მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211081.
განძის კუნძული | თავი 15
ეს ამბავი დალოცვილ საფლავის ქვებზე უბრალო ფულაობის თამაშით დაიწყო.
It begun with chuck-farthen on the blessed grave-stones!
211082.
განძის კუნძული | თავი 15
მაგრამ განგებამ გადმომაგდო აქ.
But it were Providence that put me here.
211083.
განძის კუნძული | თავი 15
ამ უდაბურ კუნძულზე ყველაფერი ავწონ-დავწონე და კვლავ ღვთისმოსავი გავხდი.
I've thought it all out in this here lonely island, and I'm back on piety.
211084.
განძის კუნძული | თავი 15
ახლა რომს ვეღარ მიმაკარებინებ პირზე.
You don't catch me tasting rum so much.
211085.
განძის კუნძული | თავი 15
თანაც, ჯიმ, – თან მიიხედ-მოიხედა გარშემო და ჩურჩულით დასძინა: – მე მდიდარი ვარ!
And, Jim—looking all round him and lowering his voice to a whisper—I'm rich.
211086.
განძის კუნძული | თავი 15
ახლა დავრწმუნდი, რომ საწყალი მარტოობაში გაგიჟებულიყო და, მგონი, ეს აზრი სახეზედაც დამეტყო, რადგან მან კვლავ გაცხარებით განაგრძო მტკიცება.
I now felt sure that the poor fellow had gone crazy in his solitude, and I suppose I must have shown the feeling in my face, for he repeated the statement hotly.
211087.
განძის კუნძული | თავი 15
ამასაც გეტყვი: კაცად გაქცევ.
And I'll tell you what: I'll make a man of you.
211088.
განძის კუნძული | თავი 15
აქ უცბად პირქუშმა ჩრდილმა გადაჰკრა სახეზე, ხელი მტაცა ხელზე და საჩვენებელი თითი მუქარით ცხვირწინ დამიქნია.
And at this there came suddenly a lowering shadow over his face, and he tightened his grasp upon my hand and raised a forefinger threateningly before my eyes.
211089.
განძის კუნძული | თავი 15
ამ სიტყვებმა ბედნიერი აზრი შთამაგონა.
At this I had a happy inspiration.
211090.
განძის კუნძული | თავი 15
მივხვდი, მოკავშირე ვიპოვე-მეთქი და სასწრაფოდ ვუპასუხე:
I began to believe that I had found an ally, and I answered him at once.
211091.
განძის კუნძული | თავი 15
ფლინტის გემი არ არის და ფლინტიც მკვდარია.
It's not Flint's ship, and Flint is dead.
211092.
განძის კუნძული | თავი 15
ოღონდ, რახან მკითხავ, სიმართლეს გეტყვი: იმ გემზე ფლინტის რამდენიმე კაცია, რაც საშინელ საფრთხეს გვიქმნის ყველა დანარჩენს.
but I'll tell you true, as you ask me—there are some of Flint's hands aboard; worse luck for the rest of us.
211093.
განძის კუნძული | თავი 15
მზარეულად მუშაობს და მათი ბელადიც ეგ არის.
He's the cook, and the ringleader too.
211094.
განძის კუნძული | თავი 15
კვლავ მაჯაში ეკიდა ხელი ჩემთვის და ამ სიტყვების გაგონებისას კინაღამ მომაგლიჯა.
He was still holding me by the wrist, and at that he give it quite a wring.
211095.
განძის კუნძული | თავი 15
მაშინვე ავუღე ალღო მის ნათქვამს და პასუხის ნაცვლად მთელი ჩვენი მოგზაურობისა ამბავი ვუამბე.
I had made my mind up in a moment, and by way of answer told him the whole story of our voyage.
211096.
განძის კუნძული | თავი 15
გულდასმით მომისმინა და, როცა დავასრულე, თავზე ხელი გადამისვა.
He heard me with the keenest interest, and when I had done he patted me on the head.
211097.
განძის კუნძული | თავი 15
მე არ ვგულისხმობ მეკარის თანამდებობით დაჯილდოებას, ლაქიის სამოსის წყალობას ან სხვა ამგვარს – ეგ ჩემი საქმე არ არის, ჯიმ.
I didn't mean giving me a gate to keep, and a suit of livery clothes, and such; that's not my mark, Jim.
211098.
განძის კუნძული | თავი 15
მე იმას ვგულისხმობ, ვითომ დათანხმდება ის, რომ ვთქვათ, ათასი გირვანქა სტერლინგი მისცეს კაცს იმ ფულიდან, რომელიც თითქმის უკვე მისი საკუთრებაა?
What I mean is, would he be likely to come down to the toon of, say one thousand pounds out of money that's as good as a man owns already?
211099.
განძის კუნძული | თავი 15
თანაც კიდევ, თუ სხვებს თავიდან მოვიშორებთ, შინ დასაბრუნებლად შენი შველა ისედაც დაგვჭირდება.
And besides, if we got rid of the others, we should want you to help work the vessel home.
211100.
განძის კუნძული | თავი 15
და ეტყობოდა გულს მოეშვა.
And he seemed very much relieved.