მოიძებნა 669199 ჩანაწერი
211061.
განძის კუნძული | თავი 15
მე საწყალი ბენ განი ვარ.
I'm poor Ben Gunn.
211062.
განძის კუნძული | თავი 15
სამი წელიწადია ადამიანისთვის ხმა არ გამიცია!
I haven't spoken with a man these three years.
211063.
განძის კუნძული | თავი 15
ახლა შემეძლო გამერჩია, რომ ისიც ჩემსავით თეთრკანიანი ადამიანი იყო და სანდომიანი სახეც ჰქონდა.
I could now see that he was a white man like myself and that his features were even pleasing.
211064.
განძის კუნძული | თავი 15
ჩემს დღეში არც მინახავს და არც გონების თვალით წარმომიდგენია, ამაზე უფრო დაძონძილი მათხოვარი.
Of all the beggar-men that I had seen or fancied, he was the chief for raggedness.
211065.
განძის კუნძული | თავი 15
ხომალდის ძველი აფრის ნაფლეთები და მეზღვაურის დაკონკილი სამოსი ეცვა.
He was clothed with tatters of old ship's canvas and old sea-cloth.
211066.
განძის კუნძული | თავი 15
ეს საოცარი ძონძეულობა შეკოწიწებული იყო ნაირნაირი, უცნაური სამაგრებით: სპილენძის ღილებით, ჩხირებითა და კანაფის ყულფებით.
this extraordinary patchwork was all held together by a system of the most various and incongruous fastenings, brass buttons, bits of stick, and loops of tarry gaskin.
211067.
განძის კუნძული | თავი 15
წელზე სპილენძისბალთიანი ძველი ტყავის ქამარი ერტყა, რომელიც მის მოკაზმულობაში ერთადერთი მთელი საგანი იყო.
About his waist he wore an old brass-buckled leather belt, which was the one thing solid in his whole accoutrement.
211068.
განძის კუნძული | თავი 15
გემი ჩაგეძირათ?
Were you shipwrecked?
211069.
განძის კუნძული | თავი 15
მეკობრეები საკმაოდ ხშირად ხმარობდნენ დასჯის ამ საზარელ წესს – დამნაშავეს რომელიმე უკაცურ და შორეულ კუნძულზე გადასვამდნენ ტყვია-წამლის მცირეოდენი მარაგით.
I knew it stood for a horrible kind of punishment common enough among the buccaneers, in which the offender is put ashore with a little powder and shot and left behind on some desolate and distant island.
211070.
განძის კუნძული | თავი 15
ეგებ შემთხვევით ყველის ერთი პატარა ნაჭერი გქონდეს სადმე.
You mightn't happen to have a piece of cheese about you.
211071.
განძის კუნძული | თავი 15
ოჰ, რამდენჯერ დამსიზმრებია ყველი.
Well, many the long night I've dreamed of cheese.
211072.
განძის კუნძული | თავი 15
თუ კვლავ გემზე მოვხვდი, მთელ თავ ყველს მოგცემ.
If ever I can get aboard again, you shall have cheese by the stone.
211073.
განძის კუნძული | თავი 15
მთელი ამ ხნის განმავლობაში ველური ქურთუკის ქსოვილს მისინჯავდა, ხელებზე ხელს მისვამდა და ჩემს ფეხსაცმელს დასცქეროდა, საერთოდ დროდადრო ლაპარაკში ბალღურ სიხარულს ამჟღავნებდა თავისი მოდგმის არსების დანახვაზე.
All this time he had been feeling the stuff of my jacket, smoothing my hands, looking at my boots, and generally, in the intervals of his speech, showing a childish pleasure in the presence of a fellow creature.
211074.
განძის კუნძული | თავი 15
მაგრამ ჩემს ბოლო სიტყვებს რომ მოჰკრა ყური, ეშმაკურად შემომაშტერა თვალები.
But at my last words he perked up into a kind of startled slyness.
211075.
განძის კუნძული | თავი 15
თუ კვლავ გემბანზე მოვხვდიო, ამბობ?
If ever you can get aboard again, you say?
211076.
განძის კუნძული | თავი 15
მერე და ვინ უნდა დაგიშალოს?
Why, now, who's to hinder you?
211077.
განძის კუნძული | თავი 15
რა გქვია, მეგობარო?
what do you call yourself, mate?
211078.
განძის კუნძული | თავი 15
ჯიმ, ისეთ საძაგელ ცხოვრებას ვეწეოდი, სირცხვილით ყურებს დაიცობდი, რომ მოგესმინა.
Well, now, Jim, I've lived that rough as you'd be ashamed to hear of.
211079.
განძის კუნძული | თავი 15
აბა, მაგალითად, ჩემს შეხედვაზე ხომ არ იფიქრებ, რომ მე ღვთისმოსავი დედიკო მყავდა?
Now, for instance, you wouldn't think I had had a pious mother—to look at me?
211080.
განძის კუნძული | თავი 15
მეც ზრდილი, ღვთისმოსავი ბიჭი ვიყავი და ისეთი სხაპასხუპით შემეძლო მეთქვა კატეხიზმო, რომ ერთ სიტყვას მეორისაგან ვერ გამოარჩევდი.
And I was a civil, pious boy, and could rattle off my catechism that fast, as you couldn't tell one word from another.