოლოდ ჩემი მათთან ყოფნა საკმაო საბუთი არ იქნებოდა მათთვის, რომ მე შეშფოთებული ვიყავი და, მაშასადამე, საბედისწერო ამბებიც ვიცოდი?
Would not my absence itself be an evidence to them of my alarm, and therefore of my fatal knowledge?
211037.
განძის კუნძული | თავი 14
ყველაფერი მორჩა, – გავიფიქრე.
It was all over, I thought.
211038.
განძის კუნძული | თავი 14
მშვიდობით ისპანიოლავ, მშვიდობით, სკვაირო, ექიმო და კაპიტანო!
Good-bye to the Hispaniola; good-bye to the squire, the doctor, and the captain!
211039.
განძის კუნძული | თავი 14
შიმშილით ანდა მეამბოხეთა ხელით სიკვდილის გარდა, სხვა აღარა დამრჩენოდა რა.
There was nothing left for me but death by starvation or death by the hands of the mutineers.
211040.
განძის კუნძული | თავი 14
მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც მოგახსენეთ, შეუჩერებლად გავრბოდი და, შეუმჩნევლად, ორწვერიან პატარა მთის ძირს მივახლოვებოდი, კუნძულის იმ ნაწილში მოვხვდი, სადაც მარადმწვანე მუხები უფრო შორი-შორს იდგნენ და მოყვანილობითა და სიდიდით უფრო წააგავდნენ ტყის ხეებს.
All this while, as I say, I was still running, and without taking any notice, I had drawn near to the foot of the little hill with the two peaks and had got into a part of the island where the live-oaks grew more widely apart and seemed more like forest trees in their bearing and dimensions.